ტოპოზერო (რუს. Топозеро; მოძვ. ტოპ-ოპერო, ტოპნოზერო) — ტბა რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე კოვდის აუზში, ზღვის დონიდან 109 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 986 კმ². საშუალო სიღრმე 15,2 მ, მაქსიმალური 56 მ, წყლის მოცულობა 14,9 კმ³. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები, განსაკუთრებით აღმოსავლეთი, შეჭრილ-შემოჭრილია. ტოპოზეროში 144 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 63 კმ². ტბას ერთვის 28 მდინარე, რომელთაგან უდიდესია კიზრეკა და ვალასრეკა. გამოედინება მდინარე სოფიანგა, რომელიც ერთვის პიაოზეროს. ივლისში წყლის ტემპერატურაა 15–17°С. გამჭვირვალობა 6–8 მ. მინერალიზაცია სუსტია. საზრდოობს უმეტესწილად თოვლის წყლით. მაღალი დონეა ივნისში, დაბალი აპრილში. იყინება ოქტომბრის ბოლოსა და ნომებერში, ყინულისგან თავისუფლდება მაისში. 1966 წელს კუმის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, გახდა კუმის წყალსაცავის ნაწილი. განვითარებულია ხე-ტყის დაცურება. არის თევზი, მათ შორის: ჭაფალა, ჰარიუსი, სიგი, ჩვეულებრივი ცქიმურა და სხვა. ტურიზმი.

ტოპოზერო
ტოპოზერო კოსმოსიდან
ტოპოზერო კოსმოსიდან
კოორდინატები: 65°37′52″ ჩ. გ. 32°05′25″ ა. გ. / 65.63111° ჩ. გ. 32.09028° ა. გ. / 65.63111; 32.09028
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კარელიის რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 109 
სიგრძე 75,3 კმ
სიგანე 30,3 კმ
ფართობი 986 კმ²
მოცულობა 14,9 კმ³
საშუალო სიღრმე 15,2 
მაქსიმალური სიღრმე 56 
გამჭვირვალობა 6-8 
ჩამდინარე მდინარეები კიზრეკა
ვალასრეკა
გამომდინარე მდინარე სოფიანგა
ტოპოზერო — რუსეთი
ტოპოზერო
ტოპოზერო — კარელიის რესპუბლიკა
ტოპოზერო
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება