ომული (ლათ. Coregonus autumnalis) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. საკუთრივ ომული ანუ ყინულოვანი ზღვის ომული გამსვლელი თევზია. იკვებება და იზრდება ოკეანეში, მრავლდება მდინარეებში. მისი სიგრძე 64 სმ. მასა 3 კგ აღწევს. იკვებება ზოოპლანქტონით და თევზების ლიდსიტებით. სქესობრივად მწიფდება 5-10 წლისა. ტოლობს შემოდგომაზე. რეწვის ობიექტია ციმბირის მდინარეებში. ბაიკალის ტბაში გვხვდება ორაგულისებრთა ოჯახში შემავალი ბაიკალის ომული (Coregonus migratorius). იყენებენ ნედლს. დამარილებულს, შებოლილს. სააკლიმატიზაციო ობიექტია.

ომული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  ორაგულისებრნი
სახეობა:  ომული
ლათინური სახელი
Coregonus autumnalis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 5363

ლიტერატურა

რედაქტირება