ვარხვისებრნი (ლათ. Pelecanidae) — ფრინველთა ოჯახი ნიჩაბფეხიანების რიგისა. გავრცელებულია სპორადულად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. დიდი ზომის ფრინველებია. მათი სხეულის სიგრძე 130—180 სმ აღწევს. აქვთ გრძელი, ჩანთიანი ნისკარტი, ფართო ფრთები, მოკლე ბოლო. სხეულის საერთო შეფერილობა თეთრია. კარგად ცურავენ, მაგრამ იმის გამო, რომ პნევმატური ძვლები და განვითარებული კანქვეშა საჰაერო პარკები აქვთ, ვერ ყვინთავენ. ბუდობენ კოლონიებად ზღვების, ტბებისა და მდინარეების პირას. იკვებებიან თევზით. მონოგამები არიან. დებენ 1-4 თეთრ კვერცხს. ოჯახში 1 გვარის (ლათ. Pelecanus) 8 სახეობაა.[1] საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება ვარდისფერი ვარხვი (ლათ. Pelecanus onocrotalus) და ხუჭუჭა ვარხვი (ლათ. Pelecanus crispus).[2]

ვარხვისებრნი

ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelecanidae (Rafinesque, 1815)

ლიტერატურა

რედაქტირება