საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები

საქართველოს ეკლესიის მამამთავართა სია რედაქტირება

მთავარეპისკოპოსნი რედაქტირება

  1. იოანე I (335–363)
  2. იაკობი (363–375)
  3. იობი (375–390), სომეხთა ნერსე კათოლიკოზის ყოფილი დიაკონი
  4. ელია (390–400)
  5. სვიმეონ I (400–410)
  6. მოსე (410–425)
  7. იონა (425–429)
  8. იერემია (429–433)
  9. გრიგოლ I (434)
  10. ბასილი I (434–436)
  11. მობიდანი (მთავარი მოგვი ანუ „მობედან-მობედი“ – გლონოქორ)[ა] (436–448), ნათესავით სპარსი.
  12. იოველ I (448–452)
  13. მიქელ I (452–467), ვახტანგ გორგასალს კბილები რომ ჩაამტვრევია

კათოლიკოს-მთავარეპისკოპოსნი რედაქტირება

  1. პეტრე I (467–474)
  • 470–480 წწ. სვეტიცხოვლის „მეორე აღმშენებლობა“.
  1. სამოელ I (474–502)
  2. გაბრიელ I (502–510)
  3. თავფეჩაღ I (510–516)
  4. ჩირმაგი (ჩიღირმანე) (516–523)
  5. საბა I (პირველი ქართველი კათოლიკოსი) (523–552), არჩეული მცხეთაში პირველად ქართველთაგანი.
    1. ევლავი (533–544)
    2. სამოელ II (544–553)
  6. მაკარი (553–569)
  7. სვიმონ II (569–575)
  8. სამოელ III (575–582)
  9. სამოელ IV (582–591)
  10. ბართლომე (591–595)
  11. კირიონ I (595–610). ამის დროს მოხდა სომეხ-ქართველთა რელიგიური განხეთქილება.
  12. იონა II (610–619)
  13. ბაბილა (619–629). ამან თბილისში ააგო ანჩისხატის ტაძარი.
  14. თაბორი (629–634)
  15. სამოელ V (634–640)
  16. ევნონი (640–649)
  17. თავფეჩაღ II (649–664)
  18. ევლალე (664–668)
  19. იოველ II (668–670)
  20. სამოელ VI (670–677)
  21. გიორგი I (677–678)
  22. კირიონ II (678–683)
  23. იზიდ-ბოზიდი (683–685)
  24. თეოდორე I (თეოდოსი) (685–689)
  25. პეტრე (სვიმონ) II (689–720) (ცოლოსანი 647–720 წწ.)[ბ]
  26. თალალე (720–731)
  27. მამაჲ (731–744)
  28. იოანე III (744–760), ანტიოქიაში უკანასკნელად ნაკურთხი.
  29. გრიგოლ II (760–767)
  30. სარმეანე (767–774)
  31. მიქელ II (774–780)
  32. სამოელ VII (780–790); წმ. აბოს ცხოვრების აღწერის ინიციატორი.
  33. კირილე (791–802)
  34. გრიგოლ III (802–814)
  35. სამოელ VIII (814–826)
  36. გიორგი II (826–838)
  37. გაბრიელ II (838–860). ამის დროს, 843–859 წწ. ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსის მეცადინეობით მირონის კურთხევა ქართლს განაწესა.
  38. არსენ I (860–887)
  39. ევსუქი (887–908)
  40. კლიმენტოს (908–914)
  41. ბასილი II (914–930)
  42. მიქელ III (930–944)
  43. დავით I (944–955)
  44. არსენ II (955–980). ქართველი წმინდანების ცხოვრების აღმწერი.
  45. ოქროპირ (იოანე) I (980–1001)
  46. სვიმონ III (1001–1012)
  • 1010–1029 წწ. – სვეტიცხოვლის „მესამე აღმშენებლობა“. ხუროთმოძღვარი არსუკისძე.

