ორისაბა (ესპ. Pico de Orizaba) ან ჩიტლალტეპეტლი (ნაუატ. Cītlaltepētl Cītlal — „ვარსკვლავი“, tepētl — „მთა“) — სტრატოვულკანი მექსიკაში. წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 5636 მ. იგი სიმაღლით მესამეა ჩრდილოეთ ამერკაში. მექსიკის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით მისი სიმაღლეა 5611 მ. ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1630, 1613, 1569, 1566, 1545-1565? და 1537, უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1846 წელს.

ორისაბა
ორისაბა
ორისაბა
კოორდინატები: 19°01′48″ ჩ. გ. 97°16′12″ დ. გ. / 19.03000° ჩ. გ. 97.27000° დ. გ. / 19.03000; -97.27000
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
სიმაღლე 5636 
მთის მასივი ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი
პირველი ასვლა 1848
ბოლო ამოფრქვევა 1846
ორისაბა (მთა) — მექსიკა
ორისაბა (მთა)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება