უბსუ-ნური
უბსუ-ნური (მონ. Увс нуур,რუს. Убсу-Нур) — მარილის მაღალი შემცველობის ტბა მონღოლეთსა და ნაწილობრივ რუსეთში, უბსუ-ნურის აუზში. მისი ფართობი 3,350 კმ²-ია და უდიდესია მონღოლეთში. მდებარეობს დიდი ტბების ქვაბულში, ზღვის დონიდან 759 მეტრზე. მის სიახლოვეს მდებარე ყველაზე დიდი დასახლებაა ქალაქი ულანგომი. ტბის თავთხელი და ძალიან მარილიანი წყალი ნარჩენია იმ მლაშე ზღვისა, რომელიც ათასობით წლის წინ ამ ტერიტორიებს ფარავდა.
უბსუ-ნური* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მონღოლეთი რუსეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 50°16′30″ ჩ. გ. 92°43′11″ ა. გ. / 50.27500° ჩ. გ. 92.71972° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 769 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 769 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტბის სიგრძე 84 კმ-ია, სიგანე 79 კმ, მაქსიმალური სიღრმე 20 მ. მთავარი ჩამდინარე მდინარეებია ხანგაის მთებიდან ჩამომდინარე ტურუნი და ტესი და ალთაის მთებიდან ჩამომდინარე ხალხირა და სანგილი. ზამთარში ტბა იყინება (ოქტომბრიდან მაისამდე). მის წყალში გავრცელებულია 29 სახეობის თევზი.
ტბა და მისი შემოგარენი დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. 2003 წელს იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNESCO evaluation of the property
- Data summary Uvs Nuur
- Protected areas of the world Uvs Nuur Basin, Russian Federation (Tuva) & Mongolia დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- Natural Heritage Protection Fund - The Uvs Nuur Basin დაარქივებული 2010-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Notes on the Cladoceran and Copepod Fauna of the Uvs Nuur Basin (Northwest Mongolia)
- Uvs Lake, Mongolia
- The Ubsunur Hollow State Biosphere Reserve დაარქივებული 2019-09-26 საიტზე Wayback Machine.
- Ubsu-Nur Accepted into World Network of Biosphere Reserves დაარქივებული 2007-09-20 საიტზე Wayback Machine.
- Singing Stones - The Republic of Tuva
- Ubsu Nur satellite photo დაარქივებული 2008-02-09 საიტზე Wayback Machine.
- The distribution of the vegetation in the Uvs-nuur basin and its surrounding mountain ranges დაარქივებული 2011-08-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Lake Uvs and its surrounding wetlands დაარქივებული 2008-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Limnological Catalog of Mongolian Lakes[მკვდარი ბმული]