არტიშოკი (ლათ. Cynara) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

არტიშოკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Cynara

ცნობილია 12-მდე სახეობა. კულტივირებულია ნამდვილი არტიშოკი (Cynara scolymus), რომელსაც აქვს უმეტესად დატოტვილი, 0,5-1 მ სიმაღლის ღერო, დიდი, დანაკვთული ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი და კარგად განვითარებული ყვავილები.

საჭმელად ხმარობენ ყვავილედის ხორციან ყვავილსაჯდომსა და გარეთა წვნიანი ქერქლის ბოლოებს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და არომატულ ნივთიერებებს. არტიშოკს იყენებენ აგრეთვე პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (გადაწვენით).

ლიტერატურა

რედაქტირება