უგრეხელი (ლათ. Vicia ervilia) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა.

უგრეხელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ცერცველა
სახეობა:  უგრეხელი
ლათინური სახელი
Vicia ervilia
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 180099

აქვს სწორმდგომი ან ნახევრად გართხმული ღერო, რომლის სიმაღლე 20—55 სმ აღწევს, წყვილფრთისებრ რთული 3—8 წყვილი ვიწროფოთოლაკიანი ფოთოლი, წვრილ-წვრილი თეთრი, ვარდისფერი ან მოლურჯო-იისფერი ყვავილი, ბრტყელი ან ამობურცული თესლი; ნაყოფი პარკია. გვარში 5 სახეობაა, კულტურაში 1 — ჩვეულებრივი ოსპი (Lens culinaris).

გავრცელებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. სასურსათო და საქონლის საკვები კულტურაა. უგრეხილი საგაზაფხულო მცენარეა, საკმაოდ გვალვაგამძლე, ვეგეტაციის პერიოდია 75—115 დღე. თესლი შეიცავს ცილებს, სახამებელს, ცხიმებსა და ვიტამინებს. იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო და საკონსერვო წარმოებაში და სხვაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება