პელიადი
პელიადი (ლათ. Coregonus peled) — თევზი სიგის გვარისა. აქვს მაღალი სხეული, რომლის სიგრძე 50 სმ, მასა 2 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზის მიდამოებში, მეზენიდან კოლიმამდე. განარჩევენ 3 ფორმას: ტბის მსხვილს, ტბილს წვრილს და მდინარისას. იკვებება პელაგიური კიბოსნაირებით. ძვირფასი სარეწაო თევზია. აკლიმატიზებულია უკრაინაში, მოლდოვეთში, საქართველოში (ფარავნისა და ტაბაწყურის ტბებში, ხრამის წყალსაცავში და სხვა).
პელიადი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Coregonus peled | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 5374 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 14.