სახალინური ზუთხი (ლათ. Acipenser mikadoi) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მეტრზე მეტია, მასა 60 კგ-ს აღემატება. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აზიის სანაპიროებზე — მდინარე ამურის შესართავიდან კორეის ნახევარკუნძულის ქალაქ ვონდანამდე და კუნძულ ჰოკაიდომდე. გამოირჩევა დაბალი ბუნებრივი რიცხოვნობით.[1] ნაკლებად შესწავილი სახეობაა. გამსვლელი თევზია. ქვირითობის ერთადერთი ცნობილი ადგილი არის მდინარე ტუმნინი. მორფოლოგიურად და ეკოლოგიურად ძალიან ახლოს დგას მწვანე ზუთხთან (A. medirostris). ადრე ისინი ერთ სახეობად განიხილებოდნენ.[2]

სახალინური ზუთხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  სახალინური ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser mikadoi (Hilgendorf, 1892)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 241

სქოლიო რედაქტირება

  1. Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
  2. Shedko, S. V. (მარტი, 2017). „The low level of differences between mitogenomes of the Sakhalin sturgeon Acipenser mikadoi Hilgendorf, 1892 and the green sturgeon A. medirostris Ayeres, 1854 (Acipenseridae) indicates their recent divergence“. Russian Journal of Marine Biology (ინგლისური). 43 (2): 176–179. doi:10.1134/S1063074017020080. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)