ტაის მიხილ ვერვესტი (დან. Tijs Michiel Verwest [ˈtɛis miˈxil vərˈʋɛst], ცნობილი სასცენო სახელით — ტიესტო (Tiësto); დ. 17 იანვარი, 1969, ქ. ბრედა, ნიდერლანდები)[2]ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია, თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი[3]. ტიესტო ტაისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო ნამუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან „Silence“ (სარა მაკლაკლენის შესრულებით).

ტიესტო
დან. Tiësto

ტიესტო 2017 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტაის მიხილ ვერვესტი
აგრეთვე ცნობილი როგორც DJ Tiësto, Allure, Da Joker, Drumfire, Handover Circuit, Paradise In Dubs, Passenger, Roze, Stray Dog, Tom Ace, Wild Bunch
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1969
დაბ. ადგილი ბრედა[1]
წარმოშობა ბრედა, ნიდერლანდები
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვავო, ტექნო, ტრანსი. პროგრესიული ტრანსი
საქმიანობა დიჯეი, პროდიუსერი
აქტიური 1994-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Noculan, Basic Beat, Lightning, XSV Music, Black Hole, Ultra, Musical Freedom
საიტი tiesto.com
ტიესტო ვიკისაწყობში

1985-2000: ადრეული წლები

რედაქტირება

ტაის ვერვესტი მუსიკით 12 წლის ასაკში დაინტერესდა[4]. ოცი წლისამ გადაწყვიტა მუსიკისთვის დიდი დრო დაეთმო და დაიწყო პროფესიონალური დიჯეობა სასკოლო წვეულებებით, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი გახდა ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 1985-1993 წლებში [5][6]. ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-ხაბერ კომპილაციებს ქმნიდა „და ჯოკერ“ და „დიჯეი ლიმიტედ“ ფსევდონიმებით[7]. თუმცა საკუთარი სტილი ტაისმა მცირე კლუბ „სპოკში“ იპოვა, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტროკომპილაციებს[8]. მისი კარიერის დასაწყისში იგი ხშირად უკრავდა „ნიუ ბიტს“, „ესიდ ჰაუსს“ და ბევრ მადონას სიმღერას, რადგან მისი მუსიკა აჩვენებდა, რომ მას მოსწონდა ცეკვის სტილი. ტაისი აღმოაჩინა „ბესიქ ბიტ რეკორდინგზის“ გენერალურმა მენეჯერმა და მისი დახმარებით პირველად გამოუშვა ხუთი მიქსების დისკ-კრებული, რომელიც „Forbidden Paradise“-ის სერიის სახელითაა ცნობილი.

შუა 1990-იანებში ტაისმა დაიწყო ტრანსის კომპოზიციების შექმნა და უკვე 1997 წლიდან გადაწყვიტა მეჯიკის სერიების გამოშვება. 1997 წელს არნი ბინკთან ერთად დააფუძნა სტუდია „ბლეკ ჰოულ რეკორდინგს“, სადაც შემდგომი პერიოდი მუშაობდა. მისი მეშვეობით ტაისი უშვებდა მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმებით. ამ პერიოდში, ტაისი, ტიესტოს ფსევდონიმით უშვებდა მეჯიკის სერიებს, რომელიც მოიცავდა შვიდ კრებულს, 1997 წლიდან 2001 წლამდე. შემდეგ, ტიესტო მუშაობდა სერიებზე In Search of Sunrise, რომელიც შეიცავდა ტიესტოს გამიქსულ სიმღერებს სხვადასხვა დიჯეის ალბომებიდან. 1999 წელს, ტიესტო გაერთიანდა ფერი კორსტენთან ტრანს დუეტში სახელად Gouryella[9]. 1999 წლის ნოემბრიდან, იგი ყოველთვიურად გამოდიოდა, როგორც რეზიდენტი ლიდსში, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში. 1999 წელს, მან ასევე დაუკრა 12 საათიანი სეტი, რომელიც გახდა ყველაზე გრძელი კონცერტი ამსტერდამში[10].

 
მეჯიქ მიუზიკის ლოგო

ტიესტომ გადაწყვიტა კონცენტრაცია მოეხდინა თავის პირად ნამუშევრებზე და დატოვა კორსტენი, იმისთვის რომ თავისით დაეწერა და გამოეცა Gouryella-ის შემდეგი სინგლები ჯონ ევბანკთან ერთად. Summerbreeze გახდა ტიესტოს სადებიუტო ალბომი, რომელიც გამოიცა ამერიკული ლეიბლით Nettwerk. ალბომში იყო შეტანილი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რემიქსი Silence. ეს რემიქსი ოთხი კვირა იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ათ ჩარტში და მესამე ადგილს მიაღწია ბილბორდის საცეკვავო ჩარტში. In Search of Sunrise 2 გამოიცა 2000 წელს, რომლის დროსაც ტიესტომ მოხსნა მსოფლიო რეკორდი, 31 ბიდონი რედ ბულის დალევით 24 საათში. შემდგომში მან აღიარა, რომ იგი აღარ ცდიდა ამ რეკორდის გამეორებას [11]. ტიესტომ გადაწყვიტა, რომ შეექმნა შემცვლელი ლეიბლი სახელად „მეჯიქ მიუზიკ“. ლეიბლმა დაიწყო ტიესტოს საკუთარი გამოცემების გამოცემა. მაგრამ მოგვიანებით მან გამოუშვა ფილტერჰედზის, ოლივერ ლიბის, მარკ ნორმანის, მოჯადოს, პინის და ჯეს ბრიდინის სიმღერებიც.

ტიესტოს გაბრწყინება დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მან გამოუშვა ალბომი In My Memory. ალბომი შეიცავდა 10 სინგლს და 5 მთავარ ჰიტს. სინგლი ამ ალბომიდან იყო Lethal Industry, რომელიც ჩაიწერა 1999 წელს, ხოლო ოფიციალურად გამოიშვა 2001 წელს და იყო გარემიქსებული რიჩარდ დურანდის მიერ. ალბომის მთავარი სინგლი აყო ასევე Flight 643, რომელსაც შემდეგ ადაპტირება გაუკეთა სუზან პალმერმა და გამოიცა როგორც 643 (Love's on Fire). სინგლი Obsession გამოუშვა ტიესტომ ჯანკი XL-თან მუშაობით. ასევე „Dallas 4PM“ და „Suburban Train“ „Urban Train“-თან ერთად, რომელიც შეიცავდა ვოკალს. ალბომის სახელის მქონე სიმღერამ In My Memory-მ, დაიმსახურა კარგი შეფასება მხოლოდ ამერიკაში. სიმღერამ Magik Journey-იმ გახსნა ტიესტოს კონცერტი Tiësto in Concert, 2003 წელს. 2002 წლის 27 თებერვალს ტიესტო დააჯილდოეს ვერცხლისფერი აფრის მუსიკალური ჯილდოთი. ამ წელსვე მან მიიღო იღბლიანი დარტყმის საცეკვავო ჯილდო, კატეგორიაში საუკეთესო ტრანს დიჯეი. აგვისტოში იგი გახდა მობის არეა ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე. 18 დღის მანძილზე იგი მოგზაურობდა მთელს ამერიკაში მობისთან, დევიდ ბოუისთან და ბასტა რაიმსისთან ერთად. ჯანკი XL-თან წარმატებული მუშაობის შემდეგ ტიესტომ დაიწყო ელვის პრესლის სიმღერების გარემიქსება და გამიქსა: A Little Less Conversation და Burning Love. ტიესტო ნომინირებული იყო ბრიტანეთის საცეკვავო დაჯილდოებაზე კატეგორიაში საუკეთესო პირველი რადიოს მიქსი, რომელიც იმართებოდა მიუზიკ მეგეზინის მიერ. 2003 წლის იანვარში, ტიესტომ მიიღო პოპის ჯილდო ნურდესლაგის ფესტივალის გამართვის დროს. მობისთან ტურის შემდეგ მან გაარემიქსა მისი ორი სიმღერა: We Are All Made of Stars და Extreme Ways. სიმღერამ We Are All Made of Stars მიაღწია #13 ცხელ საცუკვავო კლუბურ სიმღერებში.

2003 წლის მუსიკა Traffic გახდა პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია ნიდერლანდების მუსიკალურ ჰიტ პარადებში 23 წლის განმავლობაში. მისი ალბომები ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით, სტილითა და პოპულარობით. მისი მეჯიკ სერიის დისკები შეიცავს 7 ალბომს, დაწყებული „Magik One: First Flight“ (1997) და დამთავრებული „Magik Seven: Live in Los Angeles“ (2000), რომელიც ყველაზე გაყიდვადი ტრანს-მიქს დისკთა სერია იყო ამ ჟანრის ისტორიაში. მას ეკუთვნის ასევე ალბომთა სერია „In Search of Sunrise“, რომლის მეოთხე გამოცემა მხატვრული ღირებულებით ყველაზე გამორჩეულია - იბიცასა და ლათინური ამერიკის ჰანგების შერწყმით მიღებული სითბო და ერნერგია მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

 
Tiësto in Concert, 2003-2004 არნემი, გელრედომი

2000 წელს ტიესტო პირველად გამოვიდა დიდი აუდიტორიუბის წინაშე როგორც სოლო დიჯეი, სადაც ის 6-საათიანი განუწყველივი ტრანს მიქსი შექმნა „ტიესტო სოლო“. წარმატებული პირველი მცდელობის შემდეგ ტიესტო სოლო კონცერტით გამოვიდა სტადიონზე არნჰემის გელრდომში 2003 წლის 10 მაისს 25 000-იანი მაყურებლის წინაშე. საღამომ, რომლის ჩანაწერს შემდგომში „Tiësto in Concert“ ეწოდა, მან უზარმაზარი წარმატება მოუტანა. მან სოლო კონცერტი მომდევნო წლის ოქტომბერშიც ჩაატა, ხოლო ერთ კვირაში კი იგივე განმეორდა ბელგიაშიც, რომელმაც 20.000 ფანი მოიზიდა. ბილეთები ამ კონცერტებზე სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

2004 წელს ტიესტომ გამოუშვა თავისი მეორა ალბომი Just Be. ალბომი შეიცავდა მის პირველ სინგლს Traffic-ს. ალბომში შესული სიმღერა Just Be არის ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკული ტელესერიის, Nip/Tuck-ის ერთ-ერთი საუნდტრეკი. ტიესტოს მიერ გარემიქსებული კეინის სიმღერა „Rain Down on Me“ გამოყენებულია FIFA Football 2004-ში.

2005 წლის 20 აგვისტოს ტიესტო „Tiësto in Concert“ ტურით ამერიკაში გაემგზავრა და ლოს-ანჯელესის სპორტ არენაზე 10 000 ფანისთვის ჩაატარა ტრანს სესია. ტურის დიდი ნაწილი გადადებულ იქნა ქარიშხლის გამო, თუმცა აქ ჩატარებულმა რამდენიმე კონცერტმა მას საკმაოდ დიდი მეინსტრიმული პოპულარობა მოუტანა.

2005 წლის შემოდგომაზე ტიესტო დიდი ტურით გაემგზავრა ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მან ერთი-ერთი კონცერტი ჩაატარა ყველა ქვეყანაში უზარმაზარი აუდიტორიებისთვის. ის გაჩერდა სლოვაკეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბეთში.

ოლიმპიადას გახსნის ცერემონია

რედაქტირება
 
ოლიმპიური ცეცხლი 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

„ათენის ორგანიზირების კომიტეტმა ოლიმპიური თამაშებისთვის“ (ATHOC) შესთავაზა ტიესტოს რომ გამოსულიყო 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე და გამხდარიყო პირველი დიჯეი, რომელსაც ამგვარ ამპლუაში მოუხდა შესრულება. ამ ცერემონიასს 4 მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოში.

ტიესტო ჩაფრინდა ათენში იანვარში, იმისთვის რომ შეხვედრილიყო ATHOC-ის წარმომადგენლებს. მიზეზი, თუ რატომ შეარჩიეს ტიესტო გახსნის ცერემონიისთვის ის იყო, რომ Tiësto in Concert-მა მიიქცია მათი ყურადღება და დაიმსახურა დიდი მოწონება. პირველი რეპეტიცია ტიესტომ ჩაატარა ცარიელ სტადიონზე, ხოლო მეორე რეპეტიციას, რომელიც ჩატარდა პირველი რეპეტიციის მეორე დღეს, ესწრებოდა 35 000 მოხალისე. სიმღერებმა Traffic და Adagio for Strings დაიმსახურა დიდი მოწონება. ბოლო რეპეტიციას დაესწრო 60 000 მოხალისე. რეპეტიციაზე იყო ტექნიკური პრობლემები, გასამიქსი მოწყობილობა გაფუჭდა, მონიტორები აირია და მუსიკის ხარისხი დაიკარგა.

წარმოდგენა შეიცავდა ახალ სიმღერებს, რომლებიც სპეციალურად გამოშვებული იყო გახსნის ცერემონიისთვის. ცერემონიაზე დაკრული სეტი შემდგომ გამოიცა კომპილაციური ალბომის სახით, სახელად Parade of the Athletes.

2005–2006: პოპულარობა მსოფლიოს გარშემო

რედაქტირება

2004 წელს ტიესტომ დაიწყო ტური ლათინო ამერიკაში, In Search of Sunrise 3: Panama-ს გამოშვებით. ტური გაგრძელდა 2005 წელს და ტიესტომ გამართა წარმოდგენები ბრაზილიაში, არგენტინაში, პანამაში, კოსტა რიკასა და კოლუმბიაში. 2005 წელს გამოუშვა ტიესტომ In Search of Sunrise 4: Latin America. იგი იყო პირველი ალბომი In Search of Sunrise-ის სერიებში, რომელიც შეიცავდა ორ დისკს.

6 იანვარს, ტიესტო გამოვიდა ამსტერდამში. წარმოდგენა იყო უფასო და ბევრმა ცნობილმა ჰოლანდიელმა მუსიკოსმა გაიღო ფინანსური დახმარება ცუნამით დაზარალებული ხალხისთვის. ყველანაირი შემოსავალი ამ წარმოდგენიდან გაიგზავნა შემოწირულობის ფონდში. 2005 წლის 16 აპრილს, ტიესტო გამოვიდა ბობ სინკლერთან ერთად დისნეილენდში, კონცერტზე Space Mountain: Mission 2 Concert.

 
ტიესტო 2005 წელს

2005 წლის 20 აგვისტოს, ტიესტომ დაუკრა ლოს-ანჯელესის სპორტის არენაზე. შემდეგ წელს იგი გამოვიდა ნიუ-იორკის ახალი წლის კონცერტზე ლას-ვეგასში. 2005 წელს, ტიესტო წავიდა წარმატებულ ტურნეზე ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში სადაც იგი უკრავდა თითო ქვეყანაში 10,000-დან 15,000 მაყურებლის წინაშე. იგი გაჩერდა ქვეყნებში: უკრაინა, სლოვაკეთი, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია და პოლონეთი. ტიესტო ასევე წარსგა UNITY ფესტივალზე სამხრეთ აფრიკაში, სადაც მან დაუკრა გალაგერ ესთეიტის არენაზე, მიდრანდში. მის გამოსვლას ესწრებოდა 18 000 მაყურებელი. Sensation White-ზე გამოსვლამ, რომელსაც ესწრებოდა 45,000 მაყურებელი დაასრულა ტური ამერიკაში, რომელიც იყო „Tiësto in Concert“-ის ნაწილი. 2005 წელს, ტიესტომ მიიღო პატარა როლი ჯილდოს მფლობელ ფილმში It's All Gone Pete Tong. ტიესტომ მიუძღვნა თავისი სიმღერა Goldrush PlayStation Portable-ს თამაშს Wipeout Pure.

In Search of Sunrise 5: Los Angeles გამოუშვა 2006 წელს და გაიყიდა 50 000 ასლი. მან დაიკავა #34 კანადის ჩარტში, ხოლო #59 ავსტრიის ჩარტში. იმისთვის რომ პოპულარული გამხდარიყო მისი ახალი ალბომი, იგი წავიდა 3 კვირიან აზიურ ტურნეზე. იგი გაჩერდა შემდეგ ქვეყნებში: მალაიზია, იაპონია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტაილანდი, ტაივანი და ინდონეზია. 2006 წლის 19 მარტს, ფორმულა ერთის გრენდ პრიქსი გაიმართა კუალა-ლუმპურიში, მალაიზია და ტიესტომ დაუკრა ოფიციალურ რენაულტ ფორმულა 1 ის გუნდთან ერთად. 10 ივნისს, ტიესტომ გახსნა ვოლვო ოკეან რბოლა როტერდამში, რომელიც გრძელდებოდა 75 წუთი.

ვოლტ დისნეი ფიქჩერზმა გამოუშვა კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის სკივრი და ფილმის საუნდტრეკი შეიცავდა სიმღერად He's a Pirate, რომელიც იყო გარემიქსებული ტიესტოს მიერ. სიმღერა შემდეგ გახდა პირველი სინგლი ტიესტოს 2007 წლის ალბომიდან Elements of Life. სიმღერამ მიიღო #7 პოზიცია ცხელ საცეკვავო კლუბურ სიმღერებში და #5 ნიდერლანდების საუკეთესო ორმოცეულში.

2007–დღემდე: Elements of Life-ის ერა

რედაქტირება
 
ტიესტოს გამოსვლა კოპენჰაგენში, დანია

2007 წლის 6 აპრილს, ტიესტომ დაიწყო საკუთარი ყოველკვირეული ორსაათიანი რადიო გადაცემის, Tiësto's Club Life-ის გამოცემა. 16 აპრილს, მან გამოუშვა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი Elements of Life. ალბომი არის როკის და ტრანსის შერწყმა, რომელმაც გვაჩვენა ტიესტოს ნამდვილი სტილი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იხვეწებოდა. პროდიუსერმა ბრაიან ტრანსეაუმ ტიესტოსთან თანამშრომლობით გამოუშვა სამი სიმღერა. მან შეთხზა „Bright Morning Star“ და „Sweet Things“, ხოლო სინგლში „Break My Fall“, იგი ასრულებდა ვოკალს. ერთად, მათ გამოუშვეს კიდევ ბევრი სიმღერა, რომლებიც ალბომში არ შესულა. ალბომის პოპულარობის გასაზრდელად, ტიესტო წავიდა Elements of Life - მსოფლიო ტურნეზე. ალბომი ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოებაზე, კატეგორიაში საუკეთესო ელექტრონული/საცეკვავო ალბომი. ალბომმა ასევე მიიღო ოქროს სერთიფიკაცია ბელგიაში, ნიდერლანდებში, უნგრეთსა და რუმინეთში. 7 იანვარს, ტიესტომ დაუკრა 200,000 მაყურებლის წინაშე იპანემას პლაჟზე რიო-დე-ჟანეიროში. 16 თებერვალს, ტიესტომ გამართა წარმოდგენა ინდოეთში, მხოლოდ 5000 მაყურებლის წინაშე. ეს იყო პირველი წარმოდგენა აზიაში. 10 ნოემბერს, ტიესტომ გამართა შოუ კოპენჰაგენში, დანია, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება დაიმსახურა. 2008 წლის ვალენტინობის დღეს, ტიესტო გამოვიდა დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები. 10 იანვარს, ნიდერლანდურმა ჟურნალმა დე ტელეგრაფმა განცხადება გააკეთა, რომ ტიესტო და მისი ცხრამეტი წლის მეგობარი, სტასი ბლოკზიალი დაქორწინებას აპირებენ 2008 წლის 10 ოქტომბერს. მათ გადაწყვიტეს ეს მავრიკში ყოფნის დროს. Elements of Life: მსოფლიო ტური (DVD) გამოიცა 2008 წლის 7 მარტს.

