სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიჩაბფეხიანები (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარხვისნაირნი, ნიჩაბფეხიანები (ლათ. Pelecaniformes) — ფრინველების რიგი. აერთიანებს წყალმცურავ ფრინველებს. მათი მოკლე ფეხების თითები საცურავი აპკითაა შეერთებული. ზოგს გრძელიდა მახვილი ფრთები აქვს, მათ ლივლივით ფრენაც შეუძლიათ. მოკლე და ბლაგვფრთებიანი სახეობები ფრთების მხოლოდ აქტიური ქნევით ფრინავენ. კარგად აქვთ განვითარებული კუდუსუნის ჯირკვალი, შესანიშნავად ცურავენ. უმრავლესობა კარგად ყვინთავს, ხმელეთზე კი ცუდად დადიან. ნიჩაბფეხიანები ფართოდაა გავრცელებული მთელ დედამიწაზე, გარდა პოლარული რაიონისა. მონოგამური ფრინველებია. ბუდობენ დიდ კოლონიებად წყლის სანაპირო ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. იკვებებიან უპირატესად თევზით. ტრადიციულად რიგში 5 ოჯახია: ჩვამასებრნი, ვარხვისებრნი, რეგვენასებრნი, ფრეგატისებრნი და ფაეტონისებრნი, ხოლო თანამედროვე კლასიფიკაციით (2015) — ყანჩისებრნი, ვეშაპთავა ყანჩისებრნი, ვარხვისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი და ივეოსისებრნი.[1][2]

ვარხვისნაირნი
Pelecanus conspicillatus
ავსტრალიური ვარხვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelecaniformes (Sharpe, 1891)

საქართველოში გვხვდება ჩვამასებრთა ოჯახის 2 სახეობა: დიდი და მცირე ჩვამა, მიმოფრენის დროს კი — ვარხვისებრთა ოჯახის 2 სახეობა: ხუჭუჭა და ვარდისფერი ვარხვი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. IOC World Bird List, Storks, ibis & herons.
  2. IOC World Bird List, Hamerkop, Shoebill, pelicans, boobies & cormorants.