ხუჭუჭა ვარხვი
ხუჭუჭა ვარხვი,[1][2] ქოჩორა ვარხვი[3][4] (ლათ. Pelecanus crispus) — დიდი ზომის ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160–180 სმ, ფრთების შლილი 310–345 სმ,[3] მასა 7,3–15 კგ.[5] აქვს გრძელი ნისკარტი, რომელსაც ქვემოდან მიმაგრებული აქვს დიდი ტომარა. შეფერილია თეთრად ან ღია ნაცრისფრად.[6] ფრთის ბოლოები შავია,[7] ქვედა მხარე ნაცრისფერი.[3] კისრის უკანა მხარეს ხუჭუჭა ბუმბულები აქვს.[7] ბარტყი მუქი მურაა.[6] წლევანდულას ზურგის მხარე მკრთალი მონაცრისფრო-ყავისფერია და აქვს პატარა ქოჩორი. ფეხები ნაცრისფერია.[3] ხმა — ყრუ ბღავილის მსგავსი. ფრენს ლივლივით, ფრთების იშვიათი მოსმით. ამ დროს კისერი მოღუნულია ლათინური S-ის ფორმაზე.[7] მრავლდება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ევროპული ინდივიდები იზამთრებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გამრავლებულები — ერაყსა და ინდოსტანზე, მონღოლურები — ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე.[8] საქართველოში მოზამთრე[3] და გადამფრენი ფრინველია.[1] მიმოფრენის დროს შეინიშნება ჭოროხის დელტაზე, სხვა დროს — ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტბებზე (კარწახი, კუმისი და სხვ.), კოლხეთის დაბლობზე (პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებზე), იზამთრებს ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე — მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 50-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად.[9] ცხოვრობს წყვილებად, ბუდობს კოლონიებში.[7] ბინადრობს სტეპისა და უდაბნოს ზონის ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე.[3] ბუდეს მცენარეებს შორის აშენებს წყალსატევებში არსებულ კუნძულებზე, რათა დაიცვას ის მტაცებლებისაგან, ზოგჯერ — ღია გრუნტშიც. მასალად იყენებს ლერწამს, ბალახს და ტოტებს.[8] გამრავლების სეზონი გეოგრაფიულად ცვალებადია, არეალის დასავლეთ ნაწილში მარტ-აპრილში იწყება. დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია 31 დღე გრძელდება. 60–90 დღეში დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. იკვებება უმთავრესად თევზით, ასევე ამფიბიებით, მცირე ზომის ქვეწარმავლებითა და წყლის კიბოსნაირებით.[5] შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[4]
ხუჭუჭა ვარხვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pelecanus crispus (Bruch, 1832) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22697599 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლება მთელი წლის განმავლობაში გამოზამთრება მიგრაციის მარშრუტები | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ფრენა
-
კვერცხი
-
ტყვეობაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 454.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 60–61, 114, 195.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 22, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2020.
- ↑ 5.0 5.1 DALMATIAN PELICAN. animalia.bio. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2020.
- ↑ 6.0 6.1 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 48–49. 432 с.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
- ↑ 8.0 8.1 BirdLife International (2017). „Pelecanus crispus“. IUCN Red List of Threatened Species. 2017. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ ვარხვზე მონადირე(ე)ბი. კვირის პალიტრა. kvirispalitra.ge (9 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.