იმუნიტეტიადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. იმუნიტეტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანის ორგანიზმი მშობლებისგან მემკვიდრეობით ღებულობს.[1] შეძენილი იმუნიტეტი ადამიანს რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამოუმუშავდება. იგი ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში ინახება.[2]

იმუნიტეტის სახეები

რედაქტირება

იმუნიტეტის რამდენიმე სახე არსებობს.[3][4]

იმუნიტეტი
ბუნებრივი
ხელოვნური
თანდაყოლილი: ყველა ადამიანს ბუნებრივი თანდაყოლილი იმუნიტეტი ცხოველებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ინფექციური დაავადებების მიმართ. მაგალითად, ადამიანი არ ავადდება ძაღლის შავი ჭირით. დაავადების შედეგად შეძენილი: გადატანილი ინფექციური დაავადების მიმართ ადამიანები იძენენ იმუნიტეტს. აცრების შედეგად შეძენილი: ორგანიზმში შეყავთ დასუსტებული მიკრობი ან მისი შხამი მცირე დოზით, რის საპასუხოდ ორგანიზმში სპეციფიური ლიმფოციტები და ანტისხეულები გამომუშავდება სამკურნალო შრატის შეყვანის შედეგად: როდესაც ადამიანი რომელიმე ინფექციით არის დაავადებული, მის ორგანიზმში შეყავთ სამკურნალო შრატი, რომელიც ამ მიკრობის საწინააღმდეგო მზა ანტისხეულებს შეიცავს. ეს ანტისხეულები სისხლში რამდენიმე წელი რჩება.