პოპოკატეპეტლი
პოპოკატეპეტლი (ესპ. Popocatepetl — მბოლავი მთა) — მოქმედი ვულკანი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, განივ ვულკანურ სიერაზე, ქალაქ მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრზე. სიმაღლე 5452 მ. XVI-XVII საუკუნეებში ხშირი იყო ამოფრქვევა. 3800 მეტრამდე კალთები შემოსილია მუხისა და ფიჭვის ტყით, 3800-4560 მეტრი სარტყელი გაშიშვლებულია, 4560 მეტრს ზევით მარადი თოვლი და მყინვარებია.
პოპოკატეპეტლი | |
---|---|
პოპოკატეპეტლი | |
კოორდინატები: 19°01′20″ ჩ. გ. 98°37′40″ დ. გ. / 19.02222° ჩ. გ. 98.62778° დ. გ. | |
ქვეყანა | მექსიკა |
სიმაღლე | 5426 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1519 |
ბოლო ამოფრქვევა | 10 ნოემბერი 2017 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 161.