ციმბირული ზუთხი (ლათ. Acipenser baerii) — მტკნარი წყლის თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2 მეტრამდე, მასა 200 კგ-მდე. ბინადრობს ციმბირის ყველა დიდ მდინარეში ობიდან კოლიმამდე. ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილები მდინარეთა დელტებია (აქ სუქდებიან). სელენგაში, ქვირითობის მთავარ მდინარეში, შედის 1000 კმ სიგრძეზე. ყველაზე გრძელი მიგრაცია (3000 კმ-ზე მეტი) აღწერილია ობსა და ირტიშში, რაც დაკავშირებულია ზამთარში თევზების ყოველწლიურ გაწყდომასთან ამ მდინარეების შუა და ქვემო წელზე. ხელოვნური მოშენების ობიექტია.[1]

ციმბირული ზუთხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  ციმბირული ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser baerii (Brandt, 1869)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 244
გავრცელება
  1. Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.