ჰოლანდია (ისტორიული რეგიონი)

ჰოლანდია (ნიდერლ. Holland) — ისტორიული რეგიონი ნიდერლანდების დასავლეთ ნაწილში. მოიცავს ქვეყნის ორ პროვინციას - ჩრდილოეთ ჰოლანდიას (Noord-Holland) და სამხრეთ ჰოლანდიას (Zuid-Holland). ისტორიულად ჰოლანდია საგრაფო იყო, რომელიც საღვთო რომის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. მოგვიანებით ერთ-ერთი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ნიდერლანდების შვიდი გაერთიანებული პრივინციისგან (1581-1795) შექმნა რესპუბლიკა. ჰოლანდიის შექმნას საფუძველი დაუდო პირველმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ნიდერლანდიაში, რომელიც ესპანეთის შემადგენლობაში შედიოდა. შესაბამისად რევოლუციაც ესპანეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. შედეგად, 1579 წელს ჩამოყალიბდა ნიდერლანდიის ჩრდილოეთ პროვინციების კავშირი, მოგვიანებით ჰოლანდია - პირველი კაპიტალისტური სახელმწიფო.

ჰოლანდია ნიდერლანდების რუკაზე

1806-1810 წლებში არსებობდა ჰოლანდიის სამეფო, რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ნაპოლეონ I-ის საფრანგეთის იმპერიის მიმართ. მის მეფედ ნაპოლეონის ერთ-ერთი ძმა, ლუდოვიკო I ბონაპარტი დაინიშნა. ჰოლანდიის სამეფო შეცვალა ბატავიის რესპუბლიკამ (ასევე ვასალური საფრანგეთის მიმართ), შემდეგ კი 1810 წელს საფრანგეთის მიერ ანექსირებისას არსებობა შეწყვიტა.

სახელწოდება ჰოლანდია მომდინარეობს სიტყვებისგან holt land (სიტყვასიტყვით "ხის ქვეყანა"). ზოგიერთ ქვეყანაში ამ სახელით მოიხსენიება მთელი ნიდერლანდების სამეფო, რაც პოლიტიკურად არაკორექტულია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება