დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში. ეპარქია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ე.წ. „ქვენა სოფელში“, მდინარეების მაშავერასა და ხრამის აუზში მდებარეობს.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
დმანისის სიონი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ეპარქიალური ცენტრი : დმანისი
საკათედრო ტაძარი : დმანისის სიონი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი
მმართ. ეპისკოპოსი : ზენონი (იარაჯული)

გეოგრაფიული მდებარეობა

რედაქტირება

მოიცავს ქართლის განაპირა ქალაქ დმანისს და მის მუნიციპალიტეტს. დმანისის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოლნისის და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიები, დასავლეთიდან — ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან — წალკის ეპარქია, სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.

ქვემო ქართლის ეს ტერიტორია უძველესი დროიდან ქრისტიანული კულტურის ძლიერი ცენტრი იყო და შედიოდა აგარაკ-წალკის ეპარქიაში. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო დმანისი და მისი მიმდებარე ტერიტორია გარეშე მტრის შემოსევების შედეგად თანდათან განადგურდა. თანამედროვე ეპარქიის ისტორიული წინამორბედია დმანისის საეპისკოპოსო.

1995 წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აღდგა ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ხოლო აღნიშნული სახელწოდებით ეპარქია მხოლოდ 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით აღდგა. განახლებული დმანისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა გამოირჩია მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ე. ბუბულაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ეპისკოპოსი ზენონი, სამხრეთის კარიბჭე. დმანისისა და ლორე-ტაშირის მხარის და მისი საეპისკოპოსოს ისტორიული ნარკვევები, თბ., 2005
  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 2005
  • Еп. Зенон (Иараджули). Дманисская епархия // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2007. — Т. XV. — С. 421-422. — 752 с. — 39 000 экз. — ISBN 978-5-89572-026-4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება