ბაიკალის ომული (ლათ. Coregonus migratorius) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 30-60 სმ აღწევს, წონა 200 გრ-იდან 1,5 კგ-მდე, იშვიათად 2 კგ-მდე. ბაიკალის ტბის ენდემური სახეობაა. სექტემბერ-ნოემბერში ქვირითის დასაყრელად მდინარეებში შედის. ძვირფასი სარეწაო თევზია. ბაიკალის ომული ტრადიციულად განიხილებოდა როგორც ომულის ქვესახეობა და ჰქონდა ლათინური დასახელება Coregonus autumnalis migratorius. გენეტიკურმა კვლევებმა უჩვენა, რომ ბაიკალის ომული ახლოს დგას Coregonus lavaretus და Coregonus clupeaformis-თან და ამჟამად განიხილება დამოუკიდებელ სახეობად. პირველად აღწერეს ივანე გეორგიმ და ლევ ბერგმა, შესაბამისად, 1775 და 1932 წლებში.

ბაიკალის ომული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  სიგი
სახეობა:  ბაიკალის ომული
ლათინური სახელი
Coregonus migratorius

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება