მუხუდო (Cicer) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში 27 სახეობაა. კულტურაში ცნობილია ერთწლოვანი სახეობა Cicer arietinum. მცენარე სწორმდგომია, ნაყოფი — პარკი, 1— 2, იშვიათად 3 — 4-თესლიანი. ფოთოლი, ღერო და ნაყოფი შებუსული.

მუხუდო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Fabales
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  მუხუდო
ლათინური სახელი
Cicer

მუხუდო სინათლისა და სითბოს მოყვარულია, უძლებს გვალვას. იყენებენ კულინარიაში და ცხოველთა საკვებად. ყოფილ სსრკ-ში მოჰყავთ შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, ყაზახეთში, სამხრეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 232, თბ., 1984