თართი, კოლხური ზუთხი (ლათ. Acipenser colchicus)[1]ზუთხისებრთა დამოუკიდებელი ქვესახეობა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 175 სმ. მამრების საშუალო სიგრძე 125 სმ, მდედრების — 145 სმ, მასა 100 კგ-მდე.[2]

თართი
Acipenser colchicus.jpeg
თართი, იგივე კოლხური ზუთხი. შავ-თეთრი გამოსახულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ქვესამეფო:  ევმეტაზოები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
ზეკლასი:  ყბიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ქვეკლასი:  ხრტილოვანი განოიდები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ქვერიგი:  ზუთხისმაგვარნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
ქვესახეობა:  Acipenser colchicus
ლათინური სახელი
Acipenser colchicus

თართი მდინარის და ზღვის ბინა­დარია. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 25-26 ათ. ქვირითია. სხეული წაგრძელებულია. ზურგის შეფერილობა მუქი ლურჯიდან შავამდე. გამსვლელი თევზია. მდინარეებში შედის მაისსა და ივნისში. რუსულ ზუთხთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება. მამრი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-12, მდედრი 13-15 წლისა. იკვებება ძირითადად თევზებით და კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ხრიალებით, ოლიგოქეტებით.[3]

გავრცელებულია შავი ­ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: რიონში, ენგურში, სუფსაში, ოქუმში, ერისწყალში, ხობში და ჭოროხში, დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში.[4]

ადრე განიხილებოდა როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა, უფრო ადრე კი როგორც რუსული ზუთხის შიდასახეობრივი ფორმა. რუსული ზუთხისგან განსხვავდება დამახასიათებელი ნიშნებით — უფრო წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ მოღუნული დინგით. პირველად თართი როგორც ქვესახეობა 1940 წელს გამოყო ვ. მარტიმ. 1986 წელს ე. არტიუხინმა და ზ. ზარქუამ კოლხური ზუთხი გამოყვეს როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა — Acipenser persicus colchicus.[3][5]

თართი ძვირფასი სარეწაო თევზია, რელიქტია. რეწვამ საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი. მასზე რეწვა 1967 წლიდანაა აკრძალული, თუმცა მისი მარაგი არ არის აღდგენილი. მიზეზი — ბუნებრივი კვლავწარმოების დაბალი მაჩვენებელი და ბრაკონიერობა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მიჩნეულია კრიტიკული საფრთხეში მყოფ და მოწყვლად სახეობად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპედიციის პროცესში მოპოვებული იქნა თართი, რომლის დათვალიერების და შესწავლის შემდგომ მისი გარემოში დაბრუნება განხორციელდა.[6]

სქოლიორედაქტირება

  1. WoRMS name details
  2. ნინუა ნ., გუჩმანიძე ა., საქართველოს ზუთხისნაირნი, თბ., 2013
  3. 3.0 3.1 Соколов. В.Е. Редкие и исчезающие животные. Рыбы, М.: Высш. шк., 1994. — 334 с.
  4. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი გ., საქართველოს თევზები, თბ., 2013
  5. რიონის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ
  6. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კოლხური ზუთხი შესწავლის შემდგომ გარემოში დააბრუნეს
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თართი&oldid=3845463“-დან