ვაალი (ნიდერლ. Waal) — მდინარე ნიდერლანდებში. რაინის დელტაში არსებული ტოტი. სიგრძე 84 კმ. წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სანაოსნო გზას, რომელიც აკავშირებს ქალაქ როტერდამს გერმანიასთან. ვაალი რაინის ქვემო დინების ტოტია, რომელზედაც მოდის მდინარის საერთო ჩამონადენის 65%. მისი ცალკეული მონაკვეთები აღინიშნება განსხვავებული სახელით, მაგ., ჰოლანდს-დიპი, აუდე-მაასი. რაინი ნიდერლანდებში შემოსვლისას 2 ნაწილად იყოფა — საკუთრივ ვაალად და ნიდერ-რაინად. ნეიმეგენის სიახლოვეს ვაალი უერთდება მაას-ვაალის არხს, ხოლო ტილთან ვაალს გამოეყოფა ამსტერდამ-რაინის არხი. ვუდრიჰემის სიახლოვეს მდინარე ერწყმის აფგედამდე-მაასს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ბოვენ-მერვედე. ზალტბომელთან ვაალის გასწვრივ გაშენებულია სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები. მდინარის წყალი სისუფთავით არ გამოირჩევა. მასში აღმოჩენილია რიგი პათოგენები.

ვაალი
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
სიგრძე 84 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ვაალი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება