მწვანე საკვები — ბალახოვანი მცენარეები, რომლებსაც ცხოველი ჭამს საძოვარზე ახალმოთიბულს. როგორც წესი, მწვანე ბალახს საკვებად იყენებენ არა უგვიანეს ყვავილობისა, რადგან შემდეგ იგი უხეშდება და კარგავს დადებით თვისებებს. ნორჩი ბალახი მდიდარია კაროტინით B, C, E და K ვიტამინებით. 100 კგ პარკოსანი მცენარეების ბალახი 15—20 საკვებ ერთეულს და 3—3,6 კგ მონელებად პროტეინს შეიცავს, მარცვლეულისა კი შესაბამისად, 20—25 და 2,1—2,4. მწვანე საკვები ცხოველის ძირითადი და ყველაზე იაფი საკვებია საძოვრულ პერიოდში. მისი მიცემის ნორმები ცხოველის ცოცხალ წონასა და პროდუქტიულობაზეა დამოკიდებული. ძროხას (ცოცხალი წონის მიხედვით) დღეში შეიძლება მიეცეს 40—80, ცხვარს — 6—9, ღორს — 8—12, ცხენს 50 კმ-მდე მწვანე საკვები.

ლიტერატურა

რედაქტირება