ივანე გეორგი
ივანე ივანეს ძე გეორგი[6] (იოჰან გოტლიბ გეორგი; გერმ. Johann Gottlieb Georgi; დ. 31 დეკემბერი, 1729, პომერანია — გ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 27 ოქტომბერი], 1802, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მოგზაური, ბოტანიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, ნატურალისტი. ციმბირის მკვლევარი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტი. მიღებული ჰქონდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, მუშაობდა ფარმაცევტათ. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1783). წარმოშობით გერმანელი. 1768-1772 წლებში მოიარა სამხრეთ-აღმოსავლეთი რუსეთი, ალთაი, იმიერბაიკალეთი, ურალი, ვოლგისპირეთი და დაწერა პირველი განმაზოგადებელი ნაშრომი რუსეთის ხალხთა შესახებ — „რუსეთის სახელმწიფოში მოსახლე ყველა ხალხის, აგრეთვე მათი საყოფაცხოვრებო წესების, რწმენების, ჩვეულებების, ტანსაცმლის, საცხოვრებლისა და სხვა ღირსშესანიშნაობათა აღწერა“ (ნაწილი 1-3, 1776-1777). 1768 წელს რუსეთში მოგზაურობისას თან ახლდა პეტრე პალასს. 1770-1774 წლებში პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის დავალებით მოინახულა ასტრახანი, ტომსკი, ირკუტსკი, მდინარე ურალის სანაპირო, ბაიკალი და სხვ. განსაკუთრებით იკვლევდა ბაიკალის რეგიონს.
ივანე გეორგი | |
---|---|
გერმ. Johann Gottlieb Georgi | |
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1729[1] [2] ან 31 დეკემბერი, 1729 (11 იანვარი, 1730)[3] |
დაბ. ადგილი | Konarzewo |
გარდ. თარიღი | 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1802[2] [3] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[4] |
მოქალაქეობა |
შვედეთი რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქიმიკოსი, მკვლევარი, გეოგრაფი, ორნითოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი, მინერალოგი[5] და ფარმაცევტი[5] |
მუშაობის ადგილი | პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი |
გეორგი აგრეთვე დაინტერესებული იყო ქიმიით, მედიცინით, მეცნიერული აღმოჩენების ისტორიით. გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია საბუნებისმეტყველო და სამთო საქმის შესახებ. მისი სახელობისაა რთულყვავილოვანთა ოჯახში შემავალი მცენარის სახეობა გეორგინა.
თხზულება
რედაქტირება- Geographisch-physikalische und naturhistorische Beschreibung des Russischen Reichs, Tl. 1—4, Königsberg, 1797—1802.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივანე გეორგი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- Пыпин А. Н., История русской этнографии, т. 1—4, СПб, 1890—92;
- Тихомиров В. В., Софиано Т. А., Двести двадцать пять лет со дня рождения академика И. И. Георги, «Изв. АН СССР. Серия геологическая», 1954, № 5;
- Обручев В. А., История геологического исследования Сибири. Период 1, Л., 1931;
- Токарев С. А., История русской этнографии, М., 1966, с. 103≈10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 3.0 3.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #116562374 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 5.0 5.1 Czech National Authority Database
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 86.