სხიდამი
სხიდამი — ქალაქი და ნავსადგური ნიდერლანდებში, სამხრეთი ჰოლანდიის პროვინციაში, მდინარე ნიივე-მაასის ნაპირზე, ქალაქ როტერდამის მახლობლად. 2007 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 75 257 კაცს. ქალაქში განვითარებულია გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკა, კვების მრეწველობა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 629.