პიასინო (რუს. Пясино) — მყინვარული წარმოშობის ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნორილსკიდან დაახლოებით 20 კმ-ში. გაწოლილია ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პუტორანის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 735 კმ², მაქსიმალური სიღრმე 8 მ. გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 70 კმ-ზე, სიგანე 15 კმ. ნაპირები უმეტესწილად დამრეცია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. მიეკუთვნება კარის ზღვის აუზს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით.[2] იყინება ოქტომბერში, ყინულძვრაა ივლისში. ერთვის ბევრი მდინარე, რომელთაგან უდიდესია მდინარე ნორილსკაია. ტბის ჩრდილოეთ ბოლოდან გამოედინება მდინარე პიასინა, რომელიც ერთვის კარის ზღვას. მდიდარია თევზით, მოიპოვება: ზუთხი, გოჭალა, ტაიმენი, ნელმა, ევროპული ჭაფალა, ომული, პელიადი, სიგი, მუქსუნი და სხვა.[3]

პიასინო
პიასინო კოსმოსიდან
პიასინო კოსმოსიდან
კოორდინატები: 69°40′ ჩ. გ. 87°52′ ა. გ. / 69.667° ჩ. გ. 87.867° ა. გ. / 69.667; 87.867
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოიარსკის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 28 
სიგრძე 70 კმ
სიგანე 15 კმ
ფართობი 735 კმ²
მოცულობა 3 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე
აუზის ფართობი 24 000 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ნორილსკაია
გამომდინარე მდინარე პიასინა
პიასინო — რუსეთი
პიასინო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება