დისკ-ჟოკეი (ინგლ. disc jockey, აგრეთვე დიჯეი, DJ) — ადამიანი, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის.

დიჯეი ჩანაწერის „ფხაჭვნის“ პროცესში

ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიო წამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამოფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს ასევე დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეი გამოიყენება.

მოკლე ისტორია

რედაქტირება

1906 წელი დიჯეის დაბადების წლად მიიჩნევა. შობის ღამეს რეჯინალდ ა ფესენდენმა პირველად გადასცა არაკოდირებული რადიოსიგნალი, ეს იყო ადამიანის ხმა და მუსიკა. სიტყვა დისკ-ჟოზეიმ პირველად 1934 წელს ამერიკელი კომენტატორის უოლთერ უინჩელის მიერ გაიჟღერა. მან ეს ტერმინი რადიოწამყვან მარტინ ბლოქის მიმართ გამოიყენა, ანუ დიჯეისადმი, რომელიც მომავალში ვარსკვლავი გახდა. მოკლე ხანში ეს ტერმინი შეამოკლეს და დღეისათვის ცნობილი აბრევიატურა DJ მივიღეთ, ამას კი ახალი სიტყვა დიჯეობა მოჰყვა, რაც დიჯეის (დიჯეად) მუშაობას ნიშნავს.

40-იან წლებში რადიო სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლუბებზე, ვინილის დისკები თანდათანობით მუსიკოსებს გამოდევნის საცეკვაო მოედნებიდან და სამუდამო ადგილს იკავებს. იმ ხანად აშშ-ის ბარებში მუსიკალური ავტომატები უკვე გამოიყენებოდა, რომლებიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ, მოცეკვავე წყვილებს სხვა რამ სურდათ, არა მხოლოდ ფიქსირებული მუსიკის, არამედ, გამოქსვის მოსმენა, ამიტომ, კლუბებსა და ბარებში დიჯეებისთვის ადგილიც გამოჩნდა, რომელიც მუსიკალური მართვის პულტთან ჯდებოდა და გარდა თხოვნების შესრულებისა, საკუთარი ინტერპრეტაციითაც სთავაზობდა საზოგადოებას მუსიკალურ მიქსს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Assef, Claudia (2000). Todo DJ Já Sambou: A História do Disc-Jóquei no Brasil. São Paulo: Conrad Editora do Brasil. ISBN 85-87193-94-5.
  • Brewster, Bill, and Frank Broughton (2000). Last Night a DJ Saved My Life: The History of the Disc Jockey. New York: Grove Press. ISBN 0-8021-3688-5 (North American edition). London: Headline. ISBN 0-7472-6230-6 (UK edition).
  • Broughton, Frank, and Bill Brewster. How to DJ Right: The Art and Science of Playing Records. New York: Grove Press, 2003.
  • Graudins, Charles A. How to Be a DJ. Boston: Course Technology PTR, 2004.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.