ქაშაყისნაირნი (ლათ. Clupeiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მათი გვერდებიდან შებრტყელებული მოვერცხლისფრო სხეულის სიგრძე 5-6 სმ-იდან 60 სმ-მდე აღწევს, მასა — რამდენიმე გრამიდან 0,5 კგ-მდე. რიგი შეიცავს 15 ქვერიგს, რომლებიც 50-მდე ოჯახს აერთიანებენ (ქაშაყისებრნი, ქაფშიასებრნი, ორაგულისებრნი და სხვა). გავრცელებულია ზღვებში, მომლაშო და მტკნარ წყლებში. ზოგ ქაშაყისნაირს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ქაშაყისნაირთა უმრავლესობა პელაგური თევზებია. იკვებებიან პლანქტონით.

ქაშაყისნაირნი
Clupea harengus
Clupea harengus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ლათინური სახელი
Clupeiformes

ლიტერატურა

რედაქტირება