მექსიკა
მექსიკა, ოფიციალურად მექსიკის შეერთებული შტატები[3] (ესპ. Estados Unidos Mexicanos) — ფედერაციული სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე.[4][5] ქვეყნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760 000 კვადრატული მილი),[6] მექსიკა მეთოთხმეტე სახელმწიფოა მსოფლიოში ფართობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს შეადგენს.[7] ამ მაჩვენებლით მექსიკას მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი უკავია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად.
მექსიკის შეერთებული შტატები Estados Unidos Mexicanos მექსიკა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: „Himno Nacional Mexicano“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მეხიკო 19°03′ ჩ. გ. 99°22′ ა. გ. / 19.050° ჩ. გ. 99.367° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური (დე ფაქტო) | |||||
მთავრობა | ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 972 550 კმ2 (მე-14) | ||||
- | წყალი (%) | 2,5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 113 910 608[1] (მე-11) | ||||
- | სიმჭიდროვე | 57 კაცი/კმ2 (142-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $1,661 ტრილიონი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $14,609[2] | ||||
აგი (2011) | 0,770 (მაღალი) (57-ე) | |||||
ვალუტა | მექსიკური პესო (MXN ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC UTC-06:00-დან UTC-08:00-მდე.) | |||||
ქვეყნის კოდი | MEX | |||||
Internet TLD | .mx | |||||
სატელეფონო კოდი | 52 |
კოლუმბამდელ პერიოდში, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე არსებობდა მრავალი სახელმწიფო, რომლებიც განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. მათ შექმნეს მოწინავე ცივილიზაციები, პირველი მექსიკური სახელმწიფოების დაარსება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე იწყება. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დროს, აქ არსებობდა აცტეკების და მაიას სახელმწიფოები; ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირება არსებობდა, რაც ეს ორივე მათგანს აზიანებდა და ასუსტებდა. უკვე 1521 წელს განხორციელდა ესპანელების პირველი ექსპედიცია. ესპანელმა დამპყრობლებმა დასუსტებული მექსიკური სახელმწიფოები ადვილად დაიპყრეს და დაიმორჩილეს. შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ახალი ესპანეთი. მის შემადგენლობაში მოექცა მთლიანად მექსიკის და არა მარტო მექსიკის ტერიტორიები. 1810 წელს დაიწყო მექსიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის; 1821 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ახალ სახელმწიფოს ეწოდა მექსიკის იმპერია. 1910 წელს მექსიკაში რევოლუცია მოხდა. 1917 წლის კონსტიტუციით მექსიკა ფედერაციული სახელმწიფოდ გამოცხადდა. 2000 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის მმართველი ხდება მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია (ესპ. Partido Revolucionario Institucional, მემპ), ხოლო 2006 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ფელიპე კალდერონი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენრიკე პენია ნიეტომ მოიპოვა გამარჯვება.
1994 წლიდან მექსიკა გაწევრიანებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD). განვითარების მხრივ მიეკუთვნება ახალად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით მექსიკას 11-ე ადგილი უკავია. მექსიკის ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე, განსაკუთრებით განვითარებულია ვაჭრობა აშშ-სთან. მექსიკის ეკონომიკისთვის უდიდესი შემოსავალი მოაქვს ტურიზმის ინდუსტრიას; ყოველწლიურად ქვეყანას დაახლოებით 21,4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მექსიკაში განვითარებულია ხელოვნება და კულტურა, საქვეყნოდაა ცნობილი მექსიკური სამზარეულო. ქვეყანაში იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული 31 ძეგლია; ამ მაჩვენებლით მექსიკას პირველი ადგილი უკავია ამერიკაში.
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: მექსიკის შეერთებული შტატები.
- ესპანური: México; Estados Unidos Mexicanos.
- ეტიმოლოგია: - სახელი მომდინარეობს აცტეკთა ერთ-ერთი შტოს Mexica-საგან.
- ქვეყნის კოდი: MX.
ისტორია
რედაქტირება1821 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან. 1824 წლიდან რესპუბლიკაა. 1845-1848 წლებში აშშ-სთან ომის შედეგად დაკარგა ტეხასი და სხვა ტერიტორიები. მე-2 მსოფლიო ომში ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს იყო. 1992 წელს აშშ-სა და კანადასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში, უკავის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყნებია: აშშ, გვატემალა, ბელიზი.
- ფართობი: 1 972 550 კმ². საზღვრები: საზღვაო - 6 778 კმ; სახმელეთო - 4 448 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - მექსიკის პლატო, ყურის ზღვისპირა დაბლობი, წყნარი ოკეანისპირა მაღლობი, ქვედა კალიფორნიის ნახევარკუნძული, სამხრეთი მაღლობი, ჩიაპასის მაღლობი. უმაღ. მწვერვალი – სიტლალტეპეტლი (ორისაბა) 5.747 მ; პოპოკატეპეტლი 5,452 მ. მდინარეები (კმ) - რიო-გრანდე 2.001 (სულ 3.060), რიო-გრანდე-დე-სანტიაგო 965, პაპალოაპანი 900, ბალსასი 771; ტბა (კვ.კმ) - ჩაპალა 1.080; კუნძული (კვ.კმ) - ტიბურონი 1.186; კლიმატი - ტროპიკული, მშრალი.
ჰავა
რედაქტირებამექსიკის კლიმატი არის მრავალფეროვანი, რომელიც იცვლება მისი სიმაღლის და ფართობის მიხედვით. ცენტრალური დაბლობი გამოირჩევა მშრალი კლიმატით. მწვერვალები წელიწადის თითქმის ყველა პერიოდში დაფარულია თოვლით. სანაპირო ზოლი ნოტიოა. საშუალო ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთნაირია, მერყეობს 10 °C დან 30 °C-მდე. ჩვეულებრივ გაანასხვავებენ მშრალ და ნოტიო სეზონს, რომელიც ფორმირდება ტროპიკული ციკლონებით, მათ მოაქვთ ჭარბი ნალექი, ხანდახან იმ დონეზე, რომ აქვს დამანგრეველი ძალა. ყველაზე წვიმიანი თვეებია მაისი და ოქტომბერი.
მდინარეები და ტბები
რედაქტირებაქვეყნის მდინარეების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედარებით ნაკლები მდინარე გვხვდება ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ-აღმოსავლეთის მდინარეები დიდი სიგრძით არ გამოირჩევიან, მათ აქვთ ჩქარი დინება. ჩრდილო-დასავლეთის მდინარეები უფრო გრძელია, მაგრამ ღრმა არ არის. ყველაზე დიდი მდინარებია: რიო-გრანდე, ლერმა, რომელიც ტბა ჩაპალადან გამოედინება, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ტბა მექსიკაში.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებამექსიკის ფლორა მრავალფეროვანია, დაახლოებით 12 000-ზე მეტი მცენარეა, მათი 2/3 ენდემურია. ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება ნახევარუდაბნოები და უდაბნოები, რომლებიც გამოირჩევიან თავისებური ფლორით, მიმოზისებრი ბუჩქებით. სამხრეთ ნაწილში კი გვხვდება დაბურული ეკლიანი ბუჩქები. მთებისთვის დამახასიათებელია ფოთლოვანი და შერეული ტყეები (მუხა, ცაცხვი, ფიჭვი, სოჭი და სხვა) სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ტროპიკული ტყეები. დასავლეთით მშრალი ფიჭვნარი.
ფლორის მსგავსად ფაუნაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნახევარუდაბნოებში და უდაბნოებში უმეტეს შემთხვევაში არიან მღრღნელები. მთიანეთში - შავი დათვი, წითელი ფოცხვერი, პუმა.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი (2007).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (128+500 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 31 შტატი (estado) და 1 ფედერალური ოლქი (distrito federal).
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობა: 113 910 608 (2011), მათ შორის 60 % მეტისი (ესპანელ-ინდიელი), 9 % თეთრი, 1,3 % აცტეკი, 0,7 % მაია. რასობრივი შემადგენლობა: მეტისი - 55 %, ინდიელი - 29 %, ევროპელი - 15 %.
