საქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2024)
საქართველოს საპროტესტო გამოსვლები — ქუჩის დემონსტრაციების სერია საქართველოს მასშტაბით, რომელიც დაიწყო პარლამენტის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ახალი რედაქციის მხარდაჭერის შემდეგ. კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“, თუ მათი საგარეო დაფინანსება მათი მთლიანი შემოსავლის 20 %-ზე მეტს შეადგენს. თბილისში პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი საპროტესტო აქციების დასაშლელად.[1][2]
საქართველოს საპროტესტო გამოსვლები | |||
---|---|---|---|
თარიღი | 15 აპრილი, 2024-დან | ||
ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
გამომწვევი მიზეზი |
პირველი და მეორე მოსმენით კანონის მიღება უცხოელი აგენტების შესახებ | ||
მიზნები | უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაუქმება; დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება. | ||
მეთოდები | დემონსტრაციები | ||
სტატუსი | მიმდინარე | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
| |||
|
მიზეზები
2024 წლის 3 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კანონპროექტის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალა“.[3][4][5][6] საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის მიზეზია დაფარული დაფინანსების გასაჯაროება, მან ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტი გამიზნული იქნება ყველა უცხოურ წყაროზე, მათ შორის რუსულზეც.[7] 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვისათვის დაარეგისტრირა.[8]
კანონპროექტის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება 400-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.[9] 5 აპრილს შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ახალი“, „გირჩი — მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ კოორდინაციას გაუწევენ საპარლამენტო ოპოზიციას კანონპროექტის წინააღმდეგ.[10] ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა საკითხებში პიტერ სტანომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა სებასტიან ფიშერმა და სხვებმა გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ.[11][12][13]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა ქართველი დეპუტატების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, თუკი მიიღებდნენ კანონს.[14]
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს „ეს კანონი არ სჭირდება“.[15]
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგი იყოა. მან თქვა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს და ამავდროულად შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, აქტივისტი, რომელიც შარშანდელი საპროტესტო აქციების დროს დააპატიმრეს პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო.[16][17]
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა უცხოელი ელჩების დამოკიდებულება. მისი თქმით „ელჩები ცდილობენ იკისრონ კანონმდებლის ფუნქციები, მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო პროცესში და უკარნახონ წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმაღლეს ორგანოს კანონები მიიღოს თუ არა“.[18]
პროტესტის ქრონოლოგია
15 აპრილი
კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15 აპრილს დაიწყო. იმავე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციურმა დეპუტატმა მოქალაქეთა პარტიიდან ალეკო ელისაშვილმა დეპუტატ მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.[19][20] აქციის მონაწილეები თხოვდნენ კომიტეტს არ დამტკიცებინათ კანონპროექტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ გადალახონ კანონით დადგენილ სიტყვის თავისუფლების საზღვრები.[21] პარლამენტის შენობასთან პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 14 მომიტინგე დააკავეს.[22][23]
16 აპრილი
კანონპროექტი კომიტეტმა დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადასცა.[21] 2024 წლის 16 აპრილს პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა (78 მომხრე და 25 წინააღმდეგი).[24] აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბლაგვი საგნები დაუშინეს, რის შედეგადაც ოთხი პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ შემდგომი ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად წიწაკის სპრეი გამოყენა.[25][26]
17 აპრილი
17 აპრილს, დაახლოებით 35 000 მომიტინგე გამოვიდა თბილისის ქუჩებში და გადაკეტა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გზა გადაკეტა, ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდა ასობით სპეცრაზმელი მომიტინგეების დაკავების მიზნით.[27] საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომიტინგეები დაგმო, როგორც ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას.[28] მან ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ „რევოლუციის მოწყობას“ 2020 წლიდან 2022 წლამდე, ახდენენ მართლამდიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას“, ავრცელებდნენ „ლგბტ პროპაგანდას“ და სურთ წამოიწყონ პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთთან და ქვეყანაში გახსნან რუსეთ-უკრაინის ომის „მეორე ფრონტი“.[28] მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ომის გლობალური პარტიის აგენტი“, რომელიც ცდილობს საქართველოს „უკრაინიზაციას“.[28] კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი აუცილებელი იყო ქვეყანაში ომის პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად და თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინელ ჩინოვნიკებს შეუერთდნენ და მოუწოდებენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ.[29] მისი განცხადება ეფუძნებოდა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა ომის დაწყებას რუსეთის წინააღმდეგ.[30] კობახიძემ ასევე დაგმო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კანონპროექტის კრიტიკის გამო და მათ ნათქვამს უწოდა „უსაფუძვლო“.[28]
18 აპრილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დანიისა და ნიდერლანდების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს ულტიმატუმი წაუყენეს. დანიისა და ნიდერლანდების საელჩოებს პოზიციების დაზუსტებისკენ მოუწოდა და თქვა:„მგონი, ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია – ეს არის მიზანი ამ „ენჯეოს“ დაფინანსებისა, რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, რა კანონი მიიღოს, რა კანონი არ მიიღოს?“. მან ასევე განაცხადა, რომ ასეთ ულტიმატუმებს ფაქტობრივად, შესაძლო ძალადობისკენ მიჰყავთ ხალხი.[31]
20 აპრილი
აქციის მონაწილეები 20 აპრილს პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართნენ, რათა შეხვედროდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გამოეხატათ მხარდაჭერა მის პოზიციაზე გამჭვირვალობის კანონპროექტზე ვეტოს დადებასა და ლაზარე გრიგორიადის შეწყალებასთან დაკავშირებით.[32]
21 აპრილი
მეორე დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და პარლამენტს შემოთავაზებული კანონპროექტის უკან გაწვევა მოსთხოვეს.[33]
23 აპრილი
ევროპარლამენტმა საქართველოში წარმოდგენილ კანონმდებლობაზე დებატები გამართა. ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა თქვა, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის „სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას"“ მოუწოდა ევროპის საბჭოს სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მმართველი პარტიის ლიდერს. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა „გაყინოს საქართველოსთან ნებისმიერი გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება“ და საქართველოსთვის ფინანსური დახმარება.[34]
24 აპრილი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა დაგმო კანონპროექტი და თქვა, რომ „კანონპროექტი ემუქრება როგორც პიროვნებებს ასევე ორგანიზაციებს, და მას უწოდა არა მხოლოდ არაქრისტიანულ, არამედ „კონსტიტუციის დარღვევა“.[35]
25 აპრილი
25 აპრილს ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია მომხრე 425, 25 წინააღმდეგი და 30-მა თავი შეიკავა, რომელმაც დაგმო უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი და გამოაცხადა რომ აჩერებს საქართველოს, როგორც კანდიდატის წინსვლის მოლაპარაკებებს კანონპროექტის გაუქმებამდე.[36]
26 აპრილი
საქართველოს პარლამენტმა გამართა დებატები კანონპროექტზე, სადაც ქართული ოცნების სხვადასხვა დეპუტატმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის არ მიღება ანადგურებს ქართულ იდენტობას და სახელმწიფოებრიობას, ხოლო ოპოზიციამ მას ბიძინა ივანიშვილის რუსოფილური შეთქმულება უწოდა..[37] რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს წევრობა ფუნდამენტურად დაუშვებელია.[38]
ევროკავშირის რეზოლუციის საპასუხოდ, რომელიც გმობდა უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს შალვა პაპუაშვილმა უწოდა „პოლიტიკური განცხადება“ და „ქაღალდის მაკულატურა“, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა და „ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი ღირებულება“, მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რამდენიმე ევროპარლამენტარმა გამოიყენა, როგორც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის იარაღი.[36][39][40] მამუკა მდინარაძემ რეზოლუციას „მორიგი ტყუილი და უბრალო შანტაჟი“ და „აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა.[36] კახა კალაძემა რეზოლუციას „ნაგავი“ და „სამარცხვინო“ უწოდა.[36] იმავდროულად, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის რეზოლუციაში ნათლად არის ნათქვამი, ქართულმა ოცნებამ „აირჩია გზა, რომელიც არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენ წახვედით საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ.“[36] ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.[36] მამუკა ხაზარაძემ მოუწოდა მოსახლეობას მობილიზაციისაკენ, რათა კანონი გაიწვიოს მთავრობამ.[36] იმავე ღამით, 100-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც კი, ისინი უარს იტყვიან მთავრობასთან თანამშრომლობაზე, რეესტრში გაწევრიანებაზე და მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე.[41]
26 აპრილს, თელავის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგია, თუ კანონი მიიღება, საქართველო „დაკარგავს ყველაფერს, რაც ევროპასთან არის დაკავშირებული“ და მოუწოდა პარტიის წევრებს პარლამენტში „ხმა მისცენ სინდისს“ და ჩააგდონ კანონპროექტი.[42] იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ ოპოზიციის წევრებს, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებდნენ, სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრა „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის“ და „წვრილმანი ხულიგნობისთვის“.[43]
27 აპრილი
ევროპარლამენტარმა კატარინა როთ ნევედალოვამ განაცხადა, რომ ბოლო დროს ევროპარლამენტი ხშირად იმას, რაც არ მოსწონს, უწოდებს „პრორუსულს“ ან „რუსულს“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები ჰქონდეთ კანონპროექტზე, საბოლოოდ „კანონპროექტის მიღების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს“.[44]
28 აპრილი
28 აპრილს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე 50-დან 60 ათასამდე მომიტინგე შეიკრიბა და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართა კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით.[45] შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.[46] საპროტესტო აქციების დროს ქართული ოცნების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი „ხულიგნობისა“ და „პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“ დააკავეს.[47]
29 აპრილი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა ქართული ოცნების მთავრობას და განაცხადა, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტით გამოწვეული პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდია ბიზნესისთვის.[48] პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენა გამართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა დარბაზიდან რეგლამენტის დარღვევის მოტივით.[49] კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება, ამჯერად 60 ყოფილი ქართველი დიპლომატის, მათ შორის 28 ელჩისა და 5 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი. მათ დაგმეს ქართული ოცნების ქმედებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილის ტოტალურ კონტროლს ექვემდებარება და რომ „ქართულმა ოცნებამ შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთიდან რუსეთისაკენ“.[50]
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენა 29 აპრილს დაიწყო. იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.[51] იმავე დღეს მმართველმა პარტიამ კანონპროექტის მხარდასაჭერად სახალხო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა. მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს ვარდების რევოლუცია საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დაინიშნა საზღვარგარეთიდან და მას უწოდა „არაადამიანური და სადისტური დიქტატურა“.[52] მან ასევე განაცხადა, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ უბიძგა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტისკენ 2008 წელს, ხოლო უკრაინას 2014–2022 წლებში. მან განაცხადა, რომ მათ სურდათ „თავისი აგენტების დაბრუნება“ ხელისუფლებაში, რათა გაეხსნათ მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში. მან ევროპარლამენტის რეზოლუციას უწოდა „საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მუშაობა და თქვა, რომ „გლობალური ომის პარტიის საქართველოს მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მათ საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქციეს“.[53] მან დასძინა, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან „თანამედროვე საქართველო არც შევარდნაძის საქართველოა და არც იანუკოვიჩის უკრაინა“. მან ასევე თქვა, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მან ვერ დასაჯა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დანაშაულისთვის, რადგან მათ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.[52] სალომე ზურაბიშვილმა Radio France Internationale-თან ინტერვიუში მოუწოდა ქართველ ხალხს, ხმა მისცეს ქართული ოცნების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი „ევროპული არჩევანი“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.[54]
30 აპრილი
30 აპრილს პარლამენტის შენობის შესასვლელთან აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.[55] შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით 63 პირი დააკავეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების დროს მძიმედ დაშავდა ექვსი პოლიციელი და ხუთი მომიტინგე.[56] მომხდარ ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.[57] ენმ-ის თავმჯდომარე და დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი იყო მათ შორის, ვინც მიიღო დაზიანებები და ჭრილობები სახის არეში.[58]
1 მაისი
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს 1 მაისს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83 ხმით 23 წინააღმდეგ.[59] დეპუტატი ხაბეიშვილი პარლამენტის წინ სიტყვით გამოვიდა ინვალიდის ეტლით.[58] პარალელურად გარე მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტის ეზოში დაკეტილი ჭიშკრის გარღვევას, მაგრამ სპეცრაზმმა უკან დაახევინა.[60] ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული იყო 15 პირი, მათ შორის სამართალდამცავები.[61] დაპირისპირებიდან მალევე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომიტინგეებს სიმშვიდისკენ და საპროტესტო აქციების კვლავ არაძალადობრივი გზით განვითარებისაკენ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებისკენ მოუწოდა.[60]
2 მაისი
საპროტესტო აქციები გაგრძელდა მომდევნო დღეებში და საქართველოს პარლამენტმა 2 მაისს უსაფრთხოების წითელი დონე დააწესა.[62] იმავე დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს და პარლამენტის ეზოში განლაგებულ პოლიციას დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.[63]
3 მაისი
3 მაისს დღეს მომიტინგეებმა მოაწყვეს აქცია სასტუმრო „პარაგრაფთან“, რომელიც მასპინძლობდა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას, რომლის დროსაც ერთი მომიტინგე დააკავეს პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.[64]
9 მაისი
9 მაისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი დღით ადრე მომხდარი შეტაკების დროს ექვსი პირი დააკავა.[65]
11 მაისი
11 მაისს დაახლოებით 50 000 მომიტინგე შეიკრიბა კანონპროექტის მესამე მოსმენის დაწყებამდე და თბილისის ცენტრალური ქუჩები მსვლელობით გაიარეს.[66][67][68] მომიტინგეები მსვლელობით მივიდნენ ევროპის მოედანზე, ხელში საქართველოს და ევროკავშირის დროშები ეკავათ და სკანდირებდნენ „არა რუსულ კანონს“.[69] იმავე დღეს შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ახალმა“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“ და „სტრატეგიის აღმშენებელმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტი მიუღებელია და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს საერთოდ გააუქმოს კანონპროექტი.[70]
12 მაისი
12 მაისს აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ღამე დარჩებოდნენ პარლამენტის წინ, რადგან კანონპროექტის მესამე მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე დღეს იყო დანიშნული. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.[71]
13 მაისი
კანონპროექტს მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.[72] პარლამენტის შესასვლელთან მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს შეეჯახა და ოცი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი ამერიკელი და ერთი რუსი.[73]
14 მაისი
14 მაისს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღო.[74] პარალელურად, საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, დეპუტატები კი პარლამენტის შიგნით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.[75] ენმ-მ, ლელომ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბოიკიტის რეჟიმში გადასვლა გამოაცხადეს.[76][77] პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდა ბოიკოტირებულ პარტიებს და განაცხადა, რომ გააგრძელებს ქართული ოცნების მთავრობასთან ბრძოლას „ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმის გამოყენებით, იქნება ეს ქუჩაში თუ პარლამენტის შიგნით“.[78] საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების წითელი დონე გამოაცხადა.[79] აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აქცია ძალადობაში გადაიზარდა და აქციის მონაწილეებს „კანონით დადგენილი ნორმების“ დაცვისკენ მოუწოდა.[80] 14 მაისს პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა.[81]
15 მაისი
15 მაისს მომიტინგეებს შეუერთდნენ ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სხვებთან შესახვედრად.[82] საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაგმო საპროტესტო აქციებში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა და მას უწოდა „არამეგობრული აქტი“.[83]
18 მაისი
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობამდე 18 მაისს სხვადასხვა ლოკაციებიდან მივიდნენ.[84] ამავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო.[85][86]
24 მაისი
24 მაისს მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს თავისუფლების მოედანზე და დედაენის ბაღთან, აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაასრულეს და მოითხოვეს ბოლო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.[87]
28 მაისი
28 მაისს პარლამენტმა 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.[88] ოპოზიციის წევრებმა კენჭისყრისაგან თავი შეიკავეს. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, რათა გაეპროტესტებინათ შედეგი, ბევრი ადამიანი აპროტესტებდა კანონის მიღებას „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინის გარშემო..[89]
31 მაისი
31 მაისს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციებზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრების გამო დაიბარა.[90]
2 ივნისი
2 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის.“ აქცია-კონცერტი საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებული და დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად და ჯარიმების თანხის შესაგროვებლად გაიმართა. 3 ივნისის 14:00 საათის მონაცემით, საქველმოქმედო ანგარიშზე 348 000 ლარი იყო შეგროვებული.[91]
3 ივნისი
3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონს ხელი მოაწერა.[92]
რეაქცია
ევროპის კავშირი
2024 წლის 17 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება კანონპროექტთან დაკავშირებით და გამოხატეს შეშფოთება.[93]
2024 წლის 27 აპრილს, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ კანონპროექტი „დააშორებს [საქართველოს] ევროპულ იდეალებს“ და რომ ევროკავშირმა „ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს“.[94]
11 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „კანონპროექტი არ უნდა იქნეს მიღებული დღეს არსებული ფორმით“.[95]
ევროკავშირი ცდილობდა ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაზე საუბარი 13 მაისიდან იყო დაყენებული, მაგრამ საბოლოოდ ის ვერ განხორციელდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ინიციატივა იმ მიზეზით, რომ მათ „არ მიაჩნდათ სწორად ევროკავშირის ჩარევა მესამე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში“.[96]
2024 წლის 13 მაისს გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ მაიკლ როთმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს გაეწვიათ კანონპროექტი.[97]
18 მაისს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ მოუწოდა საქართველოს გადაეხედა გადაწყვეტილება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე.[98]
რუსეთი
მარია ზახაროვამ გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და დაადანაშაულა ჯოზეფ ბორელი „წესიერების საზღვრების გადალახვაში“ და „საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლაში“.[99]
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მისცა.[100]
თურქეთი
2024 წლის 16 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განიხილა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სახელით იმედოვნებს, რომ სიტუაცია მოგვარდება „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.[101][102]
აშშ
2024 წლის 26 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტი „წარმოუდგენლად შემაშფოთებელი“ მიიჩნია.[103]
14 მაისს ამერიკელი ოფიციალური პირები ქართველ პოლიტიკოსებს სანქციებით დაემუქრნენ ქართველი დეპუტატების მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.[104] საქართველოს ოფიციალურ პირებთან საუბრის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა პრესას განუცხადა: „თუ კანონი წინ წავა ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში იქნება და ძირს გამოუთხრის დემოკრატიას, მაშინ ჩვენ დავინახავთ შეზღუდვებს, რომლებიც მოდის შეერთებულ შტატებიდან. ეს არის ფინანსური და/ან მოგზაურობის შეზღუდვები რომელიც შეეხება ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს“.[105]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ Georgian police use tear gas on protests against 'foreign agents' law (2023-03-07). ციტირების თარიღი: 2023-03-07
- ↑ Georgians protest against draft law on media, nonprofits (2023-03-07). ციტირების თარიღი: 2023-03-07
- ↑ Georgia's ruling party brings back disputed Russia-style 'foreign agent' law (3 April 2024). ციტირების თარიღი: 17 April 2024
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 17 April 2024
- ↑ Georgian ruling party to resubmit controversial foreign influence bill (4 April 2024). ციტირების თარიღი: 17 April 2024
- ↑ Mamuka Mdinaradze: The bill will be introduced with exactly the same text as last year, with the only difference, instead of the term "agent of foreign influence", the term "organization carrying the interests of a foreign power" will be used (2024-04-03). ციტირების თარიღი: 2024-04-15
- ↑ MP Mdinaradze: State compelled to address opaque funding; bill targets all foreign funding sources, including Russia (2024-04-15). ციტირების თარიღი: 2024-04-15
