განივი ვულკანური სიერა

(გადამისამართდა გვერდიდან ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი)

განივი ვულკანური სიერა, აგრეთვე ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი (ესპ. Eje Volcánico Transversal) – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვულკანური სარტყელი დედამიწაზე. მდებარეობს ცენტრალური მექსიკის სამხრეთ ნაწილში. გადაჭიმულია წყნარი ოკეანის სანაპიროდან მექსიკის ყურემდე. სიგრძე 900 კმ. სიგანე 50-100 კმ.

მექსიკის ექვსი ვულკანი (მარცხნიდან მარჯვნივ): ისტაკსიუატლი, პოპოკატეპეტლი, ლა-მალინჩე, კოფრე-დე-პეროტე (ყველაზე შორს), ორისაბა, სიერა-ნეგრა.
ძირითადი ვულკანები მექსიკაში

სარტყელის ჩრდილოეთით მდებარეობს მექსიკის ზეგანი, ასევე ესაზღვრება დასავლეთი სიერა-მადრე და აღმოსავლეთი სიერა-მადრე.

სარტყელის (და მთელი მექსიკის) უმაღლესი მწვერვალია მთა ორისაბა (5636 მ). სხვა ვულკანებია (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ): ნევადო-დე-კოლიმა (4339 მ), პარიკუტინი (2774 მ), ნევადო-დე-ტოლუკა (4577 მ), პოპოკატეპეტლი (5452 მ), ისტატკსიუატლი (5286 მ), ლა-მალინჩე (4461 მ), კოფრე-დე-პეროტე (4282 მ) და სიერა-ნეგრა (4580 მ).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება