ნიდერლანდები
ნიდერლანდები (ნიდერლ. Nederland), არაფორმალურად ჰოლანდია (ნიდერლ. Holland) — სახელმწიფო, რომელიც ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და გააჩნია ტერიტორიები კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდებს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს[8] ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში.[9] ნიდერლანდებს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის — ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისათვის მისი თორმეტი პროვინციიდან ამ სახელწოდებით მხოლოდ ორია ცნობილი — (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).
Nederland ნიდერლანდები |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: ფრანგ. „Je maintiendrai“ ნიდერლ. „Ik zal handhaven“ „შევინარჩუნებ სიმტკიცეს“ [ა] |
||||||
ნიდერლანდების მდებარეობა ევროპაში
|
||||||
ნიდერლანდების სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულების
მდებარეობა კარიბის ზღვის აუზში |
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ამსტერდამი [ბ] 52°22′ ჩ. გ. 4°53′ ა. გ. / 52.367° ჩ. გ. 4.883° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ნიდერლანდური ფრიზული (ფრისლანდია) |
|||||
აღიარებული რეგიონული ენები |
|
|||||
ეთნიკური ჯგუფები (2008) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ნიდერლანდელი | |||||
დამოუკიდებელი სახელმწიფო | ნიდერლანდების სამეფო | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ | |||||
- | მონარქი | ვილემ-ალექსანდერი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | მარკ რიუტე | ||||
საკანონმდებლო ორგანო | გენერალური შტატები | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | წარმომადგენელთა პალატა | ||||
ფორმირება | ||||||
- | ბურგუნდიის ნიდერლანდები | 1384 | ||||
- | ჰაბსბურგის ნიდერლანდები | 1482 | ||||
- | ესპანეთის ნიდერლანდები | 1556 | ||||
- | გაერთიანებული ნიდერლანდები (დამოუკიდებელი რესპუბლიკა) |
26 ივლისი, 1581 (გამოცხადება) 30 იანვარი, 1648 (აღიარება) |
||||
- | ბატავიის რესპუბლიკა (ვასალი სახელმწიფო) |
19 იანვარი, 1795 | ||||
- | ნიდერლანდები (მონარქია) |
16 მარტი, 1815 | ||||
- | სამეფოს ქარტია (დამფუძნებელი ქვეყანა) |
15 დეკემბერი, 1954 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1958 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 41 543 კმ2 (134-ე) | ||||
- | წყალი (%) | 18,41 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასება | 16 856 620[1] (63-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 406,1 კაცი/კმ2 (24-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $717.146 მილიარდი[2] (23-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $42 586 (მე-12) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $838.036 მილიარდი[2] (მე-17) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $49 765 (მე-13) | ||||
ჯინი (2011) | 25.8[3] დაბალი · 111-ე |
|||||
აგი (2013) | 0.915[4] ძალიან მაღალი · მე-4 |
|||||
ვალუტა |
|
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 [ე] AST (UTC-4) |
|||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 AST (UTC-4) |
||||
თარიღის ფორმატი | დდ-თთ-წწწწ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | ||||||
ISO 3166 კოდი | NL | |||||
ინტერნეტ-დომენი | .nl [ზ] | |||||
ა. | ^ ქვეყნის ოფიციალური დევიზი არის ფრანგულ ენაზე. მისი ქართული ტრანსლიტერაციაა, „შევინარჩუნებ სიმტკიცეს“ | |||||
ბ. | ^ ამსტერდამი არის საკონსტიტუციო დედაქალაქი, ჰააგა არის მთავრობის ყოფნის ადგილი. | |||||
გ. | ^ ფრიზიულს (ფრისლანდია),[5] პაპიამენტოსა (ბონეირი)[6] და ინგლისურს (სინტ-ესტატიუსი და საბა)[6] ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ოფიციალური სტატუსი გააჩნიათ. ნიდერლანდების ქვემოსაქსონური და ლიმბურგული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ. | |||||
დ. | ^ ევროპის ნიდერლანდებში გამოიყენება ევრო, რომელმაც 2002 წელს ნიდერლანდური გულდენი შეცვალა. ამერიკული დოლარი გამოიყენება კარიბის ნიდერლანდებში, რომელმაც 2011 წელს შეცვალა ნიდერლანდების ანტილების გულდენი.[7] | |||||
ე. | ^ CET და CEST გამოიყენება ევროპულ ნიდერლანდებში, ხოლო AST გამოიყენება კარიბის ნიდერლანდებში. | |||||
ვ. | ^ +599 იყო ამჟამად დაშლილი ნიდერლანდების ანტილების ქვეყნის კოდი. კარიბის ნიდერლანდები ჯერ კიდევ იყენებენ 599-7 (ბონეირი), 599-3 (სინტ-ესტატიუსი) და 599-4 (საბა). | |||||
ზ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ნიდერლანდების ტერიტორიის 20 % (სადაც ქვეყნის მოსახლეობის 21 % ცხოვრობს) ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს,[10] ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50%-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს.[11] სწორედ ამ ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლიდან მოხდა ქვეყნის სახელწოდების დამკვიდრება როგორც მშობლიურ — Nederland, ასევე სხვა ევროპულ ენებზეც (გერმანულად: Niederlande, პორტუგალიურად: Países Baixos, ხორვატიულად: Nizozemska, ესპანურად: Países Bajos, ფრანგულად: Les Pays-Bas, შვედურად: Nederländerna, ნორვეგიულად: Nederland, იტალიურად: Paesi Bassi, ბერძნულად: Κάτω Χώρες, ფინურად: Alankomaat), რაც ითარგმნება როგორც დაბალი ქვეყანა. ზღვის დონიდან დაბლა მდებარე ტერიტორიების უმეტესობა საუკუნეების მანძილზე ხელითაა შექმნილი. ნიდერლანდების ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ევროპის სამი მნიშვნელოვანი მდინარის ესტუარს — რაინი-მაასი-შელდის დელტას.
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: ქართულად — ნიდერლანდები; ნიდერლანდულად — Nederland;
- ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი:
- ნიდერლანდი — ნიდერლანდურ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს“.
- ჰოლანდია — გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე“ (ჰოლანდია ნიდერლანდების ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ).
- ბატავია — გერმანიკული „სავარგულები“, მომდინარეობს Betuwe-საგან.
- ქვეყნის კოდი — NL.
გეოგრაფია
რედაქტირებასტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მიხედვით, ნიდერლანდების ევროპული ნაწილის ფართობი, წყლის ნაწილის ჩათვლით, 41,545 კმ2-ია; ხოლო მხოლოდ ხმელეთის ფართობი შეადგენს 33,481 კმ2-ს. ნიდერლანდების კარიბული ტერიტორიის ფართობი 328 კმ2-ია და მოქცეულია ჩრდილოეთ 50° და 54° განედებსა და აღმოსავლეთის 3° და 8° გრძედებს შორის.
ნიდერლანდები გეოგრაფიულად დაბალი, სწორი ქვეყანაა; მისი მთლიანი ფართობის 26%,[12] სადაც ქვეყნის მოსახლეობის 21% ცხოვრობს, ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 50%-ის სიმაღლე არ აღემატება ზღვის დონიდან 6 მეტრს.[10] ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ვხვდებით გორაკებს, რომელთა სიმაღლე არ აღემატება ზღვის დონიდან 321 მეტრს; აგრეთვე, ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს პატარა გორაკები. ზღვის დონიდან ქვემოთ მდებარე ტერიტორიების უმეტესი ნაწილი ადამიანის საქმიანობითაა შექმნილი; აღნიშნულის ძირითადი მიზეზი არის ტორფის მოპოვება. XVI საუკუნის მიწურულიდან, დიდი პოლდერის ტერიტორია დაცულია სადრენაჟო სანიაღვრე სისტემების საშუალებით, რომელშიც შედის ჯებირები, არხები და სატუმბი ადგილები.
ქვეყნის უმეტესი ნაწილი თავდაპირველად შექმნა სამი დიდი მდინარის დელტამ: რაინი (Rijn), მაასი (Maas) და შელდა (Schelde), აგრეთვე მათმა შენაკადებმა. ნიდერლანდების ევროპული ნაწილი რაინით, ვაალით, მათი ძირითადი შენაკადებითა და მაასით, იყოფა ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ, ნაწილად.
კლიმატი
რედაქტირებანიდერლანდებში ქარის მიმართულება ძირითადად სამხრეთ-დასავლეთია, რაც ზომიერ ზღვის კლიმატს ქმნის ზომიერად თბილი ზაფხულითა და ცივი ზამთრით, მაღალი ტენიანობით. ტემპერატურათა სხვაობა განსაკუთრებით იგრძნობა სანაპირო ზოლთან ახლოს, სადაც ტემპერატურა მკვეთრად იცვლება ზაფხულსა და ზამთარში.
თბილ დღეებს - მაქსიმალური ტემპერატურა 0 გრადუსზე ქვემოთ - ჩვეულებრივ ვხვდებით დეკემბერიდან და თებერვლამდე პერიოდში, ხოლო ყინვის დღეეს - მინიმალური ტემპერატურა ნულ გრადუსზე ქვემოთ - ჩვეულებრივ ვხვდებით ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, თუმცა, შეიძლება ყინვის დღეები შუა ოქტომბერში, ან მარტის გვიან პერიოდშიც მოხდეს.
ცხელ დღეებს - მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსზე ზემოთ - ძირითადად ვხვდებით აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში, მაგრამ ქვეყნის ზოგიერ ნაწილში შეიძლება მას მარტში, იშვიათად ნოემბერში ან თებერვალში შევხვდეთ. ზაფხულის დღეები - მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსზე მეტი - ჩვეულებრივ ვხვდებით დე-ბილტში მაისიდან სექტემბრამდე, ხოლო ტროპიკულ დღეებს - მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუზე ზემოთ - იშვიათია და ჩვეულებრივ ივნისში ვხვდებით.
წყალდიდობები
რედაქტირებასაუკუნეების განმავლობაში ნიდერლანდების სანაპირო ზოლი მნიშვნელოვნად შეიცვალა ბუნებრივი კატასტროფებისა და ადამიანთა ჩარევების შედეგად.
1287 წლის 14 დეკემბერს, ნიდერლანდები და გერმანია მნიშვნელოვნად დააზიანა წმ. ლუსიას წყალდიდობა, (გარდაიცვალა 50,000-ზე მეტი ადამიანი), რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი წყალდიდობის სახელითაა შესული.[13] 1953 წლის თებერვლის დასაწყისში ჩრდილოეთ ზღვის უზარმაზარმა წყალდიდობამ ნიდერლანდების სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ჯებირის ჩამონგრევა გამოიწვია; წყალდიდობის შედეგად დაიხრჩო 1,800-ზე მეტი ადამიანი. შემდგომში ნიდერლანდების მთავრობამ დაიწყო ფართომასშტაბიანი პროგრამა, „დელტა სამუშაოები“, ქვეყნის დასაცავად მომავალი წყალდიდობისგან; აღნიშნული პროექტი 13 წლის შემდეგ დასრულდა.
ნიდერლანდები არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელზეც შეიძლება ყველაზე მეტად იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ. ზღვის დონის აწევა არაა ერთადერთი პრობლემა, ამინდის ცვლილებამ შესაძლოა მდინარეთა ჯებირებიდან გადმოსვლა გამოიწვიოს.[14][15][16]
ისტორია
რედაქტირებაპირველი არქეოლოგიური მონაცემები, რითაც უძველესი ადამიანის თანამედროვე ნიდერლანდების ტერიტორიაზე არსებობა დასტურდება — ქვედა პალეოლითის ხანას (დაახლ. 250 ათასი წლის წინ) მიეკუთვნება. ისინი ნადირობასა და შემგროვებლობას მისდევდნენ. გამყინვარების პერიოდის ბოლოსთვის აღნიშნული ტერიტორია ადამიანთა სხვადასხვა პალეოლითური ჯგუფებით იყო დასახლებული. დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდების ტერიტორიაზე ადამიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.
ნიდერლანდების ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდები შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.
შუა საუკუნეებში ნიდერლანდები გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდებში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდების ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდების რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო „ოქროს ხანა“ ნიდერლანდების ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.
XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდების ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდებმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდებს და თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციურ-მონარქიული მმართველობის ფორმაზე გადავიდა.
პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდები ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტურმა გერმანიამ მისი ოკუპაცია მოახდინა. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს ნიდერლანდების ყოფილმა კოლონიებმა — ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.
1957 წელს ნიდერლანდები გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.
სახელმწიფო
რედაქტირება- პოლიტიკური სისტემა — კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური — დედოფალი ბეატრიქსი (BEATRIX, 1980). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდების ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა — 1890-1948, იულიანა — 1948-1980.
- მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი — მარკ რიუტე (2010-დან).
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი — გენერალური შტატები (75+150 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი - არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენთე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერეისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
- სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდების ანტილის კუნძულები.
დემოგრაფია
რედაქტირება2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით ნიდერლანდების მოსახლეობა 17,418,808-ს შეადგენდა.[17] არის ევროპის მეხუთე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა და თუ მცირე სახელმწიფოებს, მონაკოს, სან-მარინოსა და ვატიკანს, ვუგულებელყოფთ, იგი ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის სტატუს იღებს. საშუალოდ კვადრატულ კილომეტრზე 521 მცხოვრებით, იგი დასახლების სიმჭიდროვით მსოფლიოში მე-12-ეა. მთლიანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მსოფლიოს ქვეყნების შორის 64-ე პოზიციაზეა. 1900-1950 წლებში ქვეყნის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა: 5.1 მილიონიდან 10 მილიონს მიაღწია. 1950-2000 წლებში მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა და 15.9 მილიონი გახდა.[18] 2013 წელს ზრდის სავარაუდო ტემპია 0.44%.[19]
2018 წლის მონაცემებით შობადობის მაჩვენებელი ნიდერლანდებში 1 ქალზე 1.78 ბავშვია,[17] რაც ბევრ ევროპის ქვეყანასთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. მისი მოსახლეობის საშუალო ასაკი, 42.7, მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.[19] სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია: 83.2 ქალებში, ხოლო 78.9 - კაცებში (2013 წლის აღწერით).[19] მიგრაციის მაჩვენებელი 1000 მოსახლეზე წელიწადში 2 მიგრანტია. ნიდელანდების მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად ნიდერლანდელია. 2005 წლის მონაცემებით, 80.9% ნიდერლანდელი იყო , 2.4% - ინდონეზიელი, 2.4% - გერმანელი, 2.2% - თურქი, 2.0% - სურინამელი, 1.9% - მაროკოელი, 0.8% - ანტილიელი და არუბანელი, და 7.4% - სხვები.[20] ნიდერლანდებში დაახლოებით 150-200 ათასი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ამსტერდამსა და ჰააგაში (დღესდღეობით ამ ქალაქების მოსახლეობა შეადგენს მთლიანი პოპულაციის 10%-ს).[21][22]
ნიდერლანდელები არიან ყველაზე მაღალი ხალხი მსოფლიოში, ეროვნებით,[23] საშუალო სიმაღლე ზრდასრულ მამაკაცებში 1,81 მეტრია, ხოლო ზრდასრულ ქალებში - 1.67 (2009 წლის მონაცემებით).[24] ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მოსახლეობა ჩრდილოეთთან შედარებით 2 სმ-ით მაღალია.
ევროსტატის მიხედვით, 2010 წელს ქვეყანაში უცხოეთში-დაბადებული 1.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.1%-ია. აქედან, 1.4 მილიონი (8.5%) დაიბადა ევროკავშირის გარეთ, ხოლო 0,43 მილიონი (2.6%) - ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში.[25] 2016 წლის 21 ნოემბერს ნიდერლანდებში ცხოვრობდა ისეთი 3.8 მილიონი ადამიანი, რომლის ერთი მშობელი მაინც იყო უცხოეთში დაბადებული.[26] ამსტერდამისა და როტერდამის ახალგაზრდების ნახევარზე მეტს არადასავლური წარმომავლობა აქვს.[27] ნიდერლანდელები, ან ნიდერლანდელების შთამომავლები მიგრანტის სტატუსით გვხვდებიან მთელს მსოფლიოში; განსაკუთრებით მრავლად არიან კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და აშშ-ში. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2006 წლის მონაცემებით, 5 მილიონზე მეტი ამერიკელი ნაწილობრივ, ან სრულიად, ნიდერლანდური წარმოშობისაა.[28] სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 3 მილიონი ჰოლანდიელი შთამომავალი აფრიკანელი ცხოვრობს.[29]
კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 521 მცხოვრებით ნიდერლანდები მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოს მე-12 ქვეყანაა.[17] რანსტარდი ქვეყნის უდიდესი კურორტია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით და შეიცავს ოთხ უდიდეს ქალაქს: ამსტერდამი, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინცია; როტერდამი და ჰააგა, სამხრეთ ჰოლანიდიის პროვინციები; და უტრეხტი, უტრეხტის პროვინცია. რანდსტადის მოსახლეობა დაახლოებით 8.2 მილიონია;[30] აღნიშნული მაჩვენებლით იგი ევროპის მეხუთე უდიდესი მეტროპოლიტური ტერიტორიაა. ჰოლანდიის ცენტრალურ სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2015 წელს, ჰოლანდიის მოსახლეობის 28%-ს ჰქონდა სახარჯო შემოსავალი 45,000 ევროზე მეტი (არ შედის ჯანმრთელობის დაცვის ან განათლების ხარჯები).[31]
ენა
რედაქტირებაოფიციალური ენა ნიდერლანდურია, რომელზეც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ლაპარაკობს. ნიდერლანდურის გარდა, ჩრდილოეთს პროვინცია ფრისლანდიის მეორე ოფიციალური ენა ფრიზულია.[32] აღნიშნულ პროვინციაში ფრიზულ ენას ოფიციალურის სტატუსი აქვს მინიჭებული (მთავრობის ოფიციალური მიმოწერა ფრიზულ ენაზე ხორციელდება). ქვეყნის ევროპულ ნაწილში რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიხედვით კიდევ ორ რეგიონალურ ენას ვხვდებით.[33]
რელიგია
რედაქტირებანიდელანდელები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური ხალხია მსოფლიოში. XX საუკუნის მიწურულამდე ქვეყანაში ძირითადი რელიგია ქრისტიანობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ჯგუფების მხრივ ქვეყანა მაინც მრავალფეროვანია, არა-რელიგიური ადამიანების რიცხვი სულ ოფრო იზრდება.
2015 წელს, „სტატისტიკ ნიდერლანდსის მიხედვით“, ნიდერლანდები სამთავრობო ინსტიტუტმა, რომელიც ქვეყნის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს, დაადგინა, რომ მთლიანი მოსახლეობის 50.1% არა-რელიგიური ადამიანია. ჯგუფებში, რომლებსაც ნიდერლანდების არა-რელიგიური მოსახლეობა ქმნის, შედის „Humanistisch Verbond“-იც. ქრისტიანები მთლიანი მოსახლეობის 43.8%-ს შეადგენენ,[34] რომლებიც ნაწილდება შემდეგ ჯგუფებად: 23.7% - კათოლიკეები, 15.5% პროტესტანტები, ხოლო 4.6% - სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები. 4.9% ისამის მიმდევარია, ხოლო 1.1% - სხვა რელიგიების (მათ შორის იუდაიზმის, ბუდიზმის და ინდუიზმის).[35] 2006 წელს Radboud University-სა და Vrije Universiteit Amsterdam-ის დამოუკიდებელი ინტერვიუების თანახმად, ნიდერლანდების მოსახლეობის 34% ქრისტიანი იყო; 2015 წლისთვის ქრისტიანთა წილი 24%-მდე დაეცა (11.7% კათოლიკეები, 8.6% PKN, ხოლო 4.2% ქრისტიანობის სხვა დანარჩენი მიმდინარეობები). ნიდერლანდებში არა-რელიგიური მოსახლეობის წილი წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 1966 წელს - 33%, 1979 წელს - 43%, 1996 წელს - 53%, ხოლო 2006 წელს - 61%.[36][37] The Sociaal en Cultureel Planbureau-ს (სოციალური და კულტურული დაგეგმარების სააგენტო, SCP) აზრით, 2020 წლისთვის ქვეყანის მოსახლეობის 72% არა-რელიგიური ადამიანია. [38]
ეკონომიკა
რედაქტირებანიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 3, მრეწველობა — 28, მომსახურება — 68;
- ე.ე.პ. (1 სულზე) — 25 830 $.
- ექსპორტი — რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
- უდიდესი კომპანიები — ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
- ბიუჯეტი — 134 000 მლნ $. ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.
