ჟან-მიშელ ჟარი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟან მიშელ ჟარი)

ჟან-მიშელ ანდრე ჟარი (ფრანგ. Jean-Michel André Jarre; დ. 24 აგვისტო, 1948, ლიონი, საფრანგეთი) — ფრანგი კომპოზიტორი და შემსრულებელი. იგი ითვლება ფრანგული ელექტრონული და ნიუ ეიჯის სტილის მუსიკის ერთ-ერთ პიონერად. იგი ასევე არის ნოვატორული თეატრალიზებული ლაზერ-შოუების ავტორი.

ჟან-მიშელ ჟარი

ჟარი 2016 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1948 (1948-08-24) (76 წლის)
დაბ. ადგილი ლიონი, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ელექტრონული მუსიკა, ინსტრუმენტული მუსიკა, ნიუ ეიჯი, ემბიენტი
საქმიანობა კომპოზიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, მუსიკალური პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი სინთეზატორი, ფორტეპიანო, ელექტრონული ორგანი, ლაზერული არფა, აკორდეონი, გიტარა, ბას გიტარა
აქტიური 1972–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Disques Dreyfus/BMG Rights Management/Sony, Polydor/PolyGram, Epic/SME, Warner Bros., EMI
ხელმოწერა
საიტი jeanmicheljarre.com
ჟან-მიშელ ჟარი ვიკისაწყობში

ჟარი იზრდებოდა ლიონში, დედასთან, ბაბუასთან და ბებიასთან. ბავშვობიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა და ეზიარა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორის იყო ქუჩის წარმოდგენები, ჯაზური მუსიკოსები და მხატვარი პიერ სულაჟი. იგი ერთ ჯგუფში გიტარაზე უკრავდა, მაგრამ მუსიკალურ სტილზე ყველაზე მეტად გავლენა იქონია პიერ შეფერის, კონკრეტული მუსიკის პიონერის შემოქმედებამ.

მუსიკოსს წარმატება და შემდგომში მსოფლიო აღიარება მოუტანა 1976 წლის ალბომმა Oxygène. იგი ჩაწერილი იქნა შინაურ სტუდიაში და დღეისთვის დაახლოებით 12 მილიონი ასლის ოდენობით არის გაყიდული. 1978 წლის Équinoxe-ს მოჰყვა რეკორდული რაოდენობის მაყურებელი კონკორდის მოედანზე - მილიონზე მეტი (თუმცა, დღეისთვის მან ეს რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა). მან მრავალი ალბომი გამოსცა, მაგრამ 1979 წლის კონცერტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოში გამართულ სხვა გამოსვლებზე. ჟარი აგრეთვე იყო პირველი მუსიკოსი დასავლეთიდან, რომელიც კონცერტებით მიიწვიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება, შთაგონება, განათლება

რედაქტირება

ჟან-მიშელ ჟარი დაიბადა ლიონში, 1948 წლის 24 აგვისტოს, ფრანს პეჟოს, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრისა და მორის ჟარის, კომპოზიტორის ოჯახში.[1][2][3] როდესაც ხუთი წლის იყო, მშობლები დაშოდნენ და მამა საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ჟან-მიშელი დედასთან დარჩა.[4] მამა 18 წლის ასაკამდე არ უნახავს. [2] ცხოვრების პირველი რვა წლის განმავლობაში, ყოველი ექვსი თვე ცხოვრობდა ლიონის ერთ-ერთ რაიონში, დედის მშობლებთან. ბაბუამისი ჰობოიზე უკრავდა, იყო გამომგონებელი და ინჟინერი. მან შექმნა ხმის პულტი, რომელიც ლიონის რადიოში გამოიყენებოდა. მისგან საჩუქრად ჟან-მიშელმა გრამფირფიტების საკრავი მიიღო.[5] ბავშვობაში ბიჭუნა ხშირად უსმენდა ქუჩის მუსიკოსებს, რამაც, როგორც თავად აღნიშნავდა, გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე.[2][6]

ადრეულ წლებში ჟარს უჭირდა კლასიკური ფორტეპიანოს შესწავლა, თუმცა მოგვიანებით პედაგოგები შეცვალა და სწავლობდა იმას, რაც თავად სურდა.[7] ინსტრუმენტებით უშუალოდ დაინტერესდა ბაზრობაზე, სადაც დედამისი ანტიკურ ნივთებს, კერძოდ ბორის ვიანის კუთვნილ შტროხის ვიოლინოს ყიდდა. დედას ბიჭუნა ხშირად დაყავდა პარიზის ჯაზურ კლუბში, სადაც გამოდიოდნენ დონ ჩერი, ჩეტ ბეიკერი, ჯონ კოლტრეინი და არჩი შეპი. ჯაზმა შთააგონა, რომ მისი მუსიკა იქნებოდა ტექსტების გარეშე.[2][8] გავლენა აგრეთვე იქონია პიერ სულაჟის მხატვრობამ. ჟან-მიშელი იხსენებდა, თუ როგორ დაფიქრდა ამ მრავალტექსტურიანი ნახატების ხილვის შემდეგ, რომ „მხატვარივით შეეძლო სიხშიერეებითა და ხმებით“ მანიპულირება.[2] მომავალი მუსიკოსი შთაგონებული იყო კლასიკური, მოდერნისტული მუსიკითაც. 2004 წელს ჟურნალთან The Guardian საუბრისას აღწერდა გავლენას, რომელიც იქონია იგორ სტრავინსკის „წმინდა გაზაფხულმა“:

 
„აქ დაწერა იგი სტრავინსკიმ, 1913 წელს და ეს დიდი შოკი იყო. გარდა ამისა, დავესწარი დიდი არაბი მომღერლის, უმ კულთუმის უკანასკნელ კონცერტს. იგი ღვთაებაა, აღმოსავლეთის მარია კალასია. როდესაც მოვისმინე რეი ჩარლზის "Georgia on My Mind", მივხვდი, რომ მუსიკას შეუძლია, ესაუბროს შენს გულს. რეი ჩარლზის მუსიკიდან წამოსული ბუნებრივი გრძნობადობით იმდენად შთაგონებული ვიყავი, რომ გონება არ მოქმედებდა და ეს დიდებული იყო.[9]

მოზარდობისას ჟარი ყიდდა ნახატებს, ზოგიერთ მათგანს კი ლიონის გალერეაში წარადგენდა (მაგალითად, L'Œil écoute-ს). იგი აგრეთვე უკრავდა ჯგუფში Mystère IV. როდესაც ლიცეუმში სწავლობდა, დედამ იგი პარიზის კონსერვატორიაში, ჟანინ რეფთან მიიყვანა. ბიჭი ეუფლებოდა ჰარმონიას, ფუგასა და კონტრაპუნქტს.[7][8] 1967 წელს უკრავდა გიტარაზე ჯგუფში The Dustbins, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა ფილმში „ყველა ბიჭი და გოგო“ (1967). ჟარი ერთმანეთთან ურევდა სხვადასხვა ინსტრუმენტის ჟღერადობას - ელექტროგიტარას და ფლეიტას, ფირის ეფექტებსა და სხვა ხმებს.[2] ექსპერიმენტები მუსიკასთან განაგრძო 1968 წელს, როდესაც დაიწყო ფირის ციკლების, რადიოებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. 1969 წელს შეუერთდა მუსიკალური კვლევის გავლენიან ჯგუფს (GRM)[7][10], რომელსაც ხელმძღვანელობდა პიერ შეფერი („კონკრეტული მუსიკის“ ე.წ. „მამა“).[11] ჟარმა შეისწავლა მუგის მოდულარული სინთეზატორი და მუშაობდა კელნში მდებარე კარლჰაინც შტოკჰაუზენის სტუდიაში.[12][13][14]

მუსიკალური ნაწყვეტები:

ელისეს მინდვრებთან მდებარე ბინის სამზარეულოში ჟარმა პატარა სტუდია ააწყო. აქ იყო მისი პირველი სინთეზატორი, EMS VCS 3,[15] და EMS Synthi AKS, რომლებიც შეერთებული იყო Revox-ის ჩამწერ მოწყობილობებზე. 1969 წელს რეიმსში გაიმართა გამოფენა, რომლისთვისაც ჟარმა დაწერა ხუთწუთიანი "Happiness Is a Sad Song." პირველი კომერციული ჩანაწერი იყო 1969 წლის La Cage/Erosmachine, ჰარმონიის, ფირის ეფექტებისა და სინთეზატორების ნარევი.[16]

1971 წელს ჟარმა, ქორეოგრაფ ნორბერტ შმუკის ხელმძღვანელობით, დაწერა მუსიკა ბალეტისთვის AOR.[17][18] იგი აგრეთვე წერდა მუსიკას ბალეტებისთვის, თეატრისთვის, რეკლამებისთვის და სატელევიზიო გადაცემებისთვის,[7] აგრეთვე მუსიკას და ტექსტებს სხვადასხვა შემსრულებლისთვის, რომელთა შორის იყვნენ პატრიკ ჟუვე და კრისტოფი.[2] მან შექმნა ფილმის „დაწმვარი თავლა“ საუნდტრეკი[19], ხოლო 1972 წელს ილუზიონიზმის საერთაშორისო ფესტივალისთვის მუსიკის შექმნაზე იმუშავა.[20] იმავე წელს გამოვიდა ჟარის პირველი ალბომი, Deserted Palace[16]. 1973-1974 წლებიდან ჟარი წერდა მუსიკას ფრანსუა არდისთვის და ჟერარ ლენორმანისთვის და ტექსტებს კრისტოფისთვის. იგი აგრეთვე იყო კრისტოფის შოუს რეჟისორი.[20]

1976 წელს მცირე ბიუჯეტით ჟარმა გამოსცა მეორე ალბომი, Oxygène, რომელიც სახლში ჩაწერა. ამ ალბომმა მას საერთაშორისო წარმატება მოუტანა. შემდგარი 6 დანომრილი ტრეკისგან, სადაც უფრო მეტი აქცენტი იყო მელოდიაზე, ვიდრე რიტმზე, იგი იწერებოდა Scully-ს რვატრეკიან მაგნიტოფონზე. ჟარი იყენებდა Eminent 310-ს და Korg Minipops-ის დრამ-მანქანას. ექოს ეფექტი VCS3 სინთეზატორის მიერ გენერირებული ეფექტების თანმხლები იყო.[11][21] აგრეთვე გამოყენებული იყო სინთეზატორი ARP 2600, რომელზეც მუსიკოსმა კრისტოფის ჩანაწერებში უკვე დაუკრა.[15]

მუსიკალური ნაწყვეტები:

Oxygène თავდაპირველად კარგად არ იყიდებოდა. ჟარს უარი უთხრა რამდენიმე ლეიბლმა, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვანი როლი იქონია ელენ დრეიფუსის, შეფერის ერთ-ერთი სტუდენტის თხოვნამ, რომლითაც მან თავის მეუღლეს მიმართა. Disques Motors-მა საბოლოოდ ალბომი გამოსცა.[2] პირველი ტირაჟი, 50.000 ცალი, წარმოდგენილი იყო მაღალი ხარისხის ტექნიკის მაღაზიებში, კლუბებსა და დისკოთეკებზე,[21][22] ხოლო 1977 წლის აპრილისთვის ალბომი მხოლოდ საფრანგეთში 70 000 ასლის ოდენობით გაიყიდა. Dreyfus-ის ხელმძღვანელი, სტანისლას ვიტოლდი, ჟურნალთან Billboard ამბობდა: „გარკვეულწილად, ძირითად იმედს ვამყარებთ ჟან-მიშელ ჟარზე. იგი გამორჩეულია და დარწმუნებული ვარ, 1980 წლისთვის მსოფლიოში აღიარებული გახდება.“[23] Oxygène დღემდე 12 მილიონი ასლის სახით არის გაყიდული და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფრანგული ალბომია.[7] ბრიტანეთში მან ჩარტში #2 პოზიცია დაიკავა, კანადაში - #65 და აგრეთვე მოხვდა აშშ-ის საუკეთესო 100-ეულში. "Oxygène IV", შეტანილი ამ ალბომში, ჟარის ყველაზე ცნობილი სინგლია. ბრიტანეთის ჩარტში მას #4 პოზიცია ეკავა.[11][13][24][25]

შემდეგი ალბომი, Équinoxe, გამოვიდა 1978 წელს. სეკვენსერებით ჩაწერილი ეს ალბომი, წარადგენდა უფრო მეტად ბაროკოს და კლასიკური სტილის ნაზავს, ვიდრე Oxygène-ის შემთხვევაში იყო, უფრო მეტი ყურადღება იყო გამახვილებული მელოდიურ მხარეზე.[26] მიუხედავად იმისა, რომ დისკი კარგად იყიდებოდა, კომერციულად იგი ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე Oxygène, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება ჟარმა შემდეგ წელს, ბასტილიის აღების დღეს კონკორდის მოედანზე გამართული დიდი კონცერტით მოიპოვა.[2][25] ამ უფასო კონცერტმა დაამყარა რეკორდი - იმ დროისთვის ღია სივრცეში გამართულ კონცერტებზე დამსწრე მსმენელების რაოდენობის მხრივ. კონცერტი მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა, ხოლო ტელევიზიით - კიდევ 100 მილიონმა.[7][27][28] მაყურებელთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ჟარის მეუღლისთვის, შარლოტ რამპლინგისთვის რთული აღმოჩნდა ამ სივრცეში შეღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოფილა ჟარისთვის პირველი კონცერტი (მანამდე მას უკვე ჰქონდა გამართული სანახაობა პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრში), 40 წუთიანი გამოსვლა, განათების, გამოსახულებისა და ფეიერვერკების შერწყმით, წარმოადგენდა მისი მომავალი კონცერტების მონახაზს.[2][7] კონცერტის წარმატების შემდეგ 1979 წლის 14 ივლისიდან 31 აგვისტომდე გაიყიდა ჟან-მიშელის ჩანაწერების 800 000 ასლი. ჟარმა აგრეთვე გაიცნო ფრანსის რიმბერი, რომელიც დღემდე მასთან ერთად დამატებითი კლავიშისტის სახით გამოდის.[29][30]

იმ დროისთვის, როდესაც Les Chants Magnétiques 1981 წლის 20 მაისს გამოიცა, Oxygène და Équinoxe მსოფლიოში 6 მილიონამდე ასლის სახით გაიყიდა. ახალი ალბომი პირველი ორი თვის განმავლობაში მხოლოდ საფრანგეთში 200 000 ეგზემპლარად გაიყიდა.[31] ალბომში მუსიკოსმა გამოიყენა ახალი სინთეზატორი Fairlight CMI და ამ ინსტრუმენტის პიონერად იქცა. მოწყობილობის ციფრულმა ტექნოლოგიამ ჟარს საშუალება მისცა, ხმოვანი ექსპერიმენტები ახალი მიმართულებით წაეყვანა.[32]

ალბომის გამოცემა დაემთხვა ჟარის პირველ საერთაშორისო ტურნეს. 1981 წელს ბრიტანეთის საელჩომ პეკინის რადიოს გადასცა[33] Oxygène-ის და Équinoxe-ის ასლები. ეს იყო თანამედროვე უცხოური მუსიკის ჩინეთის ეროვნულ რადიოში გაჟღერების პირველი შემთხვევა. რესპუბლიკამ ჟარი კონცერტებით მიიწვია. ისინი 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ჩატარდა.[31] პირველი, პეკინში, ძირითადად მთავრობის წევრების თანდასწრებით ჩატარდა, მაგრამ მის დაწყებამდე ტექნიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ არ იყო საკმარისი ელექტროენერგიის მიწოდება. პრობლემა გადაწყდა იმით, რომ ახლო მდებარე რაიონებს დროებით შეუწყდა ენერგიის მიწოდება.[34] სტადიონი თითქმის სავსე იყო, როდესაც კონცერტი დაიწყო, მაგრამ პეკინში ავტობუსებმა გადაადგილება საღამოს 10 საათისთვის შეწყვიტეს, ამიტომ ნახევარი სტადიონი გამოსვლის დასრულებამდე დაიცალა. [35] მაყურებლის მოზიდვის მიზნით, ჟარმა და მისმა გუნდმა თავად შეიძინეს ბილეთები და ისინი დაურიგეს ქუჩაში შემხვედრ ბავშვებს (თავდაპირველად ჟარს სურდა, რომ კონცერტები უფასოდ ჩაეტარებინა, თუმცა ჩინეთი ორგანიზატორების მხრიდან მაინც დაწესდა სიმბოლური გადასახადი - 0.20-დან 0.50 გირვანქამდე თითო ბილეთისთვის.[34] თუმცა, მსმენელთა აქტიურობა მაინც არ იყო დიდი - მათ არ ჰქონდათ რეაგირება მუსიკასა და ფერად შოუზე და აპლოდისმენტებსაც ადგილი არ ჰქონდა. მეორე კონცერტი, გამართული შანხაიში, განსხვავებული იყო. ჟარმა მსმენელები აიყოლია მათ შორის გავლით.[2] ჩანაწერები ამ კონცერტებიდან გამოვიდა ორმაგ გრამფირფიტაზე 1982 წელს.[25][36]

მუსიკალური ნაწყვეტები:

Musique pour Supermarché წარმოადგენდა გამოფენისთვის "Supermarché" დაწერილ მასალას. ლუქსემბურგის რადიომ ჟარის ნებადართვით ეთერში გაუშვა ჩანაწერის სრული ვერსია. 1983 წლის 5 ივლისს მისი ერთადერთი ფიზიკური ასლი პარიზში, აუქციონზე გაიყიდა, 70 000 ფრანკად და, „მუსიკის ინდუსტრიალიზაციის პროტესტის“ მიზნით[12] ჟარმა ზედამხედველის თანდასწრებით დაწვა ჩანაწერის ორიგინალური ფირები.[37] ალბომის მასალის ნაწილი მოგვიანებით სხვა ჩანაწერებში მოხვდა - მათ შორის, Zoolook-ში შეტანილ Diva-ში და Blah Blah Café-ში, ისევე, როგორც Rendez-Vous-ს მესამე ნაწილში. Zoolook-ში უხვად გამოიყენება Fairlight CMI-ის სემპლირების საშუალებები, როგორიც არის მსოფლიოს ხალხთა საუბრის ჩანაწერები.[2] "Diva"-ში ჟღერს ლორი ანდერსონის ვოკალი. ალბომის ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ედრიენ ბელიუ და მარკუს მილერი.[38] ალბომი წინა ნამუშევრებთან შედარებით ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა და ბრიტანეთის ჩარტში მხოლოდ #47 პოზიციამდე მივიდა.[25]

 
„ეთნიკური მუსიკა ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა ვფიქრობდი, რომ ხალხი მას მეტად ზერელედ იყენებდა. ხოლმე გამოდის, მაგალითად, როგორც ბრაიან ინოუსთან პირველად გამოვიდა, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო არა უბრალოდ აფრიკასა ან ჩინეთში ხმის ჩაწერა, არამედ რამდენიმე ხმის აღება და ისეთი ეფექტის შექმნა, თითქოს ჟღერდა Moog 55 ან მოდულარული სისტემა. მსურდა, ჩამენაცვლებინა ხმების გენერატორი პიროვნებების ხმების ბაზით, მათი მანიპულირებით Fairlight-ით ან EMS synth-ით და ორკესტრირების მხოლოდ ხმებით შემუშავება.[39]
 
Rendez-vous Houston, 5 აპრილი 1986

1985 წელს ჟარი ჰიუსტონის საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა მიიწვია კონცერტზე, რომელიც ეძღვნებოდა ტეხასის 150 წლიან იუბილეს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი სხვა პროექტებზე მუშაობდა და თავდაპირველად ეს შემოთავაზება არ მოეწონა, მოგვიანებით იგი ქალაქს ეწვია და ქალაქის ხედით მოიხიბლა, რასაც თანხმობა მოჰყვა. 1985 წელს აგრეთვე აღინიშნებოდა ლინდონ ჯონსონის კოსმოსური ცენტრის დაარსების იუბილე[27] და ჟარმა ამ თარიღის აღსანიშნავად, NASA-ს თხოვნით, კონცერტი გამართა.[2]

მუსიკალური ნაწყვეტები:

Rendez-Vous, შემდეგი სტუდიური ალბომი, ორი თვის განმავლობაში იწერებოდა და, ისევე, როგორც Zoolook, შეიცავდა 1983 წლის Musique pour Supermarché-ის ელემენტებს.[32] მისი სამი ნაწილი აღწერს ჰიუსტონის განვითარებას, სოფლის ეკონომიკიდან კოსმოსურ ტექნოლოგიებში ლიდერობამდე.[27] თავისი სტილით უფრო მეტად ბაროკოს მიმართულების, ალბომი შეიცავს ვალტორნებს, ტრომბონებს და ვიოლინოებს, ისევე, როგორც Elka Synthex-ის ჟღერადობას - განსაკუთრებით "Third Rendez-Vous"-ში, რომელსაც ჟარი კონცერტებზე ლაზერული არფით ასრულებს.[32] ალბომზე მუშაობისას ჟარმა ითანამშრომლა რამდენიმე ჰიუსტონელ ასტრონავტთან. მათ შორის იყვნენ ბრიუს მაკ-კენდლის II და ყოფილი ჯაზ-მუსიკოსი რონალდ მაკნერი. უკანასკნელს ცოცხლად უნდა დაეკრა "Rendez-Vous VI"-ში, მაგრამ 1986 წლის 28 იანვარს „ჩელენჯერის“ კატასტროფამ და მაკნერის დაღუპვამ ამ ჩანაფიქრს წერტილი დაუსვა. თუმცა, პარტია ჩაწერა კირკ უოლუმმა. ალბომზე "Rendez-Vous VI" მითითებულია ქვესათაურით "Ron's Piece".[2]

 
„მახსოვს, რომ გაფრენამდე რონმა პარიზში დამირეკა და მითხრა „ყველაფერი მზად არის, ერთ კვირაში გნახავ, ტელევიზორში გაფრენას უყურე“ ...რონის ღიმილი და სახე სამუდამოდ გულში დამრჩება.[2]

დაახლოებით 2000 პროექტორი უშვებდა გამოსახულებას შენობებზე და გიგანტურ ეკრანებზე, დაახლოებით 370 მეტრის სიმაღლეზე, გადააქცია რა ქალაქის ცათამბჯენები ფეიერვერკებისა და ლაზერების ფონად.[27] Rendez-vous Houston გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 1.5 მილიონი დამსწრე მსმენელით და მუსიკოსის 1979 წლის რეკორდს გაუსწრო. სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ახლომდებარე ავტოსტრადაზე შეიქმნა საცობი. ქალაქის მმართველობა იძულებული იყო, ავტოსტრადა კონცერტის დასასრულამდე დაეხურა.[40][41] თვეების შემდეგ ლიონში ჟარმა დაახლოებით მილიონი მსმენელის წინაშე კიდევ ერთი კონცერტი გამართა[42], რომელიც რომის პაპ იოანე პავლე II-ის ვიზიტს ეძღვნებოდა. პაპი თავად მიესალმა მსმენელებს ლიონის საკათედრო ტაძრიდან. გამოსვლის ჩანაწერი შეტანილია In Concert Houston-Lyon-ში.[2]

 
Destination Docklands, ოქტომბერი 1988

1988 წელს ჟარმა გამოსცა ალბომი Revolutions. მან რამდენიმე ჟანრი მოიცვა, მათ შორის - სიმფონიური ინდუსტრიული მუსიკა, არაბული მელოდიები, მსუბუქი პოპ-მუსიკა გიტარის თანხლებით და ეთნიკური ელექტრო-ჯაზი. ორსაათიანი კონცერტი Destination Docklands დაიგეგმა 1988 წლის სექტემბრისთვის. მისი გამართვის ადგილი უნდა ყოფილიყო ლონდონის დოკები.[43] ეს ადგილი არჩეული იყო არა მხოლოდ იმის გამო, რომ უმოქმედო იყო, არამედ იმიტომ, რომ ჟარი თვლიდა, რომ ადგილობრივი არქიტექტურა მის მუსიკაზე მორგებული იყო. 1988 წლის დასაწყისში ჟარი შეხვდა ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებს[44], მაგრამ რაიონის საბჭო შიშობდა უსაფრთხოების გამო და 12 სექტემბრამდე საბოლოო პასუხი გადადო[43], შემდეგ კი საერთოდ უარი თქვა ლიცენზიის გაცემაზე. ადგილობრივი მეხანძრეები ასევე განიცდიდნენ, რომ არსებობდა ხანძრის რისკი. თუმცა, ჟარის გუნდი მაინც ეძებდა ალტერნატიულ ადგილმდებარეობებს. საბოლოოდ, სანახაობა მოცურავე სცენაზე გადაიტანეს. დაიგეგმა ორი კონცერტი - 8 და 9 ოქტომბრისთვის.[44][45]

მოცურავე სცენის გარდა, გამოიყენებოდა ორი დიდი ეკრანი. ერთ-ერთი შენობა, რომელიც გამოიყენებოდა პროექციებისთვის, თეთრად იქნა შეღებილი. კონცერტისთვის აგრეთვე მოამზადეს გიგანტური დისკო-ბურთი, რომელიც გზაზე გადმოვარდა და გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან ბევრს იგი ჩამოვარდნილი სატელიტი ეგონა. კონცერტზე, ცაში გასაშვებად და ადგილობრივი არქიტექტურის გასანათებლად აგრეთვე გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროჟექტორები[44]. ახლოს მდებარე პარკებსა და ქუჩებზე შეიკრიბა ათასობით მსმენელი, დამატებითი 200.000 კი მუსიკოსის გამოსვლას თვალს ნაკლებად ხელსაყრელი ადგილებიდან ადევნებდა. უეცრად შეცვლილი ამინდის გამო წარმოიშვა სცენის განადგურების რისკი, ამიტომ იგი დააბრუნეს დოკებთან. ქარის სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ ტელევიზიის კუთვნილი კამერებიც დააყირავა. მეორე საღამოს (რომელსაც ესწრებოდა პრინცესა დაიანა),[42] ყველაფერი დაფარა წვიმამ და ქარმა.[44]

1990 წელს გამოვიდა ჟარის ახალი ალბომი En attendant Cousteau (ქართ. კუსტოს მოლოდინში), დაწერილი ჟაკ-ივ კუსტოს შთაგონებით.[42] 1990 წელს, ბასტილიის დღეს, ჟარმა გამართა კონცერტი პარიზში, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი - ამით მუსიკოსმა კიდევ ერთხელ გაუსწრო წინა რეკორდს და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში კვლავ მოხვდა.[46] ჟარი აპირებდა მექსიკაში, ტეოტიუაკანში, 1991 წლის 11 ივლისის აღსანიშნავი მზის დაბნელების კონცერტის გამართვას. თუმცა, რამდენიმე კვირით ადრე ტექნიკამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. ამასთან, ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა დიდი სატვირთო გემი, რომელსაც გადაჰქონდა პირამიდის ფორმის სცენა და სხვა ტექნიკური საშუალებები. ჟარი იმდენად გულგატეხილი იყო, რომ, მისივე თქმით, „მექსიკურ კერძებს შემდეგი ორი წლის განმავლობაში ვერ ეკარებოდა“.[2] ორი წლის შემდეგ მან გამოსცა ტექნო-მუსიკის გავლენით შექმნილი Chronologie. ტექნიკური კუთხით, ეს არის ადრეული ალბომების Oxygène/Équinoxe სტილის კონცეფცია, რომელშიც რიტმულ სექციებს წინ უსწრებს დიდი უვერტიურა.[47] ალბომში აგრეთვე გამოიყენებოდა ჟარის საყვარელი ინსტრუმენტები - ARP 2600 და Minimoog, ისევე, როგორც ახალი სინთეზატორები - Roland JD-800 და Kurzweil K2000.[48]

მუსიკალური ნაწყვეტები:
 
„ის, თუ რა განწყობით ჩავწერე Chronologie, ახლოს არის Oxygène-თან, ვინაიდან ვიყენებდი 70-იანების ბევრს სინთეზატორს, როგორიც იყო Moog - რომელსაც ვთვლი ელექტრონული მუსიკოსის სტრადივარიუსად - ციფრულ ჟღერადობასთან და 90-იანების საცეკვაო მუსიკასთან ერთად. გარკვეულწილად, Chronologie არის 70-იანების და 90-იანების ჟღერადობის შერწყმა.[47]

Chronologie შესრულდა 16 კონცერტზე, რომლებიც ევროპაში გაიმართა Europe in Concert-ის ფარგლებში. მათი მასშტაბი წინა კონცერტებთან შედარებით უფრო მცირე იყო. კონცერტები გაიმართა ლოზანაში, მონ-სენ-მიშელში, ლონდონში, მანჩესტერში, ბარსელონაში, სერვილიაში და ვერსალის სასახლეში, პარიზთან.[49] კიდევ ერთი გაიმართა 1994 წელს, ჰონგ-კონგში, ქალაქის ახალი სტადიონის გახსნის აღსანიშნავად.[50] 1995 წელს, ბასტილიის დღეს გამოსვლისას, ღონისძიებაზე Concert for Tolerance ჟარმა შეასრულა ჰიტების დიდი ნაწილი. ეიფელის კოშკი ამ მოვლენისთვის სპეციალური განათებით მორთეს.[51] შემდეგი წლის დეკემბერში ჟარმა ინტერნეტში გაუშვა საიტი "A Space for Tolerance", რომელზეც ჟღერდა მუსიკა En Attendant Cousteau-დან. საიტზე მომხმარებელს შეეძლო სხვადასხვა ვიზუალური სამყაროს ხილვა.[52]

1997 წელს ჟარი დაუბრუნდა ანალოგური სინთეზატორების გამოყენებას Oxygène 7–13-ის გამოცემით[53]. ალბომი მან GRM-ის პერიოდის ხელმძღვანელს, პიერ შეფერს მიუძღვნა, რომელიც ორი წლით ადრე გარდაიცვალა.[54]

იმავე წლის სექტემბერში ჟარმა გამართა კონცერტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და კიდევ ერთხელ დაამყარო მსოფლიო რეკორდი - 3.5 მილიონი დამსწრე ადამიანით. მოვლენა ეძღვნებოდა მოსკოვის დაარსებიდან 850 წლისთავს.[55][56] იმავე დღეს ბრიტანეთში მიმდინარეობდა პრინცესა დაიანას დასაფლავების ცერემონია და მუსიკოსმა მოსკოვში ერთწუთიანი დუმილის შემდეგ შესრულებული "Souvenir of China" მის ხსოვნას მიუძღვნა.[57] 1999 წლის 31 დეკემბერს, ახალი საუკუნის დადგომისას, გიზის დიდ პირამიდასთან გაიმართა კიდევ ერთი დიდი სანახაობა, The Twelve Dreams of the Sun. კონცერტზე შესრულდა ჟარის ახალი ალბომის Métamorphoses სიმღერებიც. შოუში მონაწილეობდა 1000-ზე მეტი ადგილობრივი შემსრულებელი. ღონისძიების ვიზუალური მხარე ეფუძნებოდა ძველ ეგვიპტურ მითოლოგიურ ამბავს მზის მოგზაურობაზე და ადამიანებზე მის გავლენაზე.[58]

მიუხედავად იმისა, რომ Zoolook იყო ჟარის პირველი ალბომი, რომელშიც უხვად იყო წარმოდგენილი ვოკალური ნაწილები, Métamorphoses (2000) იყო პირველი, რომელიც თითქმის მთლიანად ვოკალებით იყო გაჯერებული. ალბომი ჩაიწერა Pro Tools-ის ადრეული ვერსიით.[10] Métamorphoses სტილისტურად ჟარის ადრეული ნამუშევრებისგან განსხვავდება. ხმოვან ეფექტებს შორის არის მობილური ტელეფონების რადიო ხარვეზები და Macintalk, Macintosh-ის პროგრამა, რომლითაც მოხდა ტექსტის გენერირება სიმღერისთვის "Love, Love, Love". ალბომში ჟღერსს ლორი ანდერსონის, ნატაშა ატლასის და შერონ კორის ვოკალები.[20]

 
„მე მომწონდა Oxygène 7–13, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. სრულიად განსხვავებული მიმართულებით მევლო. Métamorphoses ცარიელი გვერდივით არის, ახალი დასაწყისია.[10]
 
ჟარი უკრავს ლაზერულ არფაზე ჰელსინკიში.

შემდეგი ალბომი იყო 2001 წლის Interior Music, ჩაწერილი სპეციალური აუდიო-ვიზუალური კომპანია Bang & Olufsen-ისთვის. კომერციულად იგი არ გამოცემულა. შემდეგი იყო 2002 წლის Sessions 2000, ექსპერიმენტული სინთ-ჯაზური კომპოზიციების კომპილაცია, რომელიც წინა ნამუშევრებისგან გამოირჩეოდა. Sessions Billboard-მა დადებითად შეაფასა. მისი აზრით, „ჟარმა შექმნა ღრმად დეტალური ხმოვანი ფონი, რომელიც ტოვებს კვლავ მოსმენის სურვილს.“[59] ოლბორგთან 2002 წლის სექტემბერში გაიმართა კონცერტი, თუმცა მას პრობლემებიც ახლდა - ძლიერი წვიმის გამო.[60][61] ჟარის კონცერტებზე ერთგვარი ცვლილებაც მოხდა - Rendez-vous Houston-ის შემდეგ მას ეხმარებოდა მუსიკოსების სრული შემადგენლობა, მაგრამ ოლბორგში შემადგენლობაში შედიოდნენ მხოლოდ კლარუპის გოგონათა გუნდი, ფრანსის რიმბერი, Safri Duo და ოლბორგის სიმფონიური ორკესტრი.[60]

2003 წელს გამოვიდა ახალი ალბომი, Geometry of Love, რომელიც დაიწერა Jean-Roch-ის დაკვეთით, როგორც საფრანგეთის ღამის კლუბის V.I.P. Room საუნდტრეკი. მასში უფრო მეტად ელექტრო-ჩილ მიმართულების მუსიკაა შეტანილი და ახლოს არის ჟარის ტრადიციულ სტილთან.[62] 2004 წლის ოქტომბერში ჟარი ჩინეთში დაბრუნდა და იქ „საფრანგეთის წელი“ გახსნა. გაიმართა ორი კონცერტი, პირველი - აკრძალულ ქალაქში, ხოლო მეორე - ტიანანმენის მოედანზე. აკრძალულ ქალაქში გამართულ კონცერტს 15.000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ყოველი კონცერტი ქვეყნის სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. ამ კონცერტების მომზადებისას ჟარმა ითანამშრომლა მუსიკის ჩენ ლინთან. გამოიყენებოდა 600 პროექტორი, რომელიც სხვადასხვა ობიექტსა და ეკრანს წითელი ფერებით ამკობდა.[63]

2004 წლის სექტემბერში გამოვიდა ჟარის AERO - DVD და CD. ეს იყო პირველი ალბომი მხოლოდ 5.1 სისტემებისთვის. ალბომში შეტანილია ჟარის ცნობილი კომპოზიციების ახლებურად ჩაწერილი ვერსიები. გარეკანზე წარმოდგენილია ან პარილოს თვალები, ხოლო სიმღერების მოსმენის დროს ეს თვალები მოძრაობენ - ისინი გადაიღეს თავად ალბომის მოსმენის დროს.[9][64][65] CD ვერსია სუპერ-სტერეო ხარისხით იქნა ჩაწერილი.

როგორც UNESCO კეთილი ნების ელჩი, ჟარი იყო მაროკოში კონცერტის Water for Life ინიციატორი. კონცერტი 2006 წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მსოფლიოს გაუდაბნოების აღსანიშნავად[66], საჰარაში. ამ უფასო კონცერტს დაესწრო 25 000 მსმენელი. წყლის და სხვა ობიექტების გამოსახულებები ცხრა ვერტიკალურ ეკრანზე იყო პროეცირებული. ეკრანები დამაგრებული იყო დასველებული და გამაგრებული ქვიშვით. ირგვლივ გაყვანილი იქნა რამდენიმე სასმელი შადრევანი, ისევე, როგორც მუდმივი ელექტროკვების წყაროები. ჟარს კონცერტზე 60 ადგილობრივი მუსიკოსი შეუერთდა[67].

მორიგი სტუდიური ალბომი, Téo & Téa, ჟარმა 2007 წლის 26 მარტს გამოუშვა.[68] სასათაურო სიმღერის ორი პერსონაჟი, შექმნილი კომპიუტერული გრაფიკით, ჟარმა აღწერა, როგორც ტყუპები - გოგო და ბიჭი. ალბომი აღწერს სასიყვარულო ურთიერთობათა სხვადასხვა ეტაპს და აზრს, რომ ასეთ ურთიერთობათა მომავალი გაუთვალისწინებელია. ვირტუალური ინსტრუმენტების და კომპიუტერების შემდეგ, ჟარმა ამ ალბომზე გამოიყენა დიდი რაოდენობით სხვადასხვა მოწყობილობა, როგორიც იყო ახალი პროტოტიპული ინსტრუმენტები. ალბომის გარეკანი შეიქმნა დევიდ ლინჩის ფილმის „გულით ველურნი“ შთაგონებით.[64]

 
ჟარი AX-Synth-ით, ტურნე IN>DOORS.

2007 წლის აგვისტოში ჟარმა კონტრაქტი EMI-ს ფრანგულ ფილიალთან გააფორმა. მან 2007 წლის ნოემბერში გამოსცა Oxygène-ის სპეციალური ახალი ცოცხალი ჩანაწერი, 3D DVD, CD და სტანდარტულ DVD ფორმატებში - Oxygène: New Master Recording. პირველად ჟარის კარიერაში, ალბომი ცოცხლად ჩაიწერა, ნებისმიერი წინასწარ გამზადებული ხმების გარეშე, ფრანსის რიმბერის, კლოდ სამარის და დომინიკ პერიეს დახმარებით. ალბომში აგრეთვე შეტანილია სამი დამატებითი კომპოზიცია - Oxygène-ის ნაწილების დამაკავშირებული ჩანაწერები. Disques Dreyfus-მა მოგვიანებით გამოსცა The Complete Oxygène, ჟარის Oxygène-ის და Oxygène 7–13-ის სრული კოლექცია და Oxygène 7–13-ის რემიქსები.[69]

 
„…არსებობს რამდენიმე Eminent String Machines, რომელიც ქმნის Oxygène-ის ჟღერადობას. ვინაიდან ოთხივე ვიყავი, აუცილებელი იყო ინსტრუმენტების რაოდენობის გაორმაგება და ტექნიკის მოძიება თავის ტკივილი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ, რამდენადაც შემეძლო, ვერიდებოდი Oxygène-ის მიერ გამოსული ინსტრუმენტების გამოყენებას. არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ ინსტრუმენტების 95 პროცენტი იმ დროიდან არის. ჩემთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო პროცესის რადიკალურობისთვის.[11]

2007 წლის 12-16 დეკემბერს ჟარი პარიზში 10 კონცერტით გამოვიდა, Oxygène Live-ის ფარგლებში. კონცერტები მარინის თეატრში გაიმართა. 2008 წლის ბოლოს ჟარმა რამდენიმე კონცერტი ევროპის თეატრებშიც გამართა, ალბომის Oxygène იუბილეს აღსანიშნავად. როიალ ალბერტ ჰოლში ერთ-ერთი ასეთი კონცერტის წინ ჟარი ბრაიან მეის შეხვდა, რომელმაც შესთავაზა ასტრონომიის საერთაშორისო წლის აღსანიშნავად ტენერიფეზე კონცერტის გამართვა.[70] თუმცა, მცირე დაფინანსების გამო კონცერტი არ გამართულა.[71]

2009 წელს ჟარი არჩეული იქნა World Sky Race-ის[72] სამხატვრო ხელმძღვანელად და საკუთარ თავზე აიღო ასტრონომიის საერთაშორისო წლის კეთილი ნების ელჩის მოვალეობა.[73] 2009 წელს მუსიკოსმა გამართა ევროპული კონცერტების სერია.[74]

2010 წლის 1 მარტს ჟარმა დაიწყო ტურნეს Indoors მეორე ეტაპი. 10 ივნისს მას ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის Mojo-სგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.[75]

2011 წლის 30 მაისს გამოვიდა ჟარის კომპილაცია Essentials & Rarities - უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც მუსიკოსმა Disques Dreyfus-ზე გამოსცა. მისი პირველი დისკი შედგება მუსიკოსის ცნობილი ნამუშევრებისგან. მეორე, იშვიათი მასალით, წარმოადგენს Oxygène-ამდე ჩაწერილი მასალის კომპილაციას. ამ ჩანაწერის გამოცემის შემდეგ ჟარს დაუბრუნდა უფლება საკუთარი შემოქმედების გამოცემაზე, რასაც მანამდე ფლობდა Francis Dreyfus Music.

2011 წლის 1 ივლისს მონაკოში ჟარმა გამართა მასშტაბური კონცერტი, რომელიც ალბერტ II-ის, მონაკოს პრინცის ქორწინებას ეძღვნებოდა. 2011 წლის უკანასკნელ თვეებში დასრულდა ჟარის თითქმის სამწლიანი ტურნე. 2013 წელს იგი გამოვიდა კართაგენში, ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე.

2013 წლის ივნისში ჟარი აირჩიეს ავტორებისა და კომპოზიტორების საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) პრეზიდენტად.[76]

2015 წლის გაზაფხულზე გამოვიდა ახალი სტუდიური ალბომის პირველი კომპოზიციები.[77] ალბომი, Electronica 1: The Time Machine (სამუშაო სათაური E-Project),[78] შედგება სხვა ცნობილ შემსრულებლებთან თანამშრომლობისას ჩაწერილი კომპოზიციებისგან. მათ შორის არის Gesaffelstein-ის, M83-ის (შეტანილია ფილმში EMIC)[79], ედგარ ფრეზეს, Above and Beyond-ის ; ვინს კლარკის [80] არმინ ვან ბიურენის [81] ჯონ კარპენტერის,[82] Little Boots-ის[83] და პიტ ტაუნსენდის მონაწილეობით შექმნილი მუსიკა. Electronica 1 იქცა 25 წლიანი პაუზის შემდეგ ჟარის პირველ ალბომად, რომელიც ბრიტანეთის ჩარტში მოხვდა - #8 პოზიციაზე. 2016 წელს გამოვიდა ალბომის გაგრძელება - Electronica 2: The Heart of Noise, სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ჩაწერილი მასალით. ჩაწერაში მონაწილეობდნენ ჰანს ციმერი, გერი ნიუმენი და სხვა შემსრულებლები.

2016 წლის 2 დეკემბერს გამოვიდა ჟარის ახალი ალბომი, Oxygène 3, მესამე და საბოლოო Oxygène-ის სერიაში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჟარმა სულ სამჯერ იქორწინა. პირველად იქორწინა ფლორ გილართან. მასთან ერთად მუსიკოსი 1977 წლამდე ცხოვრობდა. მათი შვილი ემილი შარლოტი დაიბადა 1975 (ან 1976) წელს და მოდელი გახდა.[84][85] მომავალი მეორე მეუღლე, შარლოტ რემპლინგი ჟარმა 1976 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.[85] ორივეს ქორწინება იმ პერიოდში დასასრულს უახლოვდებოდა.[86] ჟარმა მოიპოვა მეურვეობა ემილი შარლოტზე[85] და რემპლინგის შვილ ბარნაბიზე. ერთად მათ ეყოლათ ერთი შვილი, დავიდი. 1995 წელს Hello!-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ნათელი ხდებოდა, რომ ჟარსა და მის 31 წლის მდივან ოდილ ფრუმენს შორის რომანტიკული ურთიერთობები იყო. 1996 წელს ჟან-მიშელი და რემპლინგი დაშორდნენ.[86][87] 2002 წელს ისინი ოფიციალურად გაეყარნენ ერთმანეთს.[88] ჟარი დროებით ხვდებოდა იზაბელ აჯანისაც[89], მაგრამ 2005 წლის მაისში იქორწინა ან პარილოსთან[90]. 2010 წლის ნოემბერში ისინი დაშორდნენ.[91]

ჟარს ჰყავს ნახევარდა სტეფანი ჟარი (მამის სხვა ქორწინებიდან).[24] მისი ნახევარძმა კევინ ჟარი 2011 წელს გარდაიცვალა.[92] მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი თავის მამას არ ხვდება, 2009 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ხსოვნას პატივი მიაგო.[93] მამის შესახებ მან განაცხადა:

 
„ნამდვილი ურთიერთობა მამასთან არასოდეს მქონია. ალბათ ცხოვრებაში მხოლოდ 20-25-ჯერ თუ გვინახავს ერთმანეთი. როდესაც ჩემს ასაკში შეგიძლიათ გაიხსენოთ, თუ რამდენჯერ შეხვდით მამას, ეს რაღაცას ნიშნავს...ალბათ, სჯობს, კონფლიქტი გქონდეს ან თუ გყავს ორი მშობელი, რომელთა შორის ერთი კვდება, შენ დასტირი, მაგრამ ერთ-ერთი არარსებობის შეგრძნების ამოვსება რთულია, ამის აღსაქმელად დრო დამჭირდა.[4]

კონცერტები

რედაქტირება
მასშტაბური კონცერტები
თარიღი დაესწრო ადგილი ღონისძიება შენიშვნა
14 ივლისი 1979 1 მილიონი   კონკორდის მოედანი ბასტილიის დღის აღსანიშნავად გინესის რეკორდების წიგნში პირველად მოხვედრა - კონცერტზე დამსწრები ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლის მხრივ.[28][94]
5 აპრილი 1986 1.5 მილიონი   ჰიუსტონი ტეხასის და ჰიუსტონის დაარსებიდან 150 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად გინესის რეკორდების წიგნში მეორედ მოხვედრა.[2][27][95]
5 ოქტომბერი 1986 0.8 მილიონი   ლიონი იოანე პავლე II-ის ვიზიტი ლიონში. /
8, 9 ოქტომბერი 1988 0.2 მილიონი (ოფიციალურად) 1 მილიონი (არაოფიციალურად)   ლონდონი კონცერტი ღია ცის ქვეშ "Destination Docklands", ლონდონის დოკები. აღსანიშნავია მისი ტექნიკური სირთულეები და ცუდი ამინდი. /
14 ივლისი 1990 2.5 მილიონი   ლა-დეფანსი ფრანგული რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა (1789–1989) გინესის რეკორდების წიგნში მესამედ მოხვედრა.[2][46][96]
14 ივლისი 1995 1.25 მილიონი   ეიფელის კოშკი UNESCO-ს 50 წლიანი იუბილე და შემწყნარებლობის წლის აღნიშვნა. /
6 სექტემბერი 1997 3.5 მილიონი   მოსკოვი მოსკოვის 850 წლისთავის აღნიშვნა. გინესის რეკორდების წიგნში მეოთხედ მოხვედრა (უტოლდება როდ სტიუარტის 1994 წლის კონცერტს).
14 ივლისი 1998 0.8 მილიონი   ეიფელის კოშკი ბასტილიის დღე /

ჯილდოები

რედაქტირება

  • 2015 - GQ-ს წლის მამაკაცი.[115]

ჟარის აღსანიშნავად ერთ-ერთ ასტეროიდს 4422 ჟარი ეწოდა.[116] ჟან-მიშელ ჟარი არის გდანსკის საპატიო მოქალაქე.[117]

დისკოგრაფია

რედაქტირება

2004 წლისთვის ჟარის მიერ მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ალბომების რაოდენობამ 80 მილიონი შეადგინა.[118]

სტუდიური ალბომები

ფილმოგრაფია, საუნდტრეკები, დოკუმენტური ფილმები

რედაქტირება

ჟარი აგრეთვე არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის მონაწილე.[119]

წარმატება ჩარტებში

რედაქტირება
  • Oxygène - #1 საფრანგეთი #2 ბრიტანეთი #78 აშშ
  • Équinoxe - #11 ბრიტანეთი #126 აშშ
  • Les Chants Magnétiques - #6 ბრიტანეთი #98 აშშ
  • Les Concerts en Chine - #6 ბრიტანეთი #1 პორტუგალია
  • Rendez-Vous - #9 ბრიტანეთი #52 აშშ
  • Rendez-Vous 4 (სინგლი) - #1 პორტუგალია
  • Revolutions - #3 ბრიტანეთი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
შენიშვნები
  1. Sleeman, Taylor და Francis 2003, p. 809.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 Making the Steamroller Fly, Image Entertainment, 4 November 2003
  3. Jarre, Jean-Michel, End of First Week, http://aerojarre.blogspot.com/2010/03/end-of-first-week.html. წაკითხვის თარიღი: 10 March 2010
  4. 4.0 4.1 4.2 Stuart, Julia (23 August 2004), Jean Michel Jarre: Smooth operator, independent.co.uk, http://www.independent.co.uk/arts-entertainment/music/features/jean-michel-jarre-smooth-operator-557538.html. წაკითხვის თარიღი: 15 March 2009
  5. Remilleux 1998, p. 13
  6. Remilleux 1988, p. 12
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 Hughes და Reader 2003, p. 303
  8. 8.0 8.1 Remilleux 1998, p. 16
  9. 9.0 9.1 Hodgkinson, Will (17 September 2004), Sensual Healing, guardian.co.uk, http://www.guardian.co.uk/music/2004/sep/17/4. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009
  10. 10.0 10.1 10.2 Scott, Danny (17 August 2001), Jean Michel Jarre – the Godfather speaks, jarreuk.info & Future Music, http://jarreuk.info/features/futuremusicinterview2000. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Flint, Tom (February 2008), Jean Michel Jarre – 30 Years of Oxygène, soundonsound.com, http://www.soundonsound.com/sos/feb08/articles/jmjarre.htm. წაკითხვის თარიღი: 28 May 2009
  12. 12.0 12.1 Brown, Jonathan (18 February 2008), Jean Michel Jarre: Toujours Jarre, independent.co.uk, http://www.independent.co.uk/arts-entertainment/art/features/jean-michel-jarre-toujours-jarre-782870.html დაარქივებული 20 November 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  13. 13.0 13.1 Snider 2008, p. 257
  14. Bos, Christian (28 November 2007), "Synthesizer sind etwas Sinnliches" — Kölner Stadt-Anzeiger, ksta.de, http://www.ksta.de/html/artikel/1195816856258.shtml. წაკითხვის თარიღი: 28 May 2009
  15. 15.0 15.1 Thévenin, Patrick (3 May 2012), Synth-Aesthesia: Jean-Michel Jarre's Favorite Keys, redbullmusicacademy.com, http://www.redbullmusicacademy.com/magazine/jarre-synth. წაკითხვის თარიღი: 5 May 2012 დაარქივებული 1 May 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  16. 16.0 16.1 Remilleux 1988, p. 27
  17. Remilleux 1998, p. 17
  18. Bourges – 2002, jeanmicheljarre.com, http://www.jeanmicheljarre.com/live-o-graphy/bourges-2002. წაკითხვის თარიღი: 22 June 2009 დაარქივებული 14 October 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  19. Remilleux, p. 18
  20. 20.0 20.1 20.2 Profile, jeanmicheljarre.com, http://www.jeanmicheljarre.com/media/biography. წაკითხვის თარიღი: 22 June 2009 დაარქივებული 11 June 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  21. 21.0 21.1 Green, Thomas H. (27 March 2008), Oxygène: ba-boo-boo beew, telegraph.co.uk, http://www.telegraph.co.uk/culture/music/3672108/Oxygène-ba-boo-boo-beew.html. წაკითხვის თარიღი: 14 March 2009
  22. Hennessey 1978, p. 7
  23. Kahn და Way 1977, p. 36
  24. 24.0 24.1 Jenkins 2007, p. 159
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 Warwick, Brown და Kutner 2004, p. 558–559
  26. Colin Larkin, რედ. (17 November 2006), Jarre, Jean-Michel – Équinoxe, Oxford Music Online, http://www.oxfordmusiconline.com/subscriber/article/epm/81588. წაკითხვის თარიღი: 30 May 2009
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 August, Marilyn (18 April 1986), Frenchman turns Houston into giant stage, Pittsburgh Post-Gazette, p. 29, https://news.google.com/newspapers?id=e1MNAAAAIBAJ&sjid=RW4DAAAAIBAJ&pg=5559,6042453&dq=jarre+rendez-vous+houston. წაკითხვის თარიღი: 28 May 2009
  28. 28.0 28.1 Remilleux 1998, p. 57
  29. Remilleux 1998, p. 48
  30. Francis Rimbert – Biography, Intro, etc, francisrimbert.com, 2004, http://www.francisrimbert.com/. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009 დაარქივებული 11 March 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  31. 31.0 31.1 Way, Michael (11 July 1981), Jarre off to China to Map Autumn Tour, Billboard Magazine, p. 59, https://books.google.com/books?id=rCQEAAAAMBAJ. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009
  32. 32.0 32.1 32.2 Remilleux 1998, p. 35
  33. Remilleux 1998, p. 68
  34. 34.0 34.1 Remilleux 1998, p. 74–75
  35. China Is Exposed To Laser Rock, nytimes.com, 22 October 1981, http://www.nytimes.com/1981/10/22/arts/china-is-exposed-to-laser-rock.html?scp=13&sq=jean%20michel%20jarre&st=cse. წაკითხვის თარიღი: 22 June 2009
  36. Remilleux 1998, p. 77
  37. Remilleux 1998, p. 32
  38. Zoolook sleeve notes, Disques Dreyfus, 1984
  39. Jenkins 2007, p. 161
  40. 40.0 40.1 Portico და Matlock 2008, p. 86
  41. Remilleux 1998, p. 93
  42. 42.00 42.01 42.02 42.03 42.04 42.05 42.06 42.07 42.08 42.09 Oxygène Live in Concert 2008, Hill Shorter Ltd (printer), 2008, pp. 10–11
  43. 43.0 43.1 Thames extravaganza threatened by fears, Ocala Star-Banner, 11 September 1988, https://news.google.com/newspapers?id=JtkTAAAAIBAJ&sjid=2wYEAAAAIBAJ&pg=5468,5813719&dq=jarre+newham. წაკითხვის თარიღი: 15 June 2011
  44. 44.0 44.1 44.2 44.3 Jean-Michel Jarre Destination Docklands, Francis Dreyfus Music, 1989
  45. People in the News, Eugene Register-Guard, 30 September 1988, https://news.google.com/newspapers?id=S20VAAAAIBAJ&sjid=r-EDAAAAIBAJ&pg=6719,7376652&dq=jarre+newham. წაკითხვის თარიღი: 15 June 2011
  46. 46.0 46.1 Matthews 1994, p. 169
  47. 47.0 47.1 Chronologie & Europe in Concert Interview (Part 1 of 3) – Jean Michel Jarre, youtube.com, 1993, http://www.youtube.com/watch?v=47c3V3fYrMo. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009
  48. Chronologie sleeve notes, Disques Dreyfus, 1991
  49. Europe in Concert – 1993, jeanmicheljarre.com, http://www.jeanmicheljarre.com/live-o-graphy/europe-in-concert-1993. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009 დაარქივებული 21 June 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  50. Holland, Fiona (12 March 1994), Laser show wows stadium crowd, Hong Kong Standard, p. 1
  51. Concert For Tolerance – 1995, jeanmicheljarre.com, http://www.jeanmicheljarre.com/live-o-graphy/concert-for-tolerance-1995. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009 დაარქივებული 9 September 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  52. LeGrand, Emmanuel (23 March 1996), Jarre Creates an 'Online Space', Billboard Magazine, p. 46, https://books.google.com/books?id=iQ8EAAAAMBAJ. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009
  53. McCormack, Neil (22 February 1997), Give me that old-time synthesiser music, telegraph.co.uk, http://www.telegraph.co.uk/culture/4707654/Give-me-that-old-time-synthesiser-music.html. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009
  54. Oxygène 7–13 sleeve notes, Francis Dreyfus Music and Jean Michel Jarre, 1997
  55. Cacciottolo, Mario (28 March 2008), Jarre breathes again with Oxygène, news.bbc.co.uk, http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/7314713.stm. წაკითხვის თარიღი: 26 May 2009
  56. Guinness Book of Records, edition 1998
  57. 57.0 57.1 Wall, Mick (12 January 2008), The keys to my success: Jean Michel Jarre, dailymail.co.uk, http://www.dailymail.co.uk/home/moslive/article-507681/The-keys-success-Jean-Michel-Jarre.html. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009
  58. Weber, Bruce (1 February 2000), THE YEAR 2000: THE ENTERTAINMENT; Around the World, Ancient and Modern Creations, nytimes.com, http://www.nytimes.com/2000/01/02/nyregion/the-year-2000-the-entertainment-around-the-world-ancient-and-modern-creations.html?pagewanted=2. წაკითხვის თარიღი: 22 June 2009
  59. Vleck, Philip van (1 November 2003), Michael Paoletta, რედ., Jean Michel Jarre – Sessions 2000, Billboard Magazine, p. 30, https://books.google.com/books?id=0Q0EAAAAMBAJ&pg=PA29. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009
  60. 60.0 60.1 Aalborg – 2002, jeanmicheljarre.com, http://www.jeanmicheljarre.com/live-o-graphy/aalborg-2002. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009 დაარქივებული 14 October 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  61. Fans' fear at Danish concert, news.bbc.co.uk, 16 September 2002, http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/2251649.stm. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009
  62. Discography – Studio Albums – Geometry of Love, jarreuk.info, http://jarreuk.info/discography/studio-albums/geometryoflove. წაკითხვის თარიღი: 24 June 2009 დაარქივებული 25 July 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  63. Jean Michel Jarre lights up China, news.bbc.co.uk, 11 October 2004, http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/3733290.stm. წაკითხვის თარიღი: 15 March 2009
  64. 64.0 64.1 Jean Michel Jarre Teo & Tea Interview, youtube.com, http://www.youtube.com/watch?v=XSAY-hknEIc. წაკითხვის თარიღი: 19 June 2009
  65. BBC Breakfast News, BBC, 16 September 2004
  66. Jean Michel Jarre celebrates "Water for Life" in the Sahara, portal.unesco.org, 19 December 2006, http://portal.unesco.org/en/ev.php-URL_ID=38273&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html. წაკითხვის თარიღი: 27 May 2009
  67. Jarre 2007, p. 38–40
  68. Téo & Téa, teo-tea.com, http://www.teo-tea.com/. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009 დაარქივებული 22 July 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  69. The Complete Oxygène, Disques Dreyfus, http://www.disquesdreyfus.com/catalogue/368872-coff2cd-the-complete-Oxygène.html. წაკითხვის თარიღი: 20 ნოემბერი 2015[მკვდარი ბმული]
  70. Jean-Michel Jarre: "The extraordinary landscapes of the Canary Islands are very inspiring to my music", iac.es, 14 July 2008, http://www.iac.es/divulgacion.php?op1=16&id=535&lang=en. წაკითხვის თარიღი: 10 December 2008
  71. Concierto en Canarias Cancelado, jeanmicheljarre.es, 9 April 2009, http://jeanmicheljarre.es/concierto-en-canarias-cancelado. წაკითხვის თარიღი: 11 August 2009 დაარქივებული 13 April 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  72. Jean-Michel Jarre becomes Artistic Director of the World Sky Race, portal.unesco.org, 25 February 2009, http://portal.unesco.org/en/ev.php-URL_ID=44634&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html. წაკითხვის თარიღი: 26 May 2009
  73. Jean Michel Jarre acts as Master of Ceremonies for the Global Launch of the International Year of Astronomy (2009), portal.unesco.org, 1 May 2009, http://portal.unesco.org/es/ev.php-URL_ID=45356&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009
  74. Sullivan, Caroline (25 May 2009), Jean Michel Jarre, guardian.co.uk, http://www.guardian.co.uk/music/2009/may/25/jean-michel-jarre-tour-wembley. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009
  75. Latest Big Music News, Features & Stories | MOJO. Mojo4music.com (2014-01-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2014-01-26.
  76. Jean-Michel Jarre: "Il n'y a pas d'un côté les bad guys du web, de l'autre les artistes victimes", http://lexpansion.lexpress.fr/high-tech/jean-michel-jarre-il-n-y-a-pas-d-un-cote-les-bad-guys-du-web-de-l-autre-les-artistes-victimes_388358.html#z3LVaMPMOPD1ODFY.99 დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine.
  77. Gesaffelstein & Jean-Michel Jarre Collaborate For 'Conquistador'. Harder Blogger Faster (20 April 2015). ციტირების თარიღი: 21 April 2015.
  78. Jean Michel Jarre. (2015-07-10) The Pre-order for my new album is finally here!. Jean Michel Jarre.
  79. Jean-Michel Jarre : un album à l’horizon après hurt and d’absence French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  80. https://twitter.com/jeanmicheljarre/status/621030796908871680
  81. https://www.facebook.com/jeanmicheljarre/videos/vb.9760369095/10153502278514096/?type=2&theater
  82. Jean-Michel Jarre Teams With John Carpenter For Collaboration Track
  83. Jean-Michel Jarre lädt zum Gipfeltreffen der Elektro-Szene German.
  84. IMDB,Jean Michel Jarre
  85. 85.0 85.1 85.2 Boucher, Caroline (8 August 1993), How We Met: Jean-Michel Jarre and Charlotte Rampling, independent.co.uk, http://www.independent.co.uk/arts-entertainment/how-we-met-jeanmichel-jarre-and-charlotte-rampling-1459832.html. წაკითხვის თარიღი: 26 May 2009
  86. 86.0 86.1 Lichfield, John (23 August 2003), Charlotte Rampling: Magnetic, depressed and creative — an actress of our times, independent.co.uk, http://www.independent.co.uk/news/people/profiles/charlotte-rampling-magnetic-depressed-and-creative--an-actress-of-our-times-536777.html. წაკითხვის თარიღი: 26 May 2009[მკვდარი ბმული]
  87. 20-year marriage over for Charlotte Rampling and Jean-Michel Jarre, Hello!, 21 June 1997, pp. 24–25
  88. Byrnes, Sholto (26 March 2005), Charlotte Rampling: In from the cold, independent.co.uk, http://www.independent.co.uk/arts-entertainment/films/features/charlotte-rampling-in-from-the-cold-529788.html. წაკითხვის თარიღი: 26 May 2009
  89. Adjani splits with unfaithful Jarre, contactmusic.com, 25 June 2004, http://www.contactmusic.com/new/xmlfeed.nsf/mndwebpages/adjani%20splits%20with%20unfaithful%20jarre. წაკითხვის თარიღი: 2 August 2009
  90. Frain, Par Irene (19 May 2005), Jean-Michel Jarre Anne Parillaud, Rebelles...et mariés, Paris Match
  91. Jean-Michel Jarre et Anne Parillaud, c’est fini!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  92. Nelson, Valerie (22 April 2011), Kevin Jarre dies at 56; screenwriter of 'Glory' and 'Tombstone', latimes.com, http://www.latimes.com/news/obituaries/la-me-kevin-jarre-20110422,0,6990580.story. წაკითხვის თარიღი: 6 May 2011
  93. Rogers, Georgie (1 April 2009), Jarre pays tribute to late father, news.bbc.co.uk, http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/7976187.stm. წაკითხვის თარიღი: 26 May 2009
  94. Jean Michel Jarre: Making the Steamroller Fly In this bonus feature included with Jean Michel Jarre's Oxygène Moscow VHS/DVD, director Aubrey Powell documents the legendary artist.
  95. Rendez-Vous Houston – A City in Concert, PolyGram Music Video, 1989
  96. Paris La Defense – A City in Concert, Genesis, 1992
  97. Crying all the way to the bank, guardian.co.uk, 10 January 2000, http://www.guardian.co.uk/theguardian/2000/jan/10/features11.g21. წაკითხვის თარიღი: 20 June 2009
  98. Robertshaw და Jones 1978, p. 58
  99. Jean-Michel Jarre Victoire de la Musique 1994, https://www.youtube.com/watch?v=SAjoZbV_FGc&list=PL8FB32CDD67C9ACF2
  100. Masson, Gordon (30 May 2000), Corrs to continue Jarre's IFPI role, Billboard Magazine, https://books.google.com/?id=PA8EAAAAMBAJ&pg=PA10&dq=jean-michel+jarre. წაკითხვის თარიღი: 12 June 2009
  101. Jean Michel Jarre Titled Honorary Doctor of Mendeleyev University, russia-ic.com, 19 November 2008, http://www.russia-ic.com/news/show/7410/. წაკითხვის თარიღი: 28 May 2009
  102. დაარქივებული ასლი, muctr.ru, http://www.muctr.ru/about/hondoc/jarre.php?phrase_id=282701. წაკითხვის თარიღი: 28 May 2009 დაარქივებული 6 October 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  103. Red Carpet Gallery: Honours List 2010, mojo4music.com, http://www.mojo4music.com/blog/2010/06/red_carpet_gallery_honours_lis.html. წაკითხვის თარიღი: 10 June 2010
  104. MOJO Honours List 2010: The Winners Revealed!, mojo4music.com, http://www.mojo4music.com/blog/2010/06/mojo_honours_list_2010_winners.html. წაკითხვის თარიღი: 10 June 2010
  105. A Memorable Night, Jean-Michel Jarre, http://aerojarre.blogspot.com/2010/06/memorable-night.html. წაკითხვის თარიღი: 12 June 2010
  106. Les Grand Prix 2010, SACEM, http://www.sacem.fr/cms/home/createurs-editeurs/grands_Prix/grands-prix-2010. წაკითხვის თარიღი: 29 November 2010
  107. Gran Ballo della Calvachina..., Il Gazzettino, http://www.gazzettino.it/articolo.php?id=140737&sez=CARNEVALE. წაკითხვის თარიღი: 18 April 2011 დაარქივებული 5 May 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  108. Culture : les décorés du 14 juillet 2011, Louvre Pour Tous, http://www.louvrepourtous.fr/Culture-les-decores-du-14-juillet,678.html. წაკითხვის თარიღი: 14 July 2011
  109. La promotion du 14 juillet de la Légion d'honneur, Le Figaro, http://www.lefigaro.fr/actualite-france/2011/07/14/01016-20110714DIMWWW00310-la-promotion-du-14-juillet-de-la-legion-d-honneur.php. წაკითხვის თარიღი: 14 July 2011
  110. El Claustro Universitario de las Artes otorga sus becas a los nuevos miembros honoríficos, Diario digital de la Universidad de Alcalá, http://www2.uah.es/diariodigital/index.php?option=com_content&task=view&id=6502&Itemid=1. წაკითხვის თარიღი: 1 November 2012 დაარქივებული 5 January 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  111. Aktuelles, Der Steiger Award, http://www.der-steiger-award.de/aktuelles. წაკითხვის თარიღი: 14 October 2013 დაარქივებული 14 October 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  112. Xperia Access Q Awards – all the 2014 winners, Q Magazine, http://www.qthemusic.com/6168/xperia-access-q-awards-all-the-2014-winners/. წაკითხვის თარიღი: 22 October 2014 დაარქივებული 1 January 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  113. LA DISTINCTION NUMÉRIQUE, http://www.institut-national-audiovisuel.fr/actualites/distinction-numerique-.html. წაკითხვის თარიღი: 16 December 2014
  114. Video by lappoms, http://instagram.com/p/wrq-yZTEj9/?modal=true. წაკითხვის თარიღი: 16 December 2014
  115. Les Hommes De L'Anne, GQ Magazine, http://www.gqmagazine.fr/hommes-de-l-annee-2015/palmares. წაკითხვის თარიღი: 19 November 2015 დაარქივებული 20 November 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  116. (4422) Jarre, cfa-www.harvard.edu, 4 October 1990, http://cfa-www.harvard.edu/iau/special/rocknroll/0004422.html. წაკითხვის თარიღი: 5 May 2009
  117. Polonia: independencia con incidentes. Orbe.perfil.com (2010-01-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2014-01-26.
  118. Disques Dreyfus Announces the American Release of 'The Jean Michel Jarre Collection', dreyfusrecords.com, 17 February 2004, http://www.dreyfusrecords.com/news_article_ns.php?l=0&n=18. წაკითხვის თარიღი: 5 May 2012
  119. Jean-Michel Jarre – IMDb
  120. Le voyage d'Orphée.
ბიბლიოგრაფია