მემკვიდრეობითობა
მემკვიდრეობითობა — ორგანიზმების თვისება, გადასცენ საკუთარი ნიშან-თვისებები და განვითარების მახასიათებლები შთამომავლობას. ამ თვისების წყალობით ყველა ცოცხალი ორგანიზმი საკუთარ შთამომავლებში ინახავს სახეობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. მემკვიდრული ნიშნების ამგვარი დამემკვიდრება უზრუნველყოფილია გენეტიკური ინფორმაციის გადაცემით. ეუკარიოტებში მემკვიდრეობითობის მატერიალურ ერთეულებს წარმოადგენენ გენები, რომლებიც ლოკალიზებულია ბირთვის ქრომოსომებსა და ორგანელების დნმ-ში. მემკვიდრეობითობა ცვალებადობასთან ერთად უზრუნველყოფს სიცოცხლის ფორმების მუდმივობასა და მრავალფეროვნებას და საფუძვლად უდევს ცოცხალი ბუნების ევოლუციას[1]. მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა გენეტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Тарантул В.З., Толковый биотехнологический словарь. Русско-английский, М.: Языки славянских культур, 2009, ISBN 978-5-9551-0342-6.