მემკვიდრეობა
რედაქტირება- ამსტერდამი: ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
- გრონინგენი: ეკლესია აა (XIII ს.);
- მაასტრიხტი: ეკლესია ონზე (XI ს.), „ჯოჯოხეთის ჭიშკარი“ (XIII ს.);
- მიდელბურგი: რატუშა (XV ს.);
- ბრედა: ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
სპორტი
რედაქტირებანიდერლანდების 16.8 მილიონი მცხოვრებიდან დაახლოებით 4.5 მილიონი ქვეყანაში რეგისტრირებული 35,000 კლუბიდან ერთ-ერთში მაინც არის რეგისტრირებული. მოსახლეობის დაახოებით მესამედი ნაწილი (15-75 ასაკში) სპორტით ყოველკვირეულად კავდება.[39] ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია; მეორე ყველაზე პოპულარული სპორტი სახეობა ბალახის ჰოკეია, ხოლო მესამე - ფრენბურთი. ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არის ქვეყანაში სპორტის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტი; იგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1970-იანი წლებიდან, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იოჰან კრეიფიმ მწვრთნელ რინუს მიჩელთან ერთად საფეხბურთო ტაქტიკა, Total Football შეიმუშავეს. ინდივიდუალურ სპორტებს შორის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ჩოგბურთი, ტანვარჯიში და გოლფი.[40]
სპორტის ორგანიზაციების ჩამოყალიბება XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო და XX საუკუნის მიწურულს დასრულდა. აღნიშნულ პერიოდშიდაარსდა ფედერაციები, ჩამოყალიბდა საერთო წესები და შეიქმნა სპორტული კლუბები. 1912 წელს შეიქმნა ნიდერლანდების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ჯერჯერობით, ქვეყანას ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 266, ხოლო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 110 მედალი აქვს მოპოვებული. საერთოშორისო შეჯიბრებებში, ნიდერლანდის ნაკრებები და ათლეტები რამდენიმე სახეობაში დომინირებენ. ნიდერლანდებით მინდორის ჰოკეის ქალთა ნაკრები მსოფლიოს თასის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია. ქვეყნის ბეიზბოლის ნაკრებს ევროპის 32 ჩემპიონატიდან 20 აქვთ მოგებული. ნიდერლანდელ K-1 კიკბოქსერებს 19 K-1 მსოფლიო გრანდ პრიქსიდან 15 აქვთ მოგებული.
ბოლო პერიოდში, ქვეყანაში დიდ პროგრესს განიცდის კრიკეტი. ნიდერლანდელებმა მონაწილეობა მიიღეს 1996, 2003, 2007 და 2011 წლის ODI კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატებში. აგრეთვე მოხვდნენ 2009 და 2014 წლების T20 მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც. 2009 წელს, T20 მსოფლიო თასზე ნიდერლანდებმა ინგლისი, იმ დროს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და თამაშის გამომგონებელი ერი, დაამარცხა.[41]
ცნობილი ნიდერლანდელები
რედაქტირება- მომღერლები: სიმონე სიმონსი, ფლორ იანსენი
- მოგზაურები: ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი
- ფილოსოფოსები: ბარუხ სპინოზა, ერაზმ როტერდამელი
- მხატვრები: ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტ ვან რეინი, იან ვერმეერი
- მეცნიერები: კრისტიან ჰიუგენსი, ანტონ ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი
- სპორტსმენები: მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, რობ რენსენბრინკი, მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი, დენის ბერგკამპი
- ანა ფრანკი, მატა ჰარი, პიტერ სტუივეზანტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Population and population dynamics; month, quarter and year. Centraal Bureau voor de Statistiek (11 August 2014). ციტირების თარიღი: 15 August 2014.
- ↑ 2.0 2.1 Netherlands. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 26 April 2014.
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
- ↑ 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
- ↑ Wet gebruik Friese taal in het rechtsverkeer Dutch. wetten.nl. ციტირების თარიღი: 25 October 2010.
- ↑ 6.0 6.1 Invoeringswet openbare lichamen Bonaire, Sint Eustatius en Saba Dutch. wetten.nl. ციტირების თარიღი: 1 January 2011.
- ↑ Wet geldstelsel BES. Dutch government (30 September 2010). ციტირების თარიღი: 11 January 2014.
- ↑ North Sea. Ministry of Defence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 March 2012.
- ↑ Dutch Ministry of Foreign affairs. About the Nederlands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 3 March 2011.
- ↑ 10.0 10.1 Milieurekeningen 2008. Centraal Bureau voor de Statistiek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 4 February 2010.
- ↑ Netherlands Guide – Interesting facts about the Netherlands. Eupedia (19 April 1994). ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ Schiermeier, Quirin (5 July 2010). „Few fishy facts found in climate report“. Nature. 466 (170): 170. doi:10.1038/466170a. ISSN 0028-0836. PMID 20613812.
- ↑ Zuiderzee floods (Netherlands history). Britannica Online Encyclopedia.
- ↑ Nickerson, Colin (5 December 2005). „Netherlands relinquishes some of itself to the waters“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2006. ციტირების თარიღი: 10 October 2007.
- ↑ Olsthoorn, A.A. (February 2001). Floods, flood management and climate change in The Netherlands. Institute for Environmental Studies, Vrije Universiteit. OCLC 150386158. ციტირების თარიღი: 10 October 2007. დაარქივებული 22 October 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Tol, Richard S. J.; van der Grijp, Nicolien; Olsthoorn, Alexander A.; van der Werff, Peter E. (2003). „Adapting to Climate: A Case Study on Riverine Flood Risks in the Netherlands“ (PDF). Risk Analysis. 23 (3): 575–583. doi:10.1111/1539-6924.00338. hdl:1871/31872. PMID 12836850.
- ↑ 17.0 17.1 17.2 CBS Statline.
- ↑ CBS Statline – Population; history. Statistics Netherlands. Retrieved on 8 March 2009.
- ↑ 19.0 19.1 19.2 The World Factbook – Netherlands. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 11 June 2013.
- ↑ Garssen, Joop, Han Nicolaas and Arno Sprangers. (2005)Demografie van de allochtonen in Nederland Dutch. Centraal Bureau voor de Statistiek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 2 July 2011.
- ↑ Expats in Nederland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2014.
- ↑ Feiten en cijfers over immigratie – Pagina 5. Ons Amsterdam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-18. ციტირების თარიღი: 2020-08-04.
- ↑ Enserink, Martin (7 April 2015). „Did natural selection make the Dutch the tallest people on the planet?“. Science. Amsterdam. ციტირების თარიღი: 9 April 2015.
- ↑ Reported health and lifestyle. Centraal Bureau voor de Statistiek. ციტირების თარიღი: 12 August 2012.
- ↑ Vasileva, Katya (2011) 6.5% of the EU population are foreigners and 9.4% are born abroad დაარქივებული 28 January 2012 საიტზე Wayback Machine. , Eurostat, Statistics in focus vol. 34.
- ↑ "Migration background still plays a role". Centraal Bureau voor de Statistiek (CBS). 21 November 2016.
- ↑ "Half of young big-city dwellers have non-western background". Centraal Bureau voor de Statistiek (CBS). 1 August 2006.
- ↑ American FactFinder, United States Census Bureau. Census 2006 ACS Ancestry estimates. Factfinder.census.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2011. ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ A Hidden Language – Dutch in Indonesia (PDF). Institute of European Studies (University of California, Berkeley).
- ↑ CBS Statline.
- ↑ CBS – Income distribution – Extra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2015. ციტირების თარიღი: 15 September 2015.
- ↑ Talen in Nederland – Erkende talen. rijksoverheid.nl. ციტირების თარიღი: 12 August 2014.
- ↑ CIA World Factbook: Official languages per country. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
- ↑ „Hoe God (bijna) verdween uit Nederland“. NOS. 13 March 2016. ციტირების თარიღი: 3 April 2016.
- ↑ CBS. Meer dan de helft Nederlanders niet religieus nl-NL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2022. ციტირების თარიღი: 20 February 2019
- ↑ Bernts, Tom; Berghuijs, Joantine (2016) God in Nederland 1966-2015. Ten Have. ISBN 9789025905248.
- ↑ „Two-thirds of people in Netherlands have no religious faith“. DutchNews.nl (ინგლისური). 14 March 2016. ციტირების თარიღი: 30 July 2017.
- ↑ Sociaal en Cultureel Planbureau, God in Nederland (2006/2007)
- ↑ Sport in Nederland nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2008. ციტირების თარიღი: 21 August 2012. . ned.univie.ac.at
- ↑ Ledental sportbonden opnieuw gestegen nl (24 July 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 1 June 2016.
- ↑ https://www.news18.com/cricketnext/news/june-5-2009-netherlands-stun-england-in-t20-world-cup-thriller-2654425.html