მარინის თეატრი
მარინის თეატრი (ფრანგ. Le Théâtre Marigny) — თეატრი საფრანგეთში. მდებარეობს პარიზის VIII ოლქში, შანზ-ელიზეზე. 1835 წელს ერთმა ილუზიონისტმა დაიწყო ამ შენობაში წარმოდგენების გამართვა, რის გამოც მას ეწოდება „მარინის სიგიჟეები“. 1855 წელს თეატრის ხელმძღვანელი გახდა ჟაკ ოფენბახი. მარინის თეატრის დარქმევაც ამ პერიოდს უკავშირდება.
1880 წელს დარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარა შარლ გარნიემ. 1925 წელს კიდევ ერთი რეკონსტრუქციის შედეგად დარბაზი გაფართოვდა.
1948 წელს სიმონ ვოლტერას ხელმძღვანელობით მარინის თეატრში მოიწვიეს კომედი-ფრანსეზის მსახიობები. 1965 წელს თეატრის დირექტორი გახდა ელვის პოპესო, ამჟამად კი ამ თანამდედობაზე იმყოფება რობერ ოსეინი.