ჭურია
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ჭურია — მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, წარმოიქმნება მდინარეების მუნჩიისა და დღვაბის შეერთებით, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 12 კმ, მდინარის აუზის ფართობი 296 კმ², ტიპური ჭაობის მდინარეა. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,9 მ³/წმ.
ჭურია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ხობის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე | 42°19′04″ ჩ. გ. 41°43′30″ ა. გ. / 42.317889° ჩ. გ. 41.725111° ა. გ. |
შესართავი |
შავი ზღვა 42°20′02″ ჩ. გ. 41°36′35″ ა. გ. / 42.334028° ჩ. გ. 41.609722° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 296 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 5,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 408.