სვია (თევზი)
(გადამისამართდა გვერდიდან სვია (ცხოველი))
სვია (ლათ. Huso huso) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 9 მ, მასა 1,5 ტ აღწევს. აქვს უზარმაზარი, ნახევარმთვარისებური პირი და ერთმანეთთან შეზრდილი ლაყუჩის აპკები. სვია ბინადრობს კასპიის, შავ, აზოვისა და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. გამსვლელი თევზია, გასამრავლებლად მდინარეებში შედის. იკვებება თევზით. სვიის ქვირითისაგან მარცვლოვან ხიზილალას ამზადებენ. სვიის რაოდენობა თანდათან მცირდება, რის გამოც ტარდება ღონისძიებები მისი მარაგის აღსადგენად.
სვია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზრდასრული | |||||||||||||||
მოზარდი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Huso huso (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 10269 | |||||||||||||||
|
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 316.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021