Geometry of Love
Geometry of Love — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 2003 წლის სტუდიური ალბომი. იგი მუსიკალურად ახლოს არის ალბომთან Sessions 2000, თუმცა აგებულია უფრო ელექტრონულ, ვიდრე ჯაზურ კომპოზიციებზე. ძირითადად, ეს კომპოზიციები უფრო ’ლაუნჯ’ სტილის არის და გათვლილი იყო კლუბებისათვის. ალბომი ძირითადად ჩაიწერა პროგრამის Reason დახმარებით, რაც აისახა მის ჟღერადობაზე, ძირითადად - ადვილად შესამჩნევი წინასწარ გამზადებული სემპლების სახით.
Geometry of Love | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2003 | |||
ჟანრი | ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 42:13 | |||
ლეიბლი | Warner Music | |||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია | ||||
|
თავდაპირველად დაგეგმილი იყო ალბომის მხოლოდ 2000 ასლად გამოცემა, მაგრამ მოგვიანებით იგი უფრო ფართო გაყიდვაში გამოვიდა. ამჟამად მისი გაყიდვა შეწყვეტილია, მაგრამ ციფრული ჩამოტვირთვის სახით მისი მოძიება კვლავ არის შესაძლებელი.
კომპოზიციას Velvet Road თავდაპირველად ეწოდებოდა Children of Space. მისი პირველი ვერსია 2001 წელს, ოკინავაზე გამართული კონცერტის Rendez-Vous in Space პროგრამისათვის შეიქმნა. Interior Music (2001) ასევე შეიცავს Geometry of Love-ის რამდენიმე ხმოვან ეფექტს, ხოლო ნაწილი მოხვდა ჟარის 2006 წლის კრებულში Sublime Mix.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ჟან-მიშელ ჟარი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Pleasure Principle“ | 6:15 |
2. | „Geometry of Love Part 1“ | 3:51 |
3. | „Soul Intrusion“ | 4:45 |
4. | „Electric Flesh“ | 6:01 |
5. | „Skin Paradox“ | 6:17 |
6. | „Velvet Road“ | 5:54 |
7. | „Near Djaina“ | 5:01 |
8. | „Geometry of Love Part 2“ | 4:06 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Geometry of Love საიტზე Discogs
- Geometry of Love დაარქივებული 2012-07-25 საიტზე Wayback Machine. საიტზე JarreUK
- Geometry of Love საიტზე Jarrography