ელექტროტექნიკამეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ელექტროენერგიის გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოყენების საკითხებს. ელექტროტექნიკის ფართოდ გავრცელება იმით აიხსნება, რომ ელექტროენერგიას აქვს რამდენიმე უპირატესობა ენერგიის სხვა სახეობებთან შედარებით. კერძოდ, იგი იძლევა დიდი სიმძლავრის ელექტროენერგიის კონცენტრირებული გამომუშავების შესაძლებლობას; ადვილად გადაიცემა მოხმარების ადგილზე; მარტივი გასანაწილებელია ელექტრულ ქსელებში; იოლად გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება