ელისეს მინდვრები
ელისეს მინდვრები (ბერძნ. Elysion pedion - ველი მოსვლისა, მობრძანებისა), ელიზიუმი (ლათ. Elysium) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების რჩეულ გმირთა მარადიული სამყოფელი.
ელიზიუმი არის სავანე, ადგილი, რომელმაც დროთა განმავლობაში შეინარჩუნა და დღემდე გადმოგვცა ზოგიერთი ბერძნული რელიგიური და ფილოსოფიური სექტები და კულტები.
ჰომეროსის წარმოდგენით, ელისეს მინდვრები ლამაზი, ბედნიერი ადგილია დედამიწის უკიდურეს დასავლეთში, ოკეანის გაღმა. ცხონებულნი უზრუნველად და ნეტარებაში ატარებენ იქ დროს. მითი ელისეს მინდვრების შესახებ ფართოდ აისახა ლიტერატურაში, განსაკუთრებით ელევსინური და ორფიკული მისტერიების, პლატონისა და პითაგორელების გავლენით. წარმოდგენა ბედნიერ ქვეყანაზე რომაელებშიც გავრცელდა, მათ ნეტართა ეს ადგილი კანარის კუნძულებს („ბედნიერი კუნძულები“) დაუკავშირეს. შემდგომში ეს მითი ქრისტიანულმა რელიგიამ გამოიყენა და მას სამოთხე შეარქვა. ელისეს მინდვრები (შანზ-ელიზე) ჰქვია პარიზის ერთ-ერთ მთავარ გამზირს.
ელისეს მინდვრები იხსენიება, როგორც ნათელი ადგილი სამოთხეში. შანზ-ელიზე დღეს დღეობითაც ინარჩუნებს ამავე სახელწოდებას, რომელიც პირველად XVI საუკუნეში გამოიყენეს.[1]
თანამედროვე ცნობები
რედაქტირებატერმინსა და ცნებას ელიზიუმს დიდი მნიშვნელობა და გავლენა ჰქონდა ძველი დროის კულტურის განვითარებში. სიტყვა ელიზიუმი გვხვდება ლიტერატურაში, ხელოვნებაში ფილმებსა და მუსიკაში. იგი მოიცავ ახალ ორლეანს. შანზ-ელიზე ყველაზე ცნობილი ქუჩაა მსოფლიოში. ელიზიუმი მოხსენებული არის შილერის ლექსებში. ასევე მის შესახებ ცნობებია მოცარტის ცნობილ ოპერაში „ჯადოსნური ფლეიტა“. ამ ადგილის შესახებ კი მრავალი წიგნია დაწერილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 131.