ნიკოლოზ ვავილოვი
ნიკოლოზ ვავილოვი (დ. 25 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი], 1887, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 26 იანვარი, 1943, სარატოვი, სსრკ) — მეცნიერ-ბოტანიკოსი, გენეტიკოსი, გეოგრაფი და აგრონომი, საბჭოთა ბოტანიკის მცენარეთმცოდნეთა სკოლის ფუძემდებელი. მრავალი ნაშრომი მიუძღვნა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესწავლას. მისმა ნაშრომებმა და იდეებმა საზღვარგარეთ ფართო აღიარება მოიპოვა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს სამეფო საზოგადოებაში, რომლის წევრის სტატუსი მიიღო კიდეც. თავდაპირველად მისი ნაშრომები სტალინის საბჭოთა კავშირში დაიგმო, ის სახელმწიფოს მტრად გამოცხადდა და 1941 წლის ივლისში სიკვდილით დასჯა მიესაჯა. მოგვიანებით, მისი სასჯელი 20 წლით პატიმრობით ჩანაცვლდა, თუმცა 1943 წელს ციხის საკანში გაუსაძლის პირობებში დაიღუპა.[21] 1955 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ვავილოვს რეაბილიტაცია შეეხო. 1960-იან წლებში, ვავილოვი საჯარო განხილვის საგანი კიდევ ერთხელ გახდა და მისი რეპუტაცია გაუმჯობესდა.[22]
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ ვავილოვი დაიბადა მოსკოვში. ბავშვობაში იგი გატაცებული იყო ბუნებისმეტყველებით და თავის ძმასთან სერგეისთან ერთად სახლში ფიზიკურსა და ქიმიურ ცდებს ატარებდა, ხოლო ზაფხულობით ექსკურსიებზე დადიოდა ქალაქგარეთ და ჰერბარიუმებს აგროვებდა. ჭაბუკი ესწრებოდა გამოჩენილი პროფესორების ლექციებს პოლიტექნიკურ მუზეუმში. ესენი იყვნენ ზოოლოგი და ენტომოლოგი კულაგინი, ქიმიკოსი რეფორმატსკი, მიკრობიოლოგი და მცენრეთა ფიზიოლოგი ხუდიაკოვი და სხვ. ამ ლექციებმა განაპირობა უმაღლესი სასწავლებლის არჩევანიც - ვავილოვი მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში შევიდა (ამჟამად ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია).
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვავილოვი გაგზავნეს მოსკოვის სასელექციო სადგურში, რომელსაც ნიჭიერი სელექციონერი რუძინსკი ხელმძღვანელობდა. იმ დროს ნიკოლოზ ივანეს ძემ დაიწყო მცენარეთა იმუნიტეტის, ანუ მათი სენშეუვალობის შესწავლა.
პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა
რედაქტირება1913 წელს ვავილოვი საზღვარგარეთ მიავლინეს. მან თითქმის ერთი წელი დაჰყო ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში. მუშაობდა ცნობილი ბიოლოგების ლაბორატორიებში და სწავლობდა მემკვიდრეობითობისა და იმუნიტეტის საკითხებს. სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა მეცნიერი კვლავ სასელექციო სადგურის მინდვრებზე ატარებდა მთელ დღეებს: ხელოვნურად აავადებდა მცენარეებს, აჯვარებდა მათ, ატარებდა ქიმიურ ანალიზებს. მეცნიერი ან მარტო მუშაობდა, ან მოხალისეებთან - სადგურის თანამშრომლებთან ერთად. თანდათან ვავილოვი მივიდა დასკვნამდე, რომ იმუნური, ე.ი. მდგრადი ჯიშების გამოსაყვანად საჭირო იყო მცენარის რაც შეიძლება მეტი გადასინჯვა.
1916 წელს მეცნიერმა პირველად იმოგზაურა მცენარეების შესაგროვებლად. მან მარტომ გაიარა საქარავნო გზებით ტაჯიკეთის, ფერგანის, ირანისა და პამირის მთიანი რაიონები და თესლების უამრავი ნიმუში ჩამოიტანა.
26 წლის იყო ვავილოვი, როცა სარატოვის უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. სარატოვში იგი განაგრძობდა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესწავლას.
1920 წელს მეცნიერმა აღმოაჩინა პარალელური ცვალებადობის კანონი მცენარეთა ახლობელ სახეობებსა და გვარებში (მაგალითად, მუხუდოსა და უგრეხელს, ან სხვადასხვა სახის ხორბალს შორის). ორგანიზმების ახლობელ სახეობებსა და გვარებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან საკუთარი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშნებითა და თვისებებით, ამავე დროს ბევრი საერთო ნიშანიც ახასიათებს. ასე, მაგალითად ხორბლის ერთ-ერთ სახეობას, რბილ ხორბალს აქვს რამდენიმე ფორმა, რომლებიც შემდეგი ნიშნებით განსხვავდება ერთმანეთისგან: ფხიანობით (ფხიანი, უფხოები და ნახევრადფხიანები), თავთავის ფერით (თეთრთავთავიანები, წითელთავთავიანები, რუხთავთავიანები და შავთავთავიანები), მარცვლის ფერით (თეთრმრცვლიანები და წითელმარცვლიანები), განვითავრების თავისებურებებით (საშემოდგომო და საგაზაფხულო). რბილი ხორბლის ახლობელი სახეობის თავთუხსაც ისეთივე ფორმები აქვს-ფხიანები და უფხოეები, საშემოდგომო და საგაზაფხულო და ა.შ.
რით აიხსენება ორი ახლობელი სახის ფორმების ასეთი დამთხვევა? ვავილოვი შემდეგნაირად ხსნიდა ამ მოვლენას: მონათესავე ორგანიზმებში ნიშანთა ცვალებადობა ერთი მიმართულებით, ე.ი. პარალელურად მიმდინარეობს.
როცა ერთი სახეობის ნიშანთა ცვალებადობა შესწავლილია, უნდა დავასკვნათ, რომ იგი ისეთივე იქნება მეორე ახლობელი სახეობისათვისაც. ეს სკანონი საშუალებას იძელოდა წინასწარ ევარაუდათ ესა თუ ის ფორმა ახლობელ სახეობებსა და გვარებში.
ვავილოვმა თავის აღმოჩენას ჰომოლოგიურ მწკრივთა კანონი უწოდა (ბერძნული სიტყვა „ჰომოლოგოს“ ნიშნავს-შესაბამისს, მსგავსს).
ვავილოვის მიერ დადგენილი კანონზომიერება მცენარეთა ცვალებადობაში შეიძლება მენდელეევის ელემენტთა პერიოდულ სისტემას შედარდეს. ჰომოლოგიურ მწკრივთა კანონი ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა ადამიანისათვის საჭირო მცენარეთა ფორმების გეგმაზომიერი ძიებისთვის. ვავილოვისა და მისი მოწაფეების შემდგომმა საქმიანობამ დაადასტურა აღმოჩენილი კანონის სისწორე. ამ აღმოჩენამ უცხოელი მეცნიერების ყურადღება მიიპყრო მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ჰომოლოგიურ მწკრივთა კანონი ზოგადბიოლოგიურია და მისი გამოყენება შეიძლება როგორც უმდაბლესი მცენარეებისა და ცხოველებისთვის, ასევე უმაღლესი ცხოველებისთვისაც.
1924 წელს ლენინგრადში შეიქმნა გამოყენებითი ბოტანიკისა და ახალი კულტურების საკავშირო ინსტიტუტი (შემდგომში მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტი), რომლის დირექტორადაც ვავილოვი დაინიშნა.
ვავილოვის აზრით, სოფლის მეურნეობის დონის ასამაღლებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების შედგენილობის განახლება. იმ დროს არსებულ ჯიშებს არ შეეძლო ყოველწლიურად მდგრადი მოსავლის მოცემა ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მისი განსხვავებული ნიადაგური და კლიმატური პირობების გამო. ისეთი რაიონებისათვის, როგორიც ვოლგისპირეთი იყო, სადაც გვალვა ხშირად ანადგურებდა მთელ მოსავალს, გვალვაგამძლე და სენშეუვალი ჯიშები უნდა გამოეყენებინათ, ხოლო ჩრდილოეთის რაიონებში - ზამთარგამძლე ჯიშები, რომლებსაც ვერაფერს დააკლებდა მკაცრი ჰავის ჭირვეულობა.
ახალი ჯიშების გამოსაყვანად აუცილებელი იყო დიდ რაოდენობით საწყისი მასალა, რომლის მოცემა მხოლოდ მცენარეთა მსოფლიო კოლექციას შეეძლო. ამიტომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარესა და საზღვარგარეთ სამეცნიერო ექსპედიციები დაიგზავნა. ნიკოლოზ ივანეს ძის აზრით ბევრი სასოფლო-სამეურნეო მცენარისა და მიწათმოქმედების სამშობლო უძველესი აღმოსავლეთის ქვეყნები იყო. ამიტომაც პირველ რიგში ექსპედიციებმა გამოიკვლიეს დასავლეთ ჩინეთი, ავღანეთი, მცირე აზია და მონღოლეთი. თვითონ ვავილოვი ავღანეთში წავიდა. იგი ექვსი თვის განმავლობაში იკვლევდა ამ ნაკლებად შესწავლილ ქვეყანას და ისეთი რაიონებიც მოინახულა, სადაც მანამდე არც ერთ ევროპელს არ დაედგა ფეხი. ექსპედიციამ თესლის შვიდი ათასზე მეტი ნიმუში შეაგროვა და ბევრი ახალი ცნობა მიიღო ამ ქვეყნის მიწათმოქმედების შესახებ.
ვავილოვის შემდეგი ექსპედიცია უძველესი ხორეზმისაკენ (ყარაკალპაკეთი) გაემართა, ხოლო შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისაკენ, რომლებმაც, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, მსოფლიო მიწათმოქმედებას მისცეს ოთხი სახის ხორბალი, ჭარხალი, კომბოსტო, ოხრახუში, არტიშოკი, რამდენიმე სახეობის ხახვი, ზეთისხილი, დაფნა, კერატი და სხვა კულტურული მცენარე.
ვავილოვი იყო აგრეთვე ჩრდილო აფრიკისა და ეთიოპიაში, ხოლო შემდეგ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში - ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. ცენტრალურსა და დასავლეთ ჩინეთში, განსაკუთრებით მთიან რაიონებში მეცნიერმა აღმოაჩინაა ძვირფასი კულტურების წარმოშობის კერა. ესენია: წიწიბურა, ფარჩხა, ფეტვი, სოია, პარკოსნები, ბოსტნეული კულტურები, ძირხვენები, გორგლეული, ბაღჩეული და ხეხილი.
სამი წლის განმავლობაში (1930-1933) ნიკოლოზ ივანე ძემ ამერიკის ორივე კონტინენტი გამოიკვლია და საფუძვლიანად შეისწავლა ქვეყნის ამ ნაწილში კულტურულ მცენარეთა ჯიშობრივი ნაირგვარობა.
ამავე დროს იგი არ წყვეტდა შუა აზიისა და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესწავლასაც.
მალე ინსტიტუტს, რომელსაც ვავილოვი ხელმძღვანელობდა, კულტურულ მცენარეთა მთელ მსოფლიოში ყველაზე სრული კოლექცია ჰქონდა. ამ კოლექციის შექმნისას ნიკოლოზ ივანე ძეს ერთი მიზანი ჰქონდა - მთელი დედამიწის მცენარეული კაპიტალის მობილიზება და საუკუნეთა მანძილზე ადამიანისა და ბუნების მიერ შექმნილი თესლების მთელი ჯიშების საბჭოთა კავშირში დაგროვება. მსოფლიო კოლექციის შესწავლა სრულიად საკავშირო საქმედ იქცა.
ვავილოვს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბოტანიკურ გეოგრაფიაში. მან თავისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინა ყველა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მცენარის წარმოშობის ცენტრი. ამ ცენტრებს იგი უკავშირებდა კაცობრიობის კულტურის უძველეს კერებს. მეცნიერი აზრით არსებობდა კულტურულ მცენარეთა წარმოშობის 8 ასეთი ძირითადი კერა, ანუ ცენტრი: 1)ჩინეთის, 2)ინდოეთის, 3)ინდომალაის (მალაის და ფილიპინების კუნძულებზე და ინდოჩინეთში), 4)წინა აზია (ამიერკავკასია, ირანი, თურქმენეთის მთიანი ნაწილი), 5)ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, 6)ეთიოპია, 7)სამხრეთ მექსიკა და ცენტრალური ამერიკა 8)სამხრეთ ამერიკა.
ვავილოვმა შეისწავლა დაახლოებით სამასი ათასი ნიმუში და დაადგინა 640 უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარის წარმოშობა. ასეთი მასშტაბები ჰქონდა ამ გამოჩენილ მეცნიერსა და მისი კოლექტივის გამოკვლევებს. ხორბლის ჯიშების ცხობის თვისებების შესასწავლად ინსტიტუტში შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია.
მიუხედავად ამისა, ნიკოლოზ ივანე ძე ფიქრობდა, რომ ეს მსოფლიოს მცენარეულობის რესურსების შესწავლის მხოლოდ დასაწყისი იყო.
სელექციის მეთოდების დამუშავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო, რაზედაც ვავილოვი მუშაობდა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ჰიბრიდიზაციას, როგორც შიგასახეობრივს, ასევე შორეულს.
სანამყენე ძირებად მეცნიერი ისეთ ჯიშებს აძლევდა უპირატესობას, რომელთა წარმოშობაც ზუსტად იყო ცნობილი. ვავილოვის მოძღვრებამ ჰიბრიდიზაციისთვის შესარჩევ წყვილებზე მოგვცა ძირითადი გზა ადრეულა ჯიშების გამოსაყვანად.
ვავილოვის მთელი ცხოვრება მეცნიერული გმირობა იყო. მაგრამ მარტო სამეცნიერო შრომას როდი ანდომებდა იგი მთელ თავის ენერგიასა და ნიჭს. შესანიშნავი ორგანიზატორი ვავილოვი ფაქტობრივად თითქმის მთელი ოცი წელი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობას. იგი იყო 1929 წელს შექმნილი ლენინის სახელობის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი, მემცენარეობის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. ვავილოვი ითვლებოდა საზღვარგარეთ რამდენიმე აკადემიის წევრადაც.
1929 წელს ვავილოვი აირჩიეს საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და იმავე წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. შრომებისათვის კულტურულ მცენარეთა წარმოშობასა და მცენარეთა იმუნიტეტზე 1926 წელს ვავილოვი დაჯილდოებული იყო ლენინის პრემიით. ავღანეთში ჩატარებული გეოგრაფიული გამოკვლევებისათვის საკავშირო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მას პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი მიანიჭა.
თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე გამოჩენილმა საბჭოთა მეცნიერმა დაწერა სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და შეაგროვა, ამასთან ერთად შეისწავლა უამრავი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. ვავილოვმა დაამუშავა სელექციის თეორიული საფუძვლები და მეთოდიკა, თავის თანამშრომლებსა და მოსწავლეებთან ერთად შექმნა სელექციისათვის საჭირო საწყისი მასალის უმდიდრესი ფონდი.
ბევრი რამ დარჩა დაუმთავრებელი მეცნიერს, მაგრამ მისი მოწაფეები და მიმდევრები თავიანთი მასწავლებლის დამუშავებული პროგრამით განაგრძობენ კულტურულ მცენარეთა მსოფლიო რესურსების შესწავლას.
ლიტერატურა
რედაქტირება- საბავშვო ენციკლოპედია, თბ.1973 წელი
- Николай Иванович Вавилов // Люди русской науки. — М., 1963. — С. 434—447.
- Николай Иванович Вавилов // Выдающиеся советские генетики. — М., 1980. — С. 8—23.
- Николай Иванович Вавилов: Очерки, воспоминания, материалы. — М.: Наука, 1987. — 493 с.
- Николай Иванович Вавилов // Вдохновение. — М., 1988. — С. 1941.
- Николай Иванович Вавилов и страницы истории советской генетики. / Авт.-сост. — чл.-корр. РАН, проф. И. А. Захаров. — М.: ИОГен РАН, 2000. — 128 с.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Колчинский Э. И. Николай Иванович Вавилов (1887–1943), Nikolay I. Vavilov (1887–1943) // Историко-биологические исследования — 2013. — Т. 5, вып. 3. — С. 85–89. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ 3.0 3.1 3.2 Бахтеев Ф. Х. Вавилов Николай Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 214–216.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyklopedie dějin města Brna — 2004.
- ↑ Люди и судьбы. Биобиблиографический словарь востоковедов - жертв политического террора в советский период (1917-1991) — СПб: Петербургское Востоковедение, 2013. — 496 с. — (Социальная история отечественной науки о Востоке) — ISBN 978-5-85803-225-0
- ↑ 8.0 8.1 8.2 Вавилов, Николай Иванович // Большая советская энциклопедия. Том 8. Буковые — Варле — 1927. — Т. 8. — С. 504.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119398710 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Турусов В. И., Дорохов Б. А. ВИР в истории Каменной Степи, The All-Union Institute of Plant Industry (VIR) in the history of Kamennaya Steppe // Историко-биологические исследования — 2020. — Т. 12, вып. 3. — С. 32–45. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2020-13003
- ↑ Миронова Н. П. Советский ученый Константин Алексеевич Моисеев (1904–1985): жизнь в науке (по документам Научного архива Коми НЦ УрО РАН), The Soviet Scientist Konstantin Alekseevich Moiseev (1904–1985): Life in Science (On the Basis of the Scientific Archive of the Komi Scientific Center of the Ural Branch of the Russian Academy of Sciences Documents) // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 4. — С. 72–94. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2018-11977
- ↑ 13.0 13.1 13.2 Васильева Е. В. Последствия Августовской сессии ВАСХНИЛ для агробиологической науки на Дальнем Востоке, The consequences of the August Session of VASKhNIL (Lenin All-Union Academy of Agricultural Sciences) for agrobiology in the Russian Far East // Историко-биологические исследования — 2020. — Т. 12, вып. 1. — С. 61–84. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2020-11002
- ↑ 14.0 14.1 Гончаров Н. П. Заметки к несостоявшемуся юбилею РАСХН (ВАСХНИЛ), Notes Related to the Failed Anniversary of the Russian Academy of Agricultural Sciences (VASKhNIL) // Историко-биологические исследования — 2015. — Т. 7, вып. 3. — С. 58–78. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Tauger M. B. Павел Пантейлемонович Лукьяненко и Зелёная революция в Советском Союзе, Pavel Luk’ianenko and the Soviet Green Revolution // Историко-биологические исследования — 2015. — Т. 7, вып. 4. — С. 64–89. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Захаров-Гезехус И. А. Новая книга о соратниках Вавилова, New book about Vavilov’s entourage // Историко-биологические исследования — 2020. — Т. 12, вып. 3. — С. 119–122. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2020-13010
- ↑ 17.0 17.1 Манойленко К. В. Н.И. Вавилов и ботаники-физиологи: линии взаимодействия (к 130-летию со дня рождения), N.I. Vavilov and the Botanists-Physiologists: Lines of Interactions (On the 130th Anniversary of his Birth) // Историко-биологические исследования — 2017. — Т. 9, вып. 4. — С. 86–95. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Савинова Т. А. Фонд академика Н.И. Вавилова в Российском государственном архиве экономики, The Archival Fund of Academician N.I. Vavilov in the Russian State Archive of Economy // Историко-биологические исследования — 2016. — Т. 8, вып. 4. — С. 104–111. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Рыбакова Е. В. От фотосинтеза к хроматографии (к юбилею историка науки д.х.н. Е.М. Сенченковой), From photosynthesis to chromatography (towards the anniversary of birth of E.M. Senchenkova, historian of science, Doctor of Chemical Sciences) // Историко-биологические исследования — 2021. — Т. 13, вып. 1. — С. 159–175. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2021-11008
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 364.
- ↑ Brezhneva, Lyubov (1995). The World I Left Behind: Pieces of a Past. Random House. ISBN 0-679-43911-0.
- ↑ Hawkes, J G (1988). „N.I. Vavilov the man and his work“ (PDF). Plant Genetic Resources Newsletter. 72: 3–5 – წარმოდგენილია IBPGR-ის მიერ.