Oxygène 3
Oxygène 3 — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს და კომპოზიტორ ჟან-მიშელ ჟარის მეცხრამეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 2 დეკემბერს. ჟარმა მისი გამოცემის შესახებ Instagram-ის მეშვეობით განაცხადა[2]. Oxygène 3 გამოიცა Oxygène-ის გამოსვლიდან 40 წლისთავზე.[3][4]
Oxygène 3 | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2 დეკემბერი 2016 | |||
ჩაიწერა | 2016 | |||
ჟანრი | ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 39:54 | |||
ლეიბლი | Columbia, Sony Music | |||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Oxygène 3 | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
შექმნა
რედაქტირებაElectronica-ს სერიის ალბომების ჩაწერისას ჟარმა დაწერა კომპოზიცია, რომელმაც დააფიქრა, თუ „როგორი ჟღერადობა ექნებოდა Oxygène-ს იმ შემთხვევაში, თუ იგი დღეს ჩაიწერებოდა“. ვინაიდან ახლოვდებოდა ალბომის 40 წლიანი იუბილე, მუსიკოსმა გადაწყვიტა, შეექმნა Oxygène-ის კიდევ ერთი ნაწილი, ორიგინალური მინიმალისტური მიდგომით, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიით.[5] ტურნეს Electronica ფარგლებში სრულდებოდა ახალი კომპოზიცია Oxygène 17, რომელიც სინგლზე 4 ნოემბერს გამოვიდა. ალბომის გარეკანის შესაქმნელად ჟარმა კვლავ მიიწვია პირველი ალბომის გარეკანის ავტორი მიშელ გრანჟე. ამჯერად მან გამოიყენა იგივე ობიექტი, რაც ორიგინალურ ყდაზეა, თუმცა შეაბრუნა როგორც თავის ქალა, ასევე დედამიწის გამოსახულება.[6]
გამოცემა
რედაქტირებაOxygène 3 გამოვიდა ცალკე ალბომის სახით CD-ზე, ციფრული ჩამონატვირთის და გრამფირფიტს ფორმატებში, ისევე, როგორც შეფუთვის Oxygène Trilogy სახით. უკანასკნელი წარმოადგენს სერიის სამივე ალბომს, აგრეთვე Oxygène 3-ის გამჭვირვალე გრამფირფიტას. შეფუთვას ახლავს სპეციალური ფოტოალბომი, სამივე ალბომის ჩაწერისას გამოყენებული ტექნიკის აღწერით და ფოტოსურათებით.[7]
ტექნიკა
რედაქტირებაჟარი ალბომის ჩაწერისას იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტს და პროგრამას. ესენია Eminent 310 Unique, EMS Synthi AKS, EMS VCS 3, Electro-Harmonix#Phasers.2C chorus and flanger, Electric Mistress, ARP 2600, ARP 2500, Moog Sub 37, OB6, Mellotron D4000, Korg Polyphonic Ensemble, Korg Mini Pops, Metasonix, Digisequencer, TR8, Animoog, Teenage Engineering OP-1, OP12, OP 24, Ochord, Analog Keys, Virus, Dune, Nordlead 1, Monark, RBlocks, Spire, Serum, Cognosphere, Taurus1, Micro Monsta, Philicorda. ალბომი ჩაიწერა Ableton Live-ით, MacBook Pro-ზე.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Oxygène Part 14“ | 5:28 |
2. | „Oxygène Part 15“ | 6:40 |
3. | „Oxygène Part 16“ | 6:50 |
4. | „Oxygène Part 17“ | 4:20 |
5. | „Oxygène Part 18“ | 2:48 |
6. | „Oxygène Part 19“ | 5:45 |
7. | „Oxygène Part 20“ | 7:58 |
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (2016) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[8] [9] |
47 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[10] | 30 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[11] | 47 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[12] | 20 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[13] | 23 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[14] | 51 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[15] | 34 |
უნგრეთის ალბომები (MAHASZ)[16] | 23 |
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[17] | 33 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[18] | 44 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[19] | 46 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[20] | 14 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[21] | 41 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.allmusic.com/album/mw0002993578
- ↑ Oxygene 3. Jean-Michel Jarre on Instagram (30 სექტემბერი 2016).
- ↑ Jean-Michel Jarre announces new album 'Oxygène 3' - Dancing Astronaut. Dancing Astronaut.[მკვდარი ბმული]
- ↑ Jean-Michel Jarre announces Oxygene 3 - Uncut. Uncut (30 სექტემბერი 2016).
- ↑ GmbH, Sony Music Entertainment Germany. Official website. Includes biography, discography, news, tour dates and more. JeanMichelJarre.com.
- ↑ Jean-Michel Jarre announces second album of 2016, Oxygène 3. Resident Advisor (30 სექტემბერი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-12. ციტირების თარიღი: 2017-03-28.
- ↑ Staff, Billboard (30 სექტემბერი 2016). „Jean-Michel Jarre Announces 'Oxygene 3' Album, Final Installment in 40-Year Trilogy“. Billboard. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2016.
- ↑ "Jean-Michel Jarre - Oxygene 3" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 15 დეკემბერი 2016.
- ↑ http://oe3.orf.at/charts/stories/2602614/
- ↑ "Jean-Michel Jarre – Oxygene 3" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2016.
- ↑ "Jean-Michel Jarre – Oxygene 3" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Jean-Michel Jarre – Oxygene 3“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2016.
- ↑ "Jean-Michel Jarre: Oxygene 3" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 11 დეკემბერი 2016.
- ↑ Le Top de la semaine : Top Albums Fusionnes - SNEP (Week 49, 2016) French. Syndicat National de l'Édition Phonographique. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Jean-Michel Jarre – Oxygene 3" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 დეკემბერი 2016.
- ↑ "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 16 დეკემბერი 2016.
- ↑ "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 15 დეკემბერი 2016.
- ↑ "2016-12-09 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2016.
- ↑ Sverigetopplistan - Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი 2016. Click on "Veckans albumlista".
- ↑ "Jean-Michel Jarre – Oxygene 3". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 დეკემბერი 2016.
- ↑ "2016-12-09 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი 2016.