 
ტიესტო 2007 წელს

ტიესტომ განაცხადა, რომ იგი იქნებოდა რეზიდენტი პრივილეჯში, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ მიჩნეულია ყველაზე დიდ ღამის კლუბად. იგი დაუკრავს იბიცაში ყოველ ორშაბათს, 7 ივლისიდან 22 სექტემბრამდე. სეტები არის შედგენილი მისი In Search of Sunrise-ის სერიების სტილით. 2007 წელს, მან გამოუშვა In Search of Sunrise 6: Ibiza, რომელიც შთაგონებულია კუნძულის მიერ. ტიესტოსთან ერთად გამოვლენ სტუმარი დიჯეები: კრის ლეიკი, ენდი დუგუიდი, მატ-ზო, Cosmic Gate, ალექს კანარი და სანდერ ვან დურნი. ექსკლუზიურად წარდგებია ფონზერელი და ჯეზპერ სოდერლანდი.

28 აპრილს, ტიესტომ გამოუშვა Elements of Life: Remixed, რეკომპილაცია ალბომისა Elements of Life, ყველა სიმღერასთან ერთად, გარდა „He's A Pirate“, რომელიც შეიცვალა „No More Heroes“-ით. სიმღერა არის „Heroes“-ის რემეიკი მისი წინა ალბომიდან Parade of the Athletes. 2008 წელს, ტიესტომ დაიწყო In Search of Sunrise: ჩრდილოეთ ამერიკის ზამთრის ტური 2008. ტური დაიწყო 23 მაისს და გაგრძელდება 30 ივნისამდე. არმანი აპირებს ექსკლუზიური ტიესტოს ბრენდის მაისურის გამოშვებას, რომელიც ინტენსიურად გაიყიდება. ტური არის დაფუძნებული მის ალბომზე In Search of Sunrise 6: Ibiza და მომავალ ალბომზე In Search of Sunrise 7: Asia.

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

ტიესტო პირველი დიჯეი იყო, რომელმაც „დიჯეი მეგეზინის“ #1 დიჯეის ტიტული დაიმსახურა ერთმანეთის მიყოლებით სამი წლის განმავლობაში (2002-2004). ტიესტოს ნიდერლანდების სამეფო კარის მიერ ორანჯ-ნასაუს ორდენის ოფიცრის წოდება აქვს მიღებული და ასევე ნიდერლანდელთა მიერ არჩეულია ისტორიაში 40 უდიდეს ჰოლანდიელ მოქალაქეთა შორის. ნიდერლანდებში განსაკუთრებით და მის ფარგლებს გარეთაც ტიესტოს მუსიკალური ტალანდი თითქმის მითურ სტატუსამდეა აყვანილი.

დისკოგრაფია

რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #13530881X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. ტიესტო - Emusic.com. წაკითხვის თარიღი 2008-02-09
  3. დიჯეი ტიესტო: ტექნოს გენიოსები ბევრი ფსევდონიმებით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-15. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  4. ყველაფერი ტიესტოს შესახებ.
  5. ტიესტო <TiEsT0>. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-15. ციტირების თარიღი: 2008-02-09.
  6. ტიესტოს ინტერვიუ. ციტირების თარიღი: 2008-04-19.
  7. Tiësto - მუსიკა Last.fm-ზე. ციტირების თარიღი: 2008-02-09.
  8. დიჯეების პროფაილები. ციტირების თარიღი: 2008-02-09.
  9. Gouryella. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-20. ციტირების თარიღი: 2008-04-17.
  10. ტიესტოს ინტერვიუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2008-06-02.
  11. რედ ბულის მსოფლიო რეკორდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-30. ციტირების თარიღი: 2008-04-19.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.