ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2012-2014 წლებში.

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 4 ნოემბერი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითორნიკე გორდაძე
მემკვიდრედავით ბაქრაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ოქტომბერი, 2004 – 1 თებერვალი, 2009
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია

დაბადებული24 აგვისტო, 1970 (1970-08-24) (53 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიათავისუფალი დემოკრატები
მეუღლეეკატერინე მიშველაძე
განათლებაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის განხრით.

1998-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2001-2002 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2002-2004 წლებში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2004-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში[1].

2012 წლის ოქტომბრამდე იყო პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, ხოლო 25 ოქტომბერიდან სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება