პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკი (პოლ. Paweł Herczyński) — პოლონელი დიპლომატი. 2022 წლიდან არის საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
პაველ ჰერჩინსკი | |
ევროკავშირის ელჩი საქართველოში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2022 |
ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2019 – 2022 | |
ეროვნება | პოლონელი |
განათლება | ვარშავის ეკონომიკის სკოლა |
პროფესია | დიპლომატი |
ჰერჩინსკიმ დაამთავრა ვარშავის ეკონომიკის სკოლა და ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. პოლონეთის გარდა ასევე სწავლობდა გერმანიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ჩინეთში. [1]
სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლონეთის სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე. მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობაზე. ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. [1]
2022 წლის 29-30 მარტს, ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელობისას, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალური დირექტორი, ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად, თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირი–საქართველოს კონსულტაციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე.[2]
ყოველწლიური კონსულტაციების მსვლელობისას, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხები. ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს.[2]
ზედამხედველობდა ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას, შეიარაღების კონტროლსა და განიარაღების სფეროებს, ჩართული იყო კონტრტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისეთი საკითხების მოგვარებაში როგორებიცაა კიბერ, საზღვაო და კოსმოსური უსაფრთხოება.[1]
2022 წლის 8 ივნისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ელჩად წარადგინა.[3][4]
გარდა მშობლიური პოლონური ენისა საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირებაპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: კარლ ჰარცელი |
ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2022 |
შემდეგი: |
წინამორბედი: |
ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი 2019—2022 |
შემდეგი: |