ბორის ვიანი (დ. 10 მარტი, 1920, ვილ-დ'ავრე — გ. 23 ივნისი, 1959, პარიზი) — ფრანგი პროზაიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი, კრიტიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ჯაზის მუსიკოსი და მომღერალი. თუმცა ყველაზე მეტად მისი ნოველების გამო გახდა პოპულარული.წერდა არა მარტო თავისი სახელით, არამედ 24 ფსევდონიმით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნონ სალივანი.ვიანს დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ ჯაზზე,აქვეყნებდა რა უამრავ რელიზს და კრიტიკულ სტატიებს როგორც ფრანგულ ისე ამერიკულ ჯაზზე. წერდა სხვადასხვა გაზეთებისთვის (Le Jazz Hot, Paris Jazz). მისი სიმღერები პოპულარობით სარგებლობდნენ მის სიცოცხლეში.39 წლის ბორის ვიანმა მოასწრო დაეწერა 10 ნოველა, 42 მოთხრობა, 7 პიესა, 400 სიმღერა, 4 ლექსების კრებული, 6 ლიბრეტო, 20 თარგმანი და დაახლოებით 50 სტატია.

ბორის ვიანი
ფრანგ. Boris Vian
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1920(1920-03-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ვილ-დ’ავრე
გარდაცვალების თარიღი 23 ივნისი, 1959(1959-06-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [15] [10] [11] [9] [12] [14] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი 7th arrondissement of Paris[1]
დასაფლავებულია Q83375976?[16]
ფსევდონიმი Bison Ravi[17] , Andy Blackshick[17] , Xavier Clarke[17] , S. Culape[17] , Aimé Damour[17] , Michel Delaroche[17] , Joëlle Du Beausset[17] , Gérard Dunoyer[17] , Jules Dupont[17] , Bison Duravi[17] , Fanaton[17] , Hugo Hachebuisson[17] , Zéphirin Hanvélo[17] , Onuphre Hirondelle[17] , Amélie de Labmineuse[17] , Odile Legrillon[17] , Otto Link[17] , Thomas Quan[17] , Eugène Minoux[17] , Gédéon Molle[17] , Josèfe Pignerole[17] , Adolphe Schmürz[17] , Vernon Sullivan[17] , Lydio Sincrazi[17] , Anna Tof[17] , Anna Tof de Raspail[17] , Claude Varnier[17] და Boriso Viana[17]
საქმიანობა პოეტი[14] , მესაყვირე, მხატვარი[14] , მთარგმნელი, ინჟინერი[1] , ლიბრეტისტი, დრამატურგი, მომღერალი და კომპოზიტორი, სცენარისტი, ჯაზმენი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მუსიკალური კრიტიკოსი, პროზაიკოსი[14] , მწერალი, მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი[18] და ჟურნალისტი[18]
მოქალაქეობა საფრანგეთი[19]
ალმა-მატერი კონდორსეს ლიცეუმი, ოშის ლიცეუმი და პარიზის ცენტრალური სკოლა
ჟანრი ჯაზი
Magnum opus დღეთა ქაფი, I Spit on Your Graves, Q19955681?, Q16467655?, Q3223158?, Q3205416?, Q17639685?, Q3221088?, Q17624760?, Q3231199?, Fais-moi mal Johnny, Turmoil in the Swaths, Q2995457?, Vercoquin and the Plankton, Q3224081?, Heartsnatcher, The Red Grass, Autumn in Peking, Q16535541?, Q17176279?, Q16684339?, Q3226274?, Q3286970?, Je voudrais pas crever, Q3233602?, Q17176182?, Faut rigoler, Le Déserteur, La Java des bombes atomiques და Q3232763?[2]
ჯილდოები ordre de la Grande Gidouille
მეუღლე მიშელ ვიანი და ურსულა კებლერი
პარტნიორ(ებ)ი ჰილდეგარდ კნეფი
შვილ(ებ)ი პატრიკ ვიანი და კაროლ ვიანი
გავლენა მოახდინეს
საიტი borisvian.org

”1950-იან წლებში,პარიზში, ბორის ვიანი იყო ყველაფერი-პოეტი, მწერალი, მომღერალი, მავნებელი, მსახიობი, მუსიკოსი და ჯაზის კრიტიკოსი. ის იყო ჩემი მეგობარი და მე აღფრთოვანებაში მაგდებდა მისი ეკლეკტიზმი,ირონია და პროვოკაციული გემოვნება”.ლუის მეილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობის წლები

რედაქტირება

ბორის ვიანი დაიბადა 1920 წელს Ville D'Avray-ში, პარიზის მდიდრულ გარეუბანში.მისი მშობლები იყვნენ პოლ ვიანი, ახალგაზრდა რანტიე და ივონა რამენესი, მოყვარული პიანისტი და მეარფე. მამამისისგან ბორისს მემკვიდრეობით ერგო ბოჰემური ცხოვრების სიყვარული, არმიასა და ეკლესიას არც ერთი წყალობდა. ბორისი იყო მეორე ოთხი შვილიდან (ლელიო(1918), ალანი(1921)და ნინონი(1924)). კლასიკური მუსიკის მოყვარულმა ივონამ მას სახელი მოდესტ მუსორგსკის ოპერის, „ბორის გოდუნოვის“, ხილვის შემდეგ დაარქვა.[20]

იყო სუსტი ბავშვი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას 5 წლამდე სახლში ასწავლიდნენ და ამეცადინებდნენ. 1926–1932 წლებში სწავლობდა პატარა ლიცეუმში, შემდგომ კი Lyceé de Sèvres-ში. ცნობილი 1929 წლის მოვლენების შემდგომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ Les Fauvettes-ში. მას შემდეგ რაც ბორისს შეუსრულდა 12 წელი დაავადდა რევმატიზმით, ცოტა ხნის შემდგომ კი შეეყარა მუცლის ტიფი. ამ დაავადებათა თანხვედრამ უამრავი მძიმე პრობლემა გამოიწვია და მოხდა ისე რომ ბორისის გულის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ მომავალ მწერალს ნაადრევ სიკვდილს უქადდა.

სტუდენტური წლები

რედაქტირება

1932–1937 წლებში ვიანი სწავლობდა ჰოშეს ლიცეუმში, ვერსალში.1936 ვიანმა და მისმა ორმა ძმამ დაიწყეს ეგრეთ წოდებული „სიურპრიზი წვეულებების“ მოწყობა. ეს შეკრებები საფუძვლად დაედო ვიანის ადრეულ ნოველებს: Trouble dans les andains(1943)და Vercoquin et le plancton(1943–1944). 1936 წელს ვიანი დაინტერესდა ჯაზით. შემდეგ წელს მან დაიწყო საყვირზე დაკვრა და შეუერთდა CLUB HOT-ს. 1937 წელს ვიანმა დაამთავრა ჰოშეს ლიცეუმი სადაც გაიარა მათემატიკა, ფილოსოფია, ლათინური, ბერძნული და გერმანული. 1939 წელს ის ეხმარებოდა დიუკ ელინგტონს მისი შემდგომი კონცერტის ორგანიზებაში, რომელიც საფრანგეთში უნდა გამართულიყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი არ მიიღეს არმიაში მისი ცუდი ჯანმრთელობის გამო. ამის შემდგომ ის შევიდა პარიზის ცენტრალურ სკოლაში ერთ-ერთ უდიდეს ფრანგულ უნივერსტიტეტში. როდესაც ომის გამო სკოლას აგუილემში გადასვლა მოუხდა, ისიც გადავიდა აგუილემში.

 
ასლი დიპლომისა Grande Gidouille.

დოკუმენტი გამოქვეყნდა უცნაურ ჟურნალში J.J. Pauvert, რომელიც სამი თვე გამოიცემოდა. ჟურნალის ეს ნომერი მთლიანად ბორის ვიანს მიეძღვნა. 1940 წელს ვიანი შეხვდა მიშელ ლეგლისს და 1941-ში ცოლად შეირთო. ის მიშელი ვიანს ასწავლიდა ინგლისურს.