- ↑ Georgian foreign agent bill passes first stage in parliament (April 8, 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ More than 400 CSOs Denounce Foreign Agents Bill (8 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Seven opposition parties release joint statement on GD-initiated Foreign Financing Transparency Bill (5 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ International Reactions to Reintroduction of Draft Law on Foreign Agents (17 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ EU raises concern over reintroduction of bill on transparency of foreign influence in Georgia (4 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Germany Warns "Foreign Influence" Draft Puts EU Membership at Risk (5 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ US State Department says to 'stay tuned' for possible Georgia sanctions (10 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Ambassador Degnan on Foreign Agents bill: Georgia does not need this law. ციტირების თარიღი: 22 April 2024
- ↑ President Zourabichvili announces decision to pardon Lazare Grigoriadis (12 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ President to veto foreign influence bill (8 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ PM Slams U.S., EU Ambassadors for "Interference," "Diktat," Challenges Them for TV Debate on Foreign Agent Law (14 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ MP Elisashvili physically insulted majority leader Mdinaradze (15 April 2024). ციტირების თარიღი: 15 April 2024
- ↑ Lawmakers brawl as Georgian Parliament considers 'foreign agent' bill (15 April 2024). ციტირების თარიღი: 15 April 2024
- ↑ 21.0 21.1 Interior Ministry urges protesters not to exceed norms established by law on freedom (15 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ MIA issues statement on rally detainees (16 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Clashes erupt at Rustaveli Avenue Protest (16 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ „MPS in Georgia agree draft of 'repressive' foreign agents bill amid protests“. The Guardian. 16 April 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2024. ციტირების თარიღი: 17 April 2024.
- ↑ MIA: Rally participants confronted police, threw various blunt objects (17 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Four police officers got injuries during anti-Transparency Bill protest (17 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Tens of thousands protest in Georgia as MPs advance contentious 'foreign influence' bill en (17 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 PM Defends Law, Labels CSOs, President "Foreign Agents" (17 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ PM: NGOs never condemned calls for 2nd front-line; had Transparency Law existed back then, they would've restrained themselves from war propaganda (17 April 2024). ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ „Secretary of the National Security and Defense Council of Ukraine: If Transnistria and Georgia engage in returning their territories, it will definitely help us“. Interpressnews. 27 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2023. ციტირების თარიღი: 25 September 2023.
- ↑ Speaker urges embassies to clarify position on ultimatum by NGO funded by Denmark, Netherlands. ციტირების თარიღი: 18 April 2024
- ↑ Protest participants plan to meet President (20 April 2024). ციტირების თარიღი: 4 May 2024
- ↑ Popular Protests Continue against Foreign Agents' Law (21 April 2024). ციტირების თარიღი: 21 April 2024
- ↑ MEP Lexmann calls for sanctions on Ivanishvili and Saakashvili's release (23 April 2024). ციტირების თარიღი: 27 April 2024
- ↑ Archbishop Zenon Iarajuli: Foreign Agents Bill Creates Threats of Stigmatization (24 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 36.5 36.6 Political Reactions to EU Parliament Resolution (25 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ Ruling Party Defiant as European Parliament Debate Fuels Controversy in Georgia (24 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ EP Resolution: Accession Negotiation Shouldn't Open Until Foreign Agents Bill is Dropped (25 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ Parliament Speaker denounces European Parliament's resolution on Georgia. ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ Shalva Papuashvili: The resolution is a political statement and nothing else, some MEPs have a personal attitude and a personal vendetta against the Georgian people (26 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ Over 100 CSOs, Media Suspend Cooperation with Government (25 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ GD Member of Telavi City Council Stands Against Agents' Law (26 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ Tbilisi City Court Fines Protestors Against Foreign Agents Bill (26 April 2024). ციტირების თარიღი: 26 April 2024
- ↑ MEP says Georgia, "important partner" of EU, has right to adopt any law it needs. ციტირების თარიღი: 27 April 2024
- ↑ Protest underway against Transparency bill at First Republic Square (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Protest rally on Rustaveli avenue becomes violent, MIA says (28 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Former GD State Minister Detained at Rally againt "Russian Law" (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Georgian Business Association Says Worried About Instability, Backs Government (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Legal Issues Committee Holds Contentious Second Hearing on Foreign Agents Law (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Former Georgian Diplomats: GD Diverted from EU Integration Path (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Legal committee backs Foreign Influence Transparency Bill with 2nd reading (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ 52.0 52.1 Bidzina Ivanishvili: Free, independent, sovereign Georgia, EU member, united, whole Georgia – this is our Georgian dream (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ The main reason for the Global War Party's aggression towards Georgia is that, despite great efforts, it could not turn Georgia into a 2nd front – Bidzina Ivanishvili (29 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Zurabishvili: Elections "Historical Moment," EU Won't Make Decisive Moves Before (28 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Another confrontation occurs at anti-transparency bill rally. ციტირების თარიღი: 30 April 2024
- ↑ Health Ministry says 11 people, including 6 police officers, injured during rally needed hospitalization. ციტირების თარიღი: 1 May 2024
- ↑ Police report 63 arrests and six law enforcement officers' injuries after last night's transparency bill rally. ციტირების თარიღი: 1 May 2024
- ↑ 58.0 58.1 UNM Chair Severely Beaten by Police During Rally Against Agents' Law (May 2024). ციტირების თარიღი: 2 May 2024
- ↑ Parliament backs Transparency Bill in 2nd reading. ციტირების თარიღი: 1 May 2024
- ↑ 60.0 60.1 President Calls on Youth to be Calm, Says Long-Term Goal to Win Elections (May 2024). ციტირების თარიღი: 2 May 2024
- ↑ Health Ministry reports 15 hospitalized, among them police; some discharged. ციტირების თარიღი: 2 May 2024
- ↑ Georgian Parliament enforces red security level. ციტირების თარიღი: 2 May 2024
- ↑ Protesters besiege Georgian Parliament after foreign agent bill passes second reading (May 2024). ციტირების თარიღი: 2 May 2024
- ↑ Anti-transparency bill protester apprehended for verbally insulting police (3 May 2024). ციტირების თარიღი: 4 May 2024
- ↑ Tbilisi Police Department Director says 6 individuals detained for assaulting police officer, damaging property during transparency bill protests (9 May 2024). ციტირების თარიღი: 11 May 2024
- ↑ France 24 (11 May 2024). „Georgia protest against 'Russian law' draws tens of thousands on Tbilisi streets“. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2024. ციტირების თარიღი: 12 May 2024.
- ↑ „Georgia swells with protests under the boot of a billionaire“. The Times. 11 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2024. ციტირების თარიღი: 12 May 2024.
- ↑ „50,000 protest Georgia's foreign agent bill as US sounds alarm over 'Kremlin-style' law“. CNN. 12 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2024. ციტირების თარიღი: 12 May 2024.
- ↑ Rayhan Demytrie (11 May 2024). „Thousands march in Georgia over foreign influence bill“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2024. ციტირების თარიღი: 12 May 2024.
- ↑ „შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, "რუსულ კანონში" კოსმეტიკური ცვლილებები მიუღებელია“. Radio Free Europe/Radio Liberty. 11 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2024. ციტირების თარიღი: 13 May 2024.
- ↑ „Anti-Transparency Law rally underway at Parliament“. 1st channel. 12 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2024. ციტირების თარიღი: 13 May 2024.
- ↑ „Legal Committee backs Transparency of Foreign Influence bill in third reading“. 1st channel. 13 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2024. ციტირების თარიღი: 13 May 2024.
- ↑ „MIA: 20 people, including three foreign nationals, arrested during protest“. 1st channel. 13 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2024. ციტირების თარიღი: 13 May 2024.
- ↑ „Parliament adopts bill On Transparency of Foreign Influence with third reading“. 1st channel. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „Skirmish in Georgian parliament“. 1st channel. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „UNM, Lelo announce parliamentary boycott“. 1st channel. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „"Strategy Agmashenebeli" also announced a boycott of the work of the Parliament“. Interpressnews. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „For Georgia rejects parliamentary boycott, vows to continue fight“. 1st channel. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „Parliament to keep red security level on May 14“. 1st channel. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „MIA: Manifestation near Parliament turns violent“. 1st channel. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „Ministry of Internal Affairs arrested 13 people for disobedience to the legal requests of the police and petty hooliganism“. Rustavi 2. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2024. ციტირების თარიღი: 14 May 2024.
- ↑ „Foreign Ministers of Latvia, Estonia, Iceland and Lithuania arrive at Rustaveli Avenue“. Interpressnews. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 May 2024. ციტირების თარიღი: 15 May 2024.
- ↑ „Parliament Speaker: foreign politicians joining "radical anti-Government rallies" against foreign influence law "unfriendly acts against Georgian people"“. Agenda.ge. 14 May 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 May 2024. ციტირების თარიღი: 15 May 2024.
- ↑ Anti-Transparency Law protest in Tbilisi (18 May 2024). ციტირების თარიღი: 18 May 2024
- ↑ Georgia president vetoes 'foreign agent' law (18 May 2024). ციტირების თარიღი: 18 May 2024
- ↑ President vetoes law On Transparency of Foreign Influence (18 May 2024). ციტირების თარიღი: 18 May 2024
- ↑ Protesters march in Tbilisi demanding release of recent arrestees (24 May 2024). ციტირების თარიღი: 24 May 2024
- ↑ Georgia parliament overturns veto on foreign agents law en-GB. ციტირების თარიღი: 2024-05-28
- ↑ Georgian parliament overrides presidential veto of the divisive foreign influence bill en (2024-05-28). ციტირების თარიღი: 2024-05-28
- ↑ Georgian foreign office summons Lithuanian Ambassador over transparency law controversy
- ↑ თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება
- ↑ „აგენტების კანონს“ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა
- ↑ EU High Representative, Commissioner issue joint statement on Transparency of Foreign Influence bill (17 April 2024). ციტირების თარიღი: 29 April 2024
- ↑ Lithuanian President says Georgian legislative amendments distance country from European ideals (27 April 2024). ციტირების თარიღი: 27 April 2024
- ↑ "კანონპროექტი არ უნდა იქნეს მიღებული დღეს არსებული ფორმით" – პაველ ჰერჩინსკი (11 May 2024). ციტირების თარიღი: 13 May 2024
- ↑ EU scrambles to adopt common position as Georgian parliament passes 'foreign agent' law (14 May 2024). ციტირების თარიღი: 15 May 2024
- ↑ German Parliament Foreign Affairs Chair urges Georgia to withdraw Transparency of Foreign Influence Law (13 May 2024). ციტირების თარიღი: 13 May 2024
- ↑ Latvian FM urges Georgian government to withdraw Transparency Law (18 May 2024). ციტირების თარიღი: 18 May 2024
- ↑ „Moscow, Sokhumi Say EU is Pressuring Georgia“. Civil Georgia (ინგლისური). 7 March 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2023. ციტირების თარიღი: 8 March 2023.
- ↑ „Moscow Reacts to the Protest Rallies in Tbilisi“. Civil Georgia. 10 March 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2023. ციტირების თარიღი: 10 March 2023.
- ↑ Erdogan: We believe current developments resolve in best interests of Georgian people (16 May 2024). ციტირების თარიღი: 18 May 2024
- ↑ Prime Minister Kobakhidze Visits Turkey (16 May 2024). ციტირების თარიღი: 18 May 2024
- ↑ US Department of State finds Georgian Transparency bill "incredibly troubling" (26 April 2024). ციტირების თარიღი: 27 April 2024
- ↑ Berg, Matt (14 May 2024). „US threatens Georgian politicians — while Congress is blamed for the chaos“. POLITICO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2024. ციტირების თარიღი: 15 May 2024.
- ↑ Raufoglu, Alex (15 May 2024). „'A Dark Day For Georgian Democracy': U.S. Pledges Travel Restrictions, Sanctions If Georgia's Foreign Agent Law 'Goes Forward'“. Turan Information Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2024. ციტირების თარიღი: 15 May 2024.