კათოლიკოს-პატრიარქები რედაქტირება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და მისი წინამორბედები საქართველოს სამეფოში 1010 წლიდან ატარებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს, გარდა 1811-დან 1917 წლამდე პერიოდისა, როდესაც ეკლესია დაქვემდებარებულ იქნა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის ფარგლებში.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისადმი მიმართვის მიმდინარე სტილი შემდეგნაირია:

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
  1. მელქისედეკ I (1012–1030, 1039–1045), სვეტიცხოვლის გამამშვენიერებელ-აღმდგენელი.
  2. ოქროპირ (იოანე) II (1031–1039, 1045–1049)
  3. ექვთიმე I (1049–1055)
  4. გიორგი III ტაოელი (1055–1065)
  5. გაბრიელ III საფარელი (1065–1080)
  6. დიმიტრი (1080–1090)
  7. ბასილი III კარიჭისძე (1090–1100)
  8. იოანე IV საფარელი (1100–1142), რუისურბნისის საეკლესიო კრების თავმჯდომარე.
  9. სვიმეონ IV გულაბერიძე (1142–1146)
  10. საბა II (1146–1150)
  11. ნიკოლოზ I გულაბერიძე (1150–1178). ძმისწული სვიმეონისა. 1150–1178, სვეტიცხოველის სვინაქსარის აღმწერელი.
  12. მიქელ IV მირიანეს ძე (1178–1186), თამარის მეფედ მაკურთხეველი.
  13. თეოდორე II მირიანეს ძე (1186–1206)
  14. ბასილი IV (1206–1208)
  15. იოანე VII (1208–1210), „ანგელოზთა სწორი“.
  16. ეპიფანე (1210–1220)[გ]
  17. ექვთიმე II (1220–1222)
  18. არსენი III (1222–1225)
  19. გიორგი IV (1225–1230)
  20. არსენი IV ბულმაისისძე (1230–1240)
  21. ნიკოლოზ II (1240–1280), მეფე დიმიტრი თავდადებულის თანამედროვე.
  22. აბრამ I (1280–1310)
  23. ექვთიმე III (1310–1325)
  24. მიქელ V (1325–1330)
  25. ბასილი V (1330–1350), მეფე გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე.
  26. დოროთეოზ I (1350–1356)
  27. შიო I (1356–1364)
  28. ნიკოლოზ III (1364–1380)
  29. გიორგი V (1380–1397)
  30. ელიოზ გობირახისძე (1399–1411), თემურლენგის შემოსევათა მოწამე.
  31. მიქელ VI (1411–1426)
  32. დავით II (1426–1430)
  33. თეოდორე III (1430–1435)
  • 1431 წ. – სვეტიცხოვლის „ახლადშენების“ დასასრულის კურთხევა.
  1. დავით III გობელაძე (1435–1439, 1443–1459)
  2. შიო II (1440–1443)
  3. მარკოზ (1460–1466)
  4. დავით IV (1466–1479)
  5. ევაგრე (1480–1492, 1500–1503)
  6. აბრამ II აბალაკი (1492–1497)
  7. ეფრემ I (1497–1500)
  8. დოროთეოს II (1503–1510, 1511–1516)
  9. დიონისე (1510–1511)
  10. ბასილი VI (1517–1528)
  11. მალაქია (1528–1538)
  12. მელქისედეკ II ბაგრატიონი (1538–1541)
  13. გერმანე (1541–1547)
  14. სვიმონ V (1547–1550)
  15. ზებედე I (1550–1557)
  16. ნიკოლოზ IV ბარათაშვილი (1562–1584)
  17. ნიკოლოზ V (1584–1591)
  18. დოროთეოს III (1592–1599)
  19. დომენტი I (1599–1603)
  20. ზებედე II (1603–1610)
  21. იოანე VI ავალიშვილი (1610–1613)
  22. ქრისტეფორე I (1616–1622)[დ]
  23. ზაქარია ჯორჯაძე (1623–1630)
  24. ევდემოზ I დიასამიძე (1630–1637); როსტომ მეფემ მუსლიმანობის წინააღმდეგობისათვის კლდეზე გადააგდებინა.
  25. ქრისტეფორე II ურდუბეგის ძე ამილახორი (1638–1660)
  26. დომენტი II ქაიხოსროს ძე, მუხრანბატონი (1660–1676). ამან განაახლა და სამრეკლო აუშენა ანჩისხატის ეკლესიას და სოფელ ჭალიდან გადმოასვენა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – პირი ღვთისა.
  27. ნიკოლოზ VI იოთამის ძე ამილახორის შვილი (1678–1688, 1691–1696) (მოადგილე კათოლიკოსისა). წინარეხის მაღალაანთ ეკლესიის განმაახლებელი.
  28. იოანე VII დიასამიძე (1688–1691, 1696–1700)
  29. ევდემოზ II დიასამიძე (1701–1705)
  30. დომენტი III, ლეონ ბატონიშვილის ძე (1705–1725, 1739–1741). ამან, 1725 წ. 21 თებ.–1739 წ. 27 დეკ-მდე, 14 წელიწადი ოსმალეთის ტყვეობაში გაატარა. ქართველ წმიდანთა ცხოვრება შეადგინა.
  31. ბესარიონ ორბელიანი (ორბელიშვილი) (1725–1737); „გრდემლის“ ავტორი.
  32. კირილე (1737–1739)
  33. ნიკოლოზ VII ხერხეულიძე (1741–1744). მოკლა ტარიელ თაზიშვილმა.
  34. ანტონ I დიდი, იესე მეფის ძე (1744–1755, 1764–1788). ფილოსოფოს-მენციერი.
  35. იოსებ ჯანდიერი (1755–1764)
  36. ანტონ II, ერეკლე მეფის ძე (1788–1811), გარდაიცვალა 1827 წ. 21 დეკემბერს, ნიჟნი ნოვგოროდში
  • 1811 წ. – რუსული საიმპერიო ხელისუფლება აუქმებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ავტოკეფალიას და უმორჩილებს მას რუსეთის უმაღლეს სინოდს. კათოლიკოსი ანტონ II ნიჟნი ნოვგოროდს გადაასახლეს. ამიერიდან ქართულ ეკლესიას განაგებენ რუსი ეკზარხოსები.[4]

საქართველოს[5] და კავკასიის ეგზარქოსები რედაქტირება

1   მიტროპოლიტი ვარლამი (ერისთავი) 8 ივლისი, 1811–14 მაისი, 1817
2   მიტროპოლიტი თეოფილაქტე (რუსანოვი) 14 მაისი, 1817–19 ივლისი, 1821
3   მიტროპოლიტი იონა (ვასილევსკი) 1 ოქტომბერი, 1821–5 მარტი‎, 1832
4   არქიეპისკოპოსი[ე] მოსე (ბოგდანოვ-პლატონოვ-ანტიპოვი) 12 მარტი, 1832–13 ივლისი, 1834
5   არქიეპისკოპოსი ევგენი (ბაჟანოვი) 1 სექტემბერი, 1834–12 ნოემბერი, 1844
6   არქიეპისკოპოსი ისიდორე (ნიკოლსკი) 12 ნოემბერი, 1844–1 მარტი, 1858
7   არქიეპისკოპოსი ევსევი (ილინსკი) 1 მარტი‎, 1858–8 დეკემბერი‎, 1877
8   არქიეპისკოპოსი იოანიკე (რუდნევი) 8 დეკემბერი‎, 1877–27 ივნისი‎, 1882
9   არქიეპისკოპოსი პავლე (ლებედევი) 16 ივლისი, 1882–29 სექტემბერი, 1887
10   მიტროპოლიტი პალადი (რაევი) 29 სექტემბერი, 1887–18 ოქტომბერი‎, 1892
11   არქიეპისკოპოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი) 18 ოქტომბერი‎, 1892–21 თებერვალი‎, 1898
12   არქიეპისკოპოსი ფლაბიანე (გოროდეცკი) 21 თებერვალი, 1898–10 ნოემბერი‎, 1901
13   არქიეპისკოპოსი ალექსი I (ოპოცკი) 10 ნოემბერი‎, 1901–1 ივლისი‎, 1905
14   არქიეპისკოპოსი ნიკოლოზი (ნალიმოვი) 1 ივლისი‎, 1905–9 ივნისი‎, 1906
15   არქიეპისკოპოსი ნიკონი (სოფიისკი) 9 ივნისი, 1906–28 მაისი‎, 1908
16   არქიეპისკოპოსი ინოკენტი (ბელიაევი) 7 დეკემბერი‎, 1909–9 სექტემბერი, 1913
17   არქიეპისკოპოსი ალექსი II (მოლჩანოვი) 4 ოქტომბერი‎, 1913–20 მაისი‎, 1914
18   არქიეპისკოპოსი პიტირიმე (ოკნოვი) 26 ივნისი, 1914–23 ნოემბერი, 1915
19   არქიეპისკოპოსი პლატონი (როჟდესტვენსკი) 5 დეკემბერი‎, 1915–13 აგვისტო‎, 1917
კავკასიის ეგზარქოსები (1917–1920)
1   არქიეპისკოპოსი პლატონი (როჟდესტვენსკი) 13 აგვისტო‎, 1917–22 თებერვალი‎, 1918
2   მიტროპოლიტი კირილე (სმირნოვი) 1 აპრილი‎, 1918–8 აპრილი‎, 1920

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (1917 წლიდან) რედაქტირება

132   კირიონ III (საძაგლიშვილი) 1 ოქტომბერი, 1917–26 ივნისი‎, 1918
133   ლეონიდე (ოქროპირიძე) 28 ნოემბერი‎, 1918–11 ივნისი‎, 1921
134   ამბროსი (ხელაია) 14 ოქტომბერი, 1921–29 მარტი‎, 1927
135   ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) 21 ივნისი‎, 1927–10 იანვარი‎, 1932
136   კალისტრატე (ცინცაძე) 21 ივნისი‎, 1932–3 თებერვალი, 1952
137   მელქისედეკ III (ფხალაძე) 5 აპრილი, 1952–10 იანვარი, 1960
138   ეფრემ II (სიდამონიძე) 21 თებერვალი‎, 1960–7 აპრილი, 1972
139   დავით V (დევდარიანი) 1 ივლისი, 1972–9 ნოემბერი, 1977
140   ილია II (ღუდუშაური-შიოლაშვილი) 25 დეკემბერი, 1977–მოქმედი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ქართლის (მცხეთის) ეპისკოპოსები და კათოლიკოსები[7]
ეპისკოპოსები:
• იოანე (დაახლ. მეოთხე ს.-ის 20-60-იანი წწ.)
• იაკობი (დაახლ. მეოთხე ს.-ის 60-70-იან წწ.)
• იობი (დაახლ. მეოთხე ს.-ის 70-90-იან წწ.)
• ელია (დაახლ. მეოთხე ს.-ის 90-იანი წლებიდან მეხუთე ს.-ის დასაწყისამდე)
• სიმონ I (დაახლ. მეხუთე ს.-ის დასაწყისი-20-იან წლები)
• მოსე (დაახლ. მეხუთე ს.-ის 20-იან წლებში)
• იონა (დაახლ. მეხუთე ს.-ის 20-იან წლებში)
• იერემია (დაახლ. მეხუთე ს.-ის 20-იანი წლების ბოლოს)
• გრიგოლ I (დაახლ. მეხუთე ს.-ის 20-30-იან წლებში)
• ბასილ I (დაახლ. მეხუთე ს.-ის 30-იან წლებში)
• მობიდანი (დაახლ. მეხუთე ს.-ის 30-იანი წლების ბოლოს)
• იოველ I (დაახლ. მეხუთე ს.-ის 40-იან წლებში)
გლონოქორ (დაახლ. მეხუთე ს.-ის 40-იანი წლების დასაწყისში)
• მიქაელ I (მეხუთე საუკუნის 50-იანი წლებიდან 60-იანი წლების ბოლომდე)
კათოლიკოსები:
• პეტრე I (დაახლ. მეხუთე საუკუნის 60-იანი წლებიდან)
• სამოელ I (მეექვსე საუკუნის დასაწყისში)
• გაბრიელ I (დაახლ. 505-507 წწ.)
• თავფაჩაგ (თავფეჩაღ) I (დაახლ. მეექვსე ს.-ის 10-იან წლებში)
• ჩიმაგა (ჩერმაგ) I (დაახლ. მეექვსე ს.-ის 10-იანი წლების მეორე ნახევრიდან 20-იან წლებამდე)
• საბა (დასაბია) I (დაახლ. მეექვსე ს.-ის 20-30-იან წლებში)
• ევლალე (ევლათი, ევლავიოს) I (მეექვსე ს.-ის 30-იან წლებში)
• მაკარი (დაახლ. მეექვსე ს.-ის 30-იანი წლების ბოლოს)
• სამოელ II (დაახლ. მეექვსე ს.-ის 40-60-იან წლებში)
• სიმონ II (სვიმონ-პეტრე) (დაახლ. მეექვსე ს.-ის 60-70-იან წლებში)
• სამოელ III (დაახლ. 575-582 წწ.)
• სამოელ IV (დაახლ. მეექვსე ს.-ის 80-90-იან წლებში)
• ბართლომე (მეექვსე ს.-ის 90-იან წლების ბოლოს)
• კირიონ (კირონ) I (დაახლ. 599-614/16 წწ.)
• იოანე II (დაახლ. მეშვიდე ს.-ის 20-იანი წლების ბოლოს)
• ბაბილა (დაახლ. მეშვიდე ს.-ის 30-იანი წლების დასაწყისში)
• თაბორი (დაახლ. მეშვიდე ს.-ის 30-იან წლებში)
• სამოელ V (დაახლ. მეშვიდე ს.-ის 30-იანი წლების ბოლოს – 40-იანი წლების დასაწყისში)
• ევნონ (დაახლ. მეშვიდე ს.-ის 40-იანი წლებში)
• თავფაჩაგ II (დაახლ. მეშვიდე ს.-ის 50–60-იან წლებში)
• ევლალე II (დაახლ. 664-668 წწ.)
• იოველ II (დაახლ. 668-670 წწ.)
• სამოელ VI (დაახლ. 670-677 წწ.)
• გიორგი I (დაახლ. 677-678 წწ.)
• კირიონ II (დაახლ. 678-683 წწ.)
• იზიდ-ბოზიდი (დაახლ. 683-685 წწ.)
• თეოდორე I (დაახლ. 685-689 წწ.)
• პეტრე II (დაახლ. 689-720 წწ.)
• მამაჲ (დაახლ. 720-744 წწ.)
• იოანე III (მერვე საუკუნის 40-60-იან წლებში)
• გრიგოლ II (დაახლ. 760-767 წწ.)
• კლემენტოსი (მერვე საუკუნის 70-იან წლებში)
• სარმეანე (მერვე საუკუნის 70-იან წლებში)
• თალალე (მერვე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს)
• მიქელ II (დაახლ. 774-780 წწ.)
• სამოელ VII (დაახლ. 780-784 წწ.)
• კირილე I (დაახლ. 781-802 წწ.)
• გრიგოლ III (დაახლ. 802-814 წწ.)
• სამოელ VIII (დაახლ. 814-826 წწ.)
• გიორგი II (დაახლ. 826-838 წწ.)
• გაბრიელ II (დაახლ. მეცხრე ს.-ის 30-50-იანი წწ.)
• ილარიონი (დაახლ. მეცხრე ს.-ის 50-იანი წლების ბოლოს)
• არსენ I დიდი (საფარელი) (დაახლ. 860-887 წწ.)
• ევსუქი (დაახლ. 887-914 წწ.)
• ბასილ II (დაახლ. 914-930 წწ.)
• მიქელ III (დაახლ. 930-947 წწ.)
• დავით I (დაახლ. 947-955 წწ.)
• არსენ II (დაახლ. 955-980 წწ.)
დანართები[8]

დანართი 5
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ავტოკეფალიის აღდგენიდან[13]
რედაქტირება

• კირიონ III (საძაგლიშვილი) (1917–1918)
• ლეონიდე (ოქროპირიძე) (1919–1921)
• ამბროსი (ხელაია) (1921–1927)
• ქრისტეფორე III (ციცქშვილი) (1927–1932)
• კალისტრატე (ცინცაძე) (1932–1952)
• მელქისედეკ III (ფხალაძე) (1952–1960)
• ეფრემ II (სიდამონიძე) (1960–1972)
• დავით VI (დევდარიანი) (1972–1977)
• ილია II (შიოლაშვილი) (1977 წლიდან)

გალერეა რედაქტირება

შენიშვნების სია რედაქტირება

  1. ამაზე იხილე დავ. ქარიჭაშვილის წერილი: „ვინ იყო მობიდან ეპისკოპოსი“ („მოამბე“ 1901 წ. № III, გვ. 1–15)[2]
  2. თავფეჩაღ მეორიდან ამ პეტრემდე კათოლიკოზები ცოლოსანნი ყოფილან.
  3. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1210-1220 წლებში. 1218 წელს მისივე შედგენილი ანისის ხუცესთა სარგოს განწესების წიგნი და თვით ანისის ქართველ მართლმადიდებელთა ეკლესიის წარწერა გვამცნობს, რომ ეპიფანემ პირადად მოიარა და აკურთხა ანისის ეკლესიები. მოაწესრიგა ანელ სასულიერო პირების და ანისის მართლმადიდებელ მრევლს შორის დაწყებული დავა, რომელიც წარმოიშვა საეკლესიო საიდუმლოებათა (ნათლისღება, ჯვრისწერა) აღსრულებისათვის დაწესებული გადიდებული გადასახადის გამო. პატრიარქმა დაგმო ანელ ხუცესთა საქციელი და შეამცირა გადასახდელის ოდენობა. ახალი ნიხრი რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ანისის მართლმადიდებელი ეკლესიის კედელზე სათანადო ბრძანება ამოაკვეთინა (იხ. ანისის ქართული წარწერა 1218). მასვე დაუკვეთია და სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ძვირფასი ქვებით შემკული სახარება, რომლის ყდაზეც გამოხატულია თვით პატრიარქი ეპიფანე. თანმხლებ წარწერაზე კი მოხსენიებულია მისი ღვაწლი.[3]
  4. ქრისტეფორე I-დან (1616 წ.) სია დაზუსტებულია ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უკანასკნელ ხანს გამოვლინებული მასალების მიხედვით.
  5. არქიეპისკოპოსი
    Gk. archiepiskopos
    მღვდელმთავარი, ხარისხით ეპისკოპოსზე მაღალი და მიტროპოლიტზე დაბალი; მთავარეპისკოპოსი.[6]
  6. ევსტათი, კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც მოიხსენიება ნიკორწმინდის ხელნაწერის კათოლიკოსთა სიაში.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 და დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა. ხოლო ამის მეფობისა პირველსა წელსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყვენვად და შეწუხდნენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კვალად მოვიდა ამბავი არა მოტყვენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმითგან განკითხვისა და ჯვარ-ცმისათვის იესოს ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კვართი უფლისა მცხეთას. და კვალად ოცდა-მეთვრამეტესა წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკვდა მუნ და დაფლეს ნიკოფსიას. ჰსცნა რა ადერკიმ, შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშვიდობით განტევებისათვის ანდრიასსა.[15]
  8. პანტოკრატორი
    Etym. ბერძ.pan „ყველაფერი“ + ნაწარმოები ფორმა სიტყვისა krátos „ძალაუფლება“; აღნიშნავს „ყოვლისშემძლეს“
    It. Pantocratore.[14]
  9. ტიბურიუმი
    Etym. შუა საუკ. ლათ. tiburium, შესაძლოა სიტყვა წარმოიქმნა ტერმინის ciborium, „სანაწილე“, ანალოგიით
    It. Tiburio
    მრგვალი ან მრავალკუთხა ფორმის გარეგანი არქიტექტურული სტრუქტურა, რომელიც ეკლესიის გუმბათს აგვირგვინებს.[16]
  10. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ღვთისმეტყველთა თანახმად, ამაღლდა 30 წლის 18 მაისს, ხუთშაბათს.[17]

სქოლიო რედაქტირება

  1. ივან სიდოროვიჩ იჟაკევიჩი 1912.
  2. ს. რ. გორგაძე „წერილები საქართველოს ისტორიიდან“, ნაწილი მეორე. გვ. 90, შენიშვნა 52.
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, თბ. 2014, ტ. III, გვ. 29.
  4. გუბაზ სანიკიძე, ლევან სანიკიძე 1992, pp. 6–56.
  5. ბორისი ნიჩიპეროვიჩი 2000.
  6. არქიეპისკოპოსი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  7. როინ მეტრეველი 2000, pp. 1–219.
  8. როინ მეტრეველი 2010, pp. 51–161.
  9. მეტრეველი, რ. გვ. 53-74
  10. მეტრეველი, რ. გვ. 75-78
  11. მეტრეველი, რ. გვ. 79-131
  12. მეტრეველი, რ. გვ. 132-149
  13. მეტრეველი, რ. გვ. 150-161
  14. ქრისტიანობის ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  15. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი ძველი საქართველოს საზოგადო ქარტიით. ტფილისი, 1885. გვ. 44, 45. მეფე ადერკი (2 ქრ. წინ და 55 წ. ქრ. შემდეგ.)
  16. ტიბურიუმი. ქრისტიანობის ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  17. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე „საქართველოს მეფეთა ისტორია ფარნავაზიდან სოლომონ II-ის ჩათვლით“. ყველა მეფის ისტორია ერთ წიგნში. გამომცემლობა „გუმბათი“. თბილისი, 2015. გვ. 28.

წყაროები რედაქტირება

გარე ბმულები რედაქტირება