1942 წელს ვიანი და მისი ძმები უკრავდნენ ჯაზზს ორკესტრში, რომელსაც კლოდ აბადიე ხელმძღვანელობდა. ის ვიანის ერთ-ერთი ნოველის გმირიც გახდა. ამავე წელს ვიანმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დიპლომით მეტალურგიაში, ხოლო 1942 წელს ჩნდება ბორისის და მიშელის შვილი პატრიკი.

სწავლის დასრულების შემდგომ ვიანი და მისი ცოლი საცხოვრებლად გადადიან პარიზში. ვიანი მუშაობას იწყებს ინჟინრად სტანდარტიზაციის ფრანგულ ასოციაციაში(French Association for Standardisation), პარალელურად სწავლობდა მუსიკას და ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. დაწერა 10 რომანი, ფრანგულად თარგმნიდა რეიმონდ ჩენდლერის თხზულებებს. უკვე 1943 წელს ის წერს მის პირველ ნოველას ”ალიაქოთი ანდენში” (Trouble dans les andains). ამავე წელს სახლში შემოპარულმა მძარცველებმა მოკლეს ვიანის მამა.

1944 წელს ვიანმა დაასრულა მუშაობა ”სკოლოპენდრზე და პლანქტონზე” (Vercoquin et le plancton). ამ ნოველის შთაგონების წყაროდ იქცა, ერთი მხრივ „სიურპრიზი წვეულებები“, ხოლო მეორე მხრივ მისი სამსახური AFNOR-ი(რომელზეც იგი სარკაზმით წერს). მისი ეს ნამუშევარი გამოქვეყნდა 1947 წელს, სხვა ნოველებთან ერთად, რომლებზეც მუშაობა ვიანმა 1946 წელს დაასრულა. მათ შორის იყო ნოველები ”დღეთა ქაფი” (L'Écume des jours) და ”შემოდგომა პეკინში” (L'automne à Pékin). 1946 წელს კი ვიანმა გაიცნო ჟან-პოლ სარტრი, სიმონა დე ბოვუარი და ალბერ კამიუ; დაიწყო გამოქვეყნება სხვადასხვა ნამუშევრების Les Temps Modernes-ში. ამავე წელს ის აქვეყნებს ნოველას ”მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო” (J'irai cracher sur vos tombes). ამის შემდგომ ვიანმა ამ ფსევდონიმით წერა შეწყვიტა, თუმცა ამავე ფსევდონიმით გამოქვეყნებული ჰქონდა რომანები: ”ყველა მიცვალებული ერთი ფერისაა ” (1947),” მოვსპოთ ყველა მახინჯი”(1948), ”ქალებს რას გაუგებ”(1950).

მიუხედავად მისი აქტიური მოღვაწეობისა ლიტერატურაში, ვიანს არასოდეს დაუტოვებია სცენა. ის წერდა ჯაზზე უამრავ გაზეთსა და ჟურნალში, ამავე დროს დაიწყო დაკვრა საყვირზე Le Tabou-ში. მის აქტიურ მუშაობას სხვადასხვა სფეროში მოჰყვა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რის შემდგომას მიატოვა მუშაობა AFNOR-ში. ვიანმა ასევე შექმნა მისი საკუთარი გუნდი La petite chorale de Saint-Germain-des-Pieds [sic]. ვიანი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ალჟირის ომი გააპროტესტა. პროტესტი კარგადაა გამოხატული მის სიმღერაში "Le Deserteur".

სიცოცხლის ბოლო წლები

რედაქტირება

1948 წელს გარდაიცვალა ვიანის ქალიშვილი კაროლი. მიუხედავად დიდი ტკივილისა, ის აგრძელებს ლიტერატურულ მუშაობას. აქვეყნებს ნოველებს. გამოიცა მისი ლექსების კრებულები: Barnum's Digest (1948) და ”გაყინული კანტილენები”(Cantilènes en gelée)(1949). ვიანმა დაიწყო პიესების წერაც. მისი პირველი პიესა L'Équarrissage pour tous(1950) პირველივე წელს დაიდგა სცენაზე. იმავე 1950 წელს გამოდის მისი ნოველა ”წითელი ბალახი”(L'Herbe rouge). ნოველა გამოირჩეოდა სხვა ნოველებისაგან მისი მძიმე შინაარსით. ის მოგვითხრობს კაცის შესახებ, რომელმაც შექმნა გიგანტური მანქანა, მანქანის დახმარებით ის ცდილობს საკუთარი სულის გამოკვლევას. ეს ნოველა არ სარგებლობდა ისეთი პოპულარობით, როგორითაც მისი წინამორბედი ნოველები სარგებლობდნენ. ვიანის ფინანსური მდგომარეობა 1948 წლიდან სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, ვიანი იძულებული გახდა დაეწყო თარგმნა ინგლისური ლიტერატურისა და სხვადასხვა ინგლისური სტატია-პუბლიკაციების. ამავე დროს ვიანს დაეძაბა ურთიერთობა ცოლთან.1950 წელს ის ხვდება შვეიცარიელ მოცეკვავეს, ურსულა კიუბლერს, ამის შემდეგ იწყება მათი რომანი. 1951 წელს ბორის ვიანი განქორწინდა და სამი წლის შემდგომ ცოლად შეირთო ურსულა კიუბერი.

 
J irai cracher sur vos tombes-ის მიხედვით გადაღებული ფილმის პოსტერი

ვიანის ბოლო ნოველა(”გულსაგლეჯი” L'Arrache-cœur) გამოიცა 1953 წელს. ამის შემდგომ ის მთლიანად მადაერთო სიმღერებისა და ლექსების წერაზე. მისი სიმღერები პოპულარობით სარგებლობდნენ. 1954 წელს მოეწყო მისი პირველი ტური(როგორც მომღერალ-კომპოზიტორის) 1955 წლისათვის ის მუშაობდა ფილიფსის არტ დირექტორად, წერდა სიმღერებს ოპერისათვისაც. 1955 წელს ჩაიწერა მისი პირველი ალბომი ”Chansons possibles et impossibles”. ის იყო ფრანგული როკენროლის პირველი მერცხალი. მის ამ სიმღერებს თანაავტორობდა მისი მეგობარი ჰენრი სალვადორი, რომელიც ამ სიმღერებს მღეროდა ჰენრი კორდინგის სახელით. 1956 წელს ვიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ის დაავადდა pulmonary edema-ით, თუმცა სძლია ავადმყოფობას და განაგრძო მუშაობა იმავე ინტენსიობით, როგორითაც მანამდე მუშაობდა. 1957 წელს ვიანი ასრულებს მუშაობას პიესაზე”იმპერიის მშენებლები” (Les Bâtisseurs d'empire). 1958 წელს ვიანი მუშაობდა ოპერაზე Darius Milhaud და ესსეების კრებულზე En avant la zizique... Et par ici les gros sous.

სიკვდილი

რედაქტირება
 
ასლი დიპლომისა,რომელიც ბორის ვიანს გადაეცა პატაფიზიკის კოლეჯის წევრობისათვის.

1959 წლის 23 ივნისს, დილით ბორის ვიანი იყო კინოს სახლ Marbeuf-ში, მუშაობდა J'irai cracher sur vos tombes კინო ვერსიაზე. იგი ახალი ნაჩხუბარი იყო ფილმის პროდიუსერებთან, უკმაყოფილო იყო მისი ნამუშევრის ინტერპრეტაციით. მან საქვეყნოდ განაცხადა რომ სურდა მისი სახელი ამოეშალათ ტიტრებიდან. ფილმის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდგომ, აღშფოთებული ვიანი წამოიძახებს ”და ეს ტიპებიც ამერიკელები არიან?...” ("These guys are supposed to be American? My ass!") ამის შემდგომ მოწყვეტით დაეშვა სკამზე და გარდაიცვალა გულის შეტევით. 1959 წელს, როდესაც 39 წლის ბორის ვიანი გარდაიცვალა, მისი არსებობა ძალიან ცოტამ თუ იცოდა, მხოლოდ ორი წლის შემდოგომ მოვიდა მსოფლიო აღიარება და დიდება. დღეს ის ფრანგი მკითხველის ერთ-ერთი საყვარელი ავტორთაგანია.

წერის სტილი

რედაქტირება

ნოველები და მცირე მოთხრობები,გამოქვეყნებული ვიანის ნამდვილი სახელით სავსე იყო სხვადასხვა სიტყვათა თამაშებით და ფარული აზრებით.ტენდენცია ოდისა და სურეალიზმისაკენ კარგად ჩანს ნოველათა სათაურებშიც. L'Écume des jours ნიშნავს ”დღეთა ქაფი”;მისი ნამუშევრები ხასიათდება განსაკუთრებული იუმორის გრძნობით.მისი ნოველები კომპლექსური და თავისებურია,რაც მათ სხვა ენაზე თარგმნას ართულებს.

„მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო“ (J'irai cracher sur vos tombes)

რედაქტირება

1946 წელს,მეგობრის ჟან დალუინის თხოვნით,ვიანი აქვეყნებს ნოველას”მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო” (J'irai cracher sur vos tombes).ნოველაში მოთხრობილია მულატი ბიჭის შესახებ,რომელიც შურისძიების მიზნით კლავს ორ მდიდარ თეთრკანიან ქალბატონს,რადგანაც მათ ლინჩის წესით გაასამართლეს მისი ძმა.ეს ნოველა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხშირად ამ ნოველით იცნობდნენ ბორის ვიანს,თითქოს მის სავიზიტო ბარათად იქცაო.თავდაპირველად ნოველა წარადგინეს როგორც თარგმანი ამერიკელი მწერლის,ვერნონ სალივანის მოთხრობისა.თუმცა არც ასეთი მწერალი და მაშასადამე არც მისი მოთხრობა არ არსებობდა.ეს ისტორია საგანგებოდ მოიფიქრეს დალუნმა და ვიანმა.წიგნმა,რომლის დაწერაზეც მხოლოდ 15(ზოგი წყაროს ცნობით 10) დღე დაიხარჯა,გამოიწვია უმრავი მითქმა-მოთქმა და გახდა 1947 წლის ერთ-ერთი ბესტსელერი.როდესაც წიგნი იპოვეს სასტუმროს ნომერში,რომელიც ეკუთვნოდა მკვლელობის მსხვერპლს,წიგნმა აღიარება ჰპოვა მათ შორისაც,რომელთა შორის წარმატება ძნელად თუ იყო წარმოსადგენი.მიუხედავად ასეთი პოპულარობისა,რომანი მალე ძალიან თამამად,ვულგარულად და პორნოგრაფიულადაც კი მონათლეს.ზნეობისათვის მებრძოლმა ორგანიზაციებმა რომანის საწინააღმდეგო მოძრაობა მოაწყვეს.წიგნის აკრძალვამდე ნოველა 100,000იანი ტირაჟით გაიყიდა,წიგნის აკრძალვის შემდეგ კი ტირაჟები დაწვეს და ვიანი 100,000 ფრანკით დააჯარიმეს.როგორც ვხედავთ ვიანი კარგად იცნობდა არა მარტო ამერიკულ ჯაზს,არამედ ამერიკულ დეტექტივებსა და მისტიკებს.ამის შემდგომ ვიანმა ამ ფსევდონიმით წერა შეწყვიტა,თუმცა ამავე ფსევდონიმით გამოქვეყნებული ჰქონდა რომანები:”ყველა მიცვალებული ერთი ფერისაა”(1947),” მოვსპოთ ყველა მახინჯი”(1948),”ქალებს რას გაუგებ”(1950).

ცნობილი გამონათქვამები

რედაქტირება
  • ”ყვავილების მაღაზიებს არასოდეს აქვთ რკინის ფარდები, რადგან არავინ ცდილობს ყვავილის მოპარვას.”
  • ”თქვენ გრძნობთ ტყეს, ნაკადულთან და პატარა ბაჭიებთან ერთად.”
  • ”ორი რამაა ამ ქვეყნად: სიყვარული, ყველანაირი სიყვარული-მშვენიერ ქალებთან ერთად და NEW ORLEAN-ისა და DUKE ELLINGTON-ის მუსიკა. სხვა დანარჩენი უნდა გაქრეს, რადგან სიმახინჯეა.”
  • ”სამი ყველაზე დიდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში — 1938 წლის კონცერტი ელინგტონში, ’DIZZY’ 1948-ში და ’ELLA’ 1952-ში.”
  • ”პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: შავ მუსიკაში სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ’თეთრ ელემენტებს’. ხშირად სასიამოვნონი, მაგრამ ყოველთვის ზედმეტნი, ადვილად და სასარგებლოდ არიან ’შავი ელემენტებით’ ჩანაცვლებულნი.”
  • ”რა თქმა უნდა, შავებთან ერთად დაკვრა გამხიარულებს.”

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება
  • Trouble dans les andains (1942–1943)
  • სკოლოპენდრზე და პლანქტონზე (Vercoquin et le plancton) (1943–1945)
  • დღეთა ქაფი (L'Écume des jours) (1946)
  • შემოდგომა პეკინში (L'automne à Pékin)
  • წითელი ბალახი (L'Herbe rouge) (1948–1949)
  • გულსაგლეჯი (L'Arrache-coeur) (1947–1951)

ვერნონ სალივანის ნოველები

რედაქტირება
  • მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო (J'irai cracher sur vos tombes) (1946)
  • ყველა მიცვალებული ერთი ფერისაა (Les morts ont tous la même peau) (1947)
  • მოვსპოთ ყველა მახინჯი (Et on tuera tous les affreux) (1948)
  • Elles se rendent pas compte (1948–1950)

მოთხრობების კრებულები

რედაქტირება
  • L'Équarrissage pour tous, play (1947)
  • Le Dernier des métiers, play (1950)
  • Tête de Méduse, comedy in one act (1951)
  • Série Blême, tragedy in three acts (1952?)
  • Le Chasseur français, vaudeville (1955)
  • Les Bâtisseurs d'Empire (1957)
  • Le Goûter des généraux (1951)
  • Barnum's Digest (1948)
  • Cantilènes en gelée (1949)
  • Je voudrais pas crever (1962)

მუსიკალური ალბომები

რედაქტირება
  • Nuits Blanches.
  • L'annes...
  • Boris Vian chante par...
  • Inedits Radio.
  • Et ses interprets.
  • Boris Vian chante.
  • Chansons.
  • The Arrangement.
  • Et ses Interprene.
  • Best of Boris Vian.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118626787 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  7. 7.0 7.1 BD Gest'
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. 12.0 12.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  13. Babelio — 2007.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 The Fine Art Archive — 2003.
  15. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  16. https://actu.fr/societe/toussaint-ces-10-celebrites-enterrees-dans-des-cimetieres-des-hauts-de-seine_46066982.html
  17. 17.00 17.01 17.02 17.03 17.04 17.05 17.06 17.07 17.08 17.09 17.10 17.11 17.12 17.13 17.14 17.15 17.16 17.17 17.18 17.19 17.20 17.21 17.22 17.23 17.24 17.25 17.26 17.27 Bibliothèque nationale de France Record #13091689x // BnF catalogue généralParis: BnF.
  18. 18.0 18.1 Czech National Authority Database
  19. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  20. Boris Vian: La schiuma dei giorni. დაარქივებული 2 July 2017 საიტზე Wayback Machine. marcosymarcos.com. Retrieved 18 August 2014. (in Italian)