სამხრეთი ჰოლანდია
სამხრეთი ჰოლანდია (ნიდერლ. Zuid-Holland) — პროვინცია ნიდერლანდებში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე. დედაქალაქია ჰააგა, უმსხვილესი ქალაქი კი როტერდამი.
სამხრეთი ჰოლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ინდუსტრიალიზებული ადგილია. ფართობი 3 403 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2009 წლის მონაცემებით 3 502 595 ადამიანს შეადგენს. მისი მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ასევე უდიდესია მთელ ნიდერლანდებში.
პროვინცია ადმინისტრაციულად 72 მუნიციპალიტეტად იყოფა.
ისტორია
რედაქტირებაისტროიის მანძილზე, სამხრეთ ჰოლანდია ჰოლანდიის რეგიონის განუყოფელი ნაწილი იყო.
IX-XVI საუკუნეებში ჰოლანდია საღვთო რომის იმპერიაში შემავალი საგრაფო იყო და ჰოლანდიის გრაფების მიერ იმართებოდა.
XVI საუკუნიდან 1795 წლამდე, ჰოლანდია გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის უმდიდრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია იყო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Province of South Holland website დაარქივებული 2008-04-07 საიტზე Wayback Machine.
- English home page on Province of South Holland website დაარქივებული 2008-04-07 საიტზე Wayback Machine.
- Tourist information about South Holland დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine.
- Basic information about South Holland დაარქივებული 2008-10-18 საიტზე Wayback Machine.
- Basic information about municipalities დაარქივებული 2005-02-08 საიტზე Wayback Machine.