კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი (დ. 4 მაისი, 1967, სტოკჰოლმი) — შვედი დიპლომატი. 2018 - 2022 წლებში იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი. ჰარცელის ელჩობის პერიოდს უკავშირდება საქართველოში შარლ მიშელის შეთანხმების მიღწევა და საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მოპოვება.
კარლ ჰარცელი | |
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2018 |
დაბადებული | 4 მაისი, 1967 სტოკჰოლმი, შვედეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰარცელი დაიბადა 1967 წლის 4 მაისს, სტოკჰოლმში. 1992 წელს იყო აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მკვლევარი. 1993-1996 წლებში მუშაობდა შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბში. 1996 წელს მუშაობდა შვედეთის თავდაცვის სამინისტროში, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში. 1997-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. 1999-2005 წლებში იყო ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის/ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი. 2005-2011 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში წარმომადგენლის მოადგილე, შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობა ევროკავშირში. 2011-2012 წლებში იყო ვაიომინგის უნივერსიტეტის საპატიო მოწვეული პროფესორი. 2012-2013 წლებში იყო საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. 2013-2014 წლებში ჰარცელი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი. 2014-2018 წლებში იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2018 წლიდან არის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე მეტე ჰარცელი და ორი ქალიშვილი. ჰარცელი ფლობს სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: |
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი 2018 - 2022 |
შემდეგი: პაველ ჰერჩინსკი |