- ენები: ესპანური, მაია, ნაჰუატლი და სხვა აბორიგენული ენები.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) : მეხიკო (8.681; აგლომ. 21.234), ეკატეპეკ-დე-მორელოსი (1.732), გვადალახარა (1.666; აგლომ. 3.896), პუებლა (1.345; აგლომ. 2.586), ოახაკა-დე-ხუარესი (1.294), ტიხუანა (1.270), ნესაუალკოიოტლი (1.251), მონტერეი (1.135; აგლომ. 3.528).
ეკონომიკა
რედაქტირება- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 347 მლრდ $ (მე-16 ადგილი); 1 სულზე - 3.700 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 6, მრეწველობა 26, მომსახურება 68.
- ექსპორტი: ნავთობპროდუქტები, ავტომობილები, ბამბა, ყავა, თევზი, სასუქები.
- ბიუჯეტი: 136,000 მლრდ$.
- ვალუტა: მექსიკური პესო (MXN).
ტრანსპორტი
რედაქტირებაქვეყანას აქვს განვითარებული სატრანსპორტო ქსელი. განვითარებულია ავია ტრანსპორტი, თვითმფრინავები ასრულებენ რეისებს ყველა მიმართულებით. მეხიკოში მრავალი საერთაშორისო აეროპორტია. ძალიან დიდ როლს თამაშობს საზღვაო ტრანსპორტი. მექსიკის დიდი ნავსადგურებია: ტამპიკო, ვერაკრუსი, კოაცაკოალკოსი, სალინა-კრუსი. საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენენ ავტობუსები, ტაქსები, მეტროპოლიტენი.
ტურიზმი
რედაქტირებაბრწყინვალე პლაჟები და ტურისტები, სასიამოვნო ჰავა, მრავალფეროვანი ბუნების ობიექტები: ვულკანები, უდაბნოები, ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება, პირამიდები, უძველესი ისტორია და კულტურა - ეს ყველაფერი ძლიერ იზიდავს ტურისტებს.
მეხიკო - ქვეყნის დედაქალაქია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2020 მეტრის სიმაღლეზე. იგი არის უძველეს ქალაქში, რომელიც დაარესებულ იქნა აცტეკი ინდიელების მიერ XIV ს-ში. მანამდე ამ ადგილას იყო ქალაქი - ტენოჩტიტლანი, რომელიც ესპანელებმა დაანგრიეს, მეხიკო არის ცივილიზაციის ისტორიის ცოცხალი მუზეუმი. აქ არის 1400 მონუმენტი და ისტორიული რელიკვიები, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი, ათეული ცენტრი ხალხური შემოქმედების, 2000 რესტორანი. ქალაქის ცენტრად ითვლება კონსტიტუციის მოედანი - სო კალო. მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნაციონალური სასახლე - ოფიციალური სახელმწიფო რეზიდენცია. მოედნის მეორე მხარეს მოჩანს კათედრალური ტაძარი - ქრისტიანული ამერიკის უძველესი ტაძარი.
მემკვიდრეობა
რედაქტირებამეხიკოს ისტორიული ცენტრი, პრე-ესპანური ქალაქები პალენკე, ტეოტიუაკანი, ჩიჩენ-იცა, ისტორიული ქალაქები ოახაკა-დე-ხუარესი, პუებლა, გუანახუატო, მონასტრები პოპოკატეპეტლის ფერდობებზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ENOE. ციტირების თარიღი: August 24, 2012.
- ↑ 2.0 2.1 Mexico. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: April 18, 2012.
- ↑ ალტერნატიული ოფიციალური სახელი მექსიკის შერთებული შტატები. The Federal Constitution of the Mexican United States დაარქივებული 2011-04-27 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Merriam-Webster's Geographical Dictionary, 3rd ed. Springfield, MA: Merriam-Webster, Inc.; p. 733
- ↑ "Mexico დაარქივებული 2001-02-10 საიტზე Wayback Machine. ". The Columbia Encyclopedia, 6th ed. 2001–6. New York: Columbia University Press.
- ↑ Mexico — Geography. CIA The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-29. ციტირების თარიღი: 2007-10-03.
- ↑ Mexico — People. CIA The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-29. ციტირების თარიღი: 2007-10-03.