მატათა მოციქული (ბერძ. Ματθίας, ლათ. Matthias) — ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული.

მატათა მოციქული

ცხოვრება რედაქტირება

მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდა ნდაიბადა ბეთლემში; იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა საღმრთო სჯულს, რომელსაც იერუსალიმში სიმონ მიმრქმელი ასწავლიდა. მას შემდეგ რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შეგროვება დაიწყო, მატათა მოციქულმაც სხვა მოციქულებისამებრ მიატოვა ამქვეყბიური საზრუნავი და შეუდგა ღმერთს. მაშინ მატათა მოციქული ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვში აღმოჩნდა.

და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.

—(ლუკ.10:1)

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს სადაც გადაწყდა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. მოიწვიეს ორი სამოცდაადთაგანი მოციქული: ერთი უფლის ძმა იოსები და მეორე მატატა მოციქული.

და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა

—(საქ.1:23-26)

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. მატათა მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: იუდეაში. გადმოცემის თანახმად მან სახარება ასევე იქადაგა მაშინდელ პონტოს სამეფოსა და კოლხეთის სამეფოში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით არის ცნობილი. სხვა წყაროტა მიხედვით მან მაკედონიაში იქადაგა სადაც წარმართმა ბერძნებმა ბევრი განსაცდელი შეამთხვიეს.

მოწამეობრივი აღსასრული რედაქტირება

 
მატათა მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

წმინდა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე როგორც სხვა მოციქულები. ხოლო წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), რომელიც იქვე გარდაიცვალა და დაასაფლავეს გონიოს ციხე-სიმაგრეში. სწორედ ამიტომაა გამოსახული წმ. მოციქული მატათა მიხეილ საბინინის მიერ დახატულ საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.

ცნობები მატათა მოციქულზე რედაქტირება

მატათა მოცილულის მოღვაწეობა ნახსენებია შემდეგ წყაროებში:

  • თირის ეპისკოპოსი დოროთე - "მაშინ მატათა მოციქული ერთი ათორმეტ მოციქულთაგანი იყო როდესაც სახარებას ქადაგებდა პირველ ეთიოპიაში. ის მოწამეობრივად აღესრულა და დასაფლავებულია იქვე".
 
„Matthias, duodecim discipulis loco ludæ annumeratus, cum in prima Aethiopia Christum praedicasset, martyrium passus, ibi sepultus est. [1]
  • ნიკიტა პაფლაგონიანელი - "მატათა მოციქულილ იყო პირველი ვინც იქადაგა პირველ ეთიოპიაში.
 
„apud eos, qui in prima Aethiopia sedes habent..., (Matthias) in longum tempus versalus... [2]
  • სოფრონე - "მატათა მოციქულმა იქადაგა სხვა ეთიოპიაში მდინარეები აფსარუსსა და ჰიშს შორის. სადაც არის დასაფლავებული".
 
„Matthias... in altera Aethiopia, ubi est irruptio Apssari et Hissi portus, praedicavit Evangelium... et illic sepultus est, usque ad hodiernum diem. [3]
  • ეკუმენია - "მატათა მოციქული ქადაგების შემდეგ გარდაიცვალა ეთიოპიაში იქ სადაც მდინარე აპსარი მოედინება".
 
„Mathias... moritur in Aethiopia exteriori in loco, ubi Apsari intersectio est, postquam ibidem praedicasset Evangelium.[4]

წმინდა ნაწილები რედაქტირება

წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრი რამოდენიმედ იყოფა:

გონიოს ციხე რედაქტირება

იუდეა[5] რედაქტირება

გერმანია[6] რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Corpus H. Byz. Tom V. pag. 349. Venet. 1729
  2. Maxima Bibliotheca Veterum Patrum. Tom XXVI. pag. 419. lugd. 1577
  3. Catalog. script, eccles. in Oper. Hieronymi. 1. P. 171. Francof., 1684.
  4. Oecumenii Opera, ed. Lutet. Paris., 1631, in praef.
  5. წმიდა მოციქული მატათა
  6. ტაძარი ტრირში