დორდრეხტი
დორდრეხტი (ნიდერლ. Dordrecht) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში. 118 601 მცხოვრებით (2009), წარმოადგენს პროვინციის სიდიდით მეოთხე ქალაქს. დორდრეხტი დრეჩსტედენის უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქია, რომელიც ასევე მიეკუთვნება რანდსტადს — ნიდერლანდების მთავარ კონურბაციას. ამავე დროს, დორდრეხტი ჰოლანდიის რეგიონის უძველესი ქალაქია მდიდარი ისტორიითა და კულტურით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დორდრეხტი ნიდერლ. Dordrecht | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
პროვინცია (ნიდერლანდები)|ნიდერლანდების პროვინციები|პროვინცია | სამხრეთი ჰოლანდია | ||||
კოორდინატები | 51°49′00″ ჩ. გ. 4°39′00″ ა. გ. / 51.81667° ჩ. გ. 4.65000° ა. გ. | ||||
მმართველი | Wouter Kolff | ||||
ფართობი | 99,45 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 118 601 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1 491 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 078 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3300–3329 | ||||
ოფიციალური საიტი | dordrecht.nl | ||||
| |||||
სექციების სია
ისტორიარედაქტირება
დორდრეხტი მდინარე თურის ნაპირებზე ჩამოყალიბდა, ტორფიანი ჭაობების შუაგულში. 1120 წელს გვხვდება პირველი მინიშნებები ქალაქის არსებობის შესახებ. 1220 წელს ჰოლანდიის გრაფმა მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა.
XII-XIII საუკუნეებში, სტრატეგიული მდებარეობის გამო დორდრეხტი მნიშვნელოვან საბაზრო ქალაქად იქცა. ძირითადად ვაჭრობდა ღვინით, მერქნით და პურეულით.
1253 წელს ქალაქში ლათინური სკოლა დაარსდა, რომელიც გიმნაზიის სახით დღემდე არსებობს.
1421 წლის 17 აპრილს, წმინდა ელიზაბეთის წყალდიდობისას სამხრეთ ჰოლანდიის უდიდესი ნაწილი დაიტბორა, რის შედეგადაც დორდრეხტი კუნძულად იქცა. წყალდიდობას 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XVIII საუკუნიდან დორდრეხტის მნიშვნელობა თანდათან დაეცა, რადგან რეგიონის მთავარი ქალაქი როტერდამი გახდა.
ეკონომიკარედაქტირება
თანამედროვე დორდრეხტის ეკონომიკა ეფუძნება გემთმშენებლობას, ხე-ტყისა და ფოლადის ინდუსტრიას. ქალაქი ნიდერლანდში სიდიდით მე-6 ნავსადგურს ფლობს.