დინგნიჩაბა
დინგნიჩაბა, ამერიკული დინგნიჩაბა (ლათ. Scaphirhynchus) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. დინგი გაბრტყელებულია, კუდის ღერო — გრძელი და ძვლოვანი ფირფიტებით დაფარული.[1] აერთიანებს სამ სახეობას.[2] გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მისისიპის აუზში). პირველი სახეობა — ჩვეულებრივი დიგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 90 სმ-მდე; ტოფობა აპრილ-მაისში მიმდინარეობს ქვიანი გრუნტის მქონე შენაკადებში. იკვებება უმთავრესად უხერხემლოთა მატლებით. რეწვის ობიექტია. მეორე სახეობა — თეთრი დინგნიჩაბა — სიგრძე 1 მ-მდე; მეტად იშვიათია, ამიტომ სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია.[1] მესამე სახეობა — ალაბამური დინგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 76 სმ-მდე, გვხვდება მხოლოდ მდინარე ალაბამის 210 კმ-იან მონაკვეთზე, ამიტომ გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლება.[3]
დინგნიჩაბა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრი დინგნიჩაბა (Scaphirhynchus albus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Scaphirhynchus (Heckel, 1835) | |||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დინგნიჩაბა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Лопатоносы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 15 — М., 1974.
- ↑ Scaphirhynchus (ინგლისური) FishBase-ზე.
- ↑ Alabama sturgeon page დაარქივებული 2013-02-16 საიტზე Wayback Machine. of the U.S. Fish and Wildlife Service's Endangered